• მუზეუმების საერთაშორისო დღე

          • 18 ივნისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გიმნაზიელები მუზეუმს სტუმრობდნენ.

            IX კლასი

            მასწავლებლები: გიული ოსიაშვილი

                                                  ნინო შუხოშვილი

            #ყვარლის_გიმნაზია

            Museum of Money ფულის მუზეუმი 

            #18მაისი #მუზეუმებისსაერთაშორისოდღე

          • 17.05.2023

          • 🌿17 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა სპექტაკლი “ძუნწი” წარმოადგინა.

            🌿 ქართული თეატრის და მაღალი დონის სამსახიობო ხელოვნების დამსახურებით ეს დღე გიმნაზიაში შთამბეჭედავი , წრფელი და გულთბილი ემოციებით იყო დატვირთული .

            🌿 მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორს ბატონ გია თევზაძეს, სპექეტაკლის რეჟისორს - გოჩა კაპანაძეს და მსახიობებს :

            ლელა ალიბეგაშვილს, ნინო არსენიშვილს, კახა კუპატაძეს, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეს, ქეთი სვანიძეს, დავით უფლისაშვილს , ლევან ხურციას და გოგა ბარბაქაძეს.

            🌿 აღსანიშნავია, რომ წლების წინ გიმნაზიის მეგობრობას რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ჩაუყარა საფუძველი და ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. 

            #მადლობა მეგობრობისთვის🕊️

            #რუსთაველისთეატრი

            #ყვარლისგიმნაზია

          • 17.05.2023

          • 17 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში პარაკლისი აღევლინა.

          • 16.05.2023

          • 16 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური გაკვეთილის ფარგლებში წმინდა ოჯახის , 

            მშობლების მიმართ პატივისცემისა და მადლიერების შესახებ იმსჯელეს.

             

            ”მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე . ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით” 

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 11.05.2014

             

            #საღვთოსჯულის_კათედრა

          • 16.05.2023

          • შემაჯამებელი გაკვეთილი ფიზიკაში 

            XI - კლასი 

            ფიზიკის პედაგოგი: ლელა კუპრაშვილი

          • 11.05.2023

          • 🕊11 მაისს გიმნაზიაში, საბუნებუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა . 

            თემა: „ქვევრის ღვინო არამატერიალური კულტურული ძეგლი“

            🍇 „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია და საქართველო მსოფლიო მასშტაბით უკვე აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს.” –კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

            🕊მოსწავლეებმა სასკოლო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებზე, მათ თვისებებზე ,ქვევრის და ქვევრის ღვინის მნიშვნელობაზე.

             მოიძეს და დაამუშავეს თემასთან დაკავშირებული მასალები , პრაქტიკულ ნაწილში შექმნეს თემატური მაკეტები.სტუმრობდნენ ღვინის ქარხანას.

            🕊სასკოლო კონფერენციის თემები და მონაწილეები:

            🍇„ქვევრის ღვინო“ მომხსენებლები: მარიამ მჭედლიშვილი  

            🍇„ქვევრი“_ მომხსენებელი: მათე ბალიაური

            🍇რქაწითელი“_ მომხსენებლები: მარიამ რუსიაშვილი გვანცა გულოშვილი  

            🍇„საფერავი“_მომხსენებლები: ცოტნე ფუტკარაშვილი ; საბა მარღიევი 

            🍇„ხიხვი“_ მომხსენებლები: ქეთევან შავგულიძე ; გიორგი შუხოშვილი  

            🍇„ქისი“ _ მომხსენებელი: მარიამ ხარაული 

            🍇ჩხავერი“_ მომხსენებლები: ანამარია ბურკიაშვილი ;ნინი გურასპიშვილი 

            🍇„ცოლიკაური“_ მომხსენებელი: თინათინ კუპრაშვილი 

            🕊 "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანამ დაადასტურა ამ მეთოდის უნიკალურობა, მსოფლიო მნიშვნელობა და განსაკუთრებული კულტურული და სოციალური ღირებულება"

            🌿საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა 

            მასწავლებლები: მანანა სეფაშვილი

                                              თამარ ავაზაშვილი

            ხელოვნების მასწავლებელი მაია მაკარიძე

            #ყვარლისგიმნაზია

          • საღვთოსჯულის კათედრა

          • 🕊 გილოცავთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის და წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

            🕊 "მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

             🕊 ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. 

            🕊 წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

            🕊 სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია." - გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.

            🕊 აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გიმნაზიაში თემატური გაკვეთილი და სატელევიზიო ფილმების ჩვენება შედგა. 

            #საღვთოსჯულის_კათედრა

          • გლობალური მოქმედების დღეები

          • 🌏საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 18-28 აპრილს გლობალური მოქმედების დღეების საერთაშორისო კამპანიაში წელსაც ჩაერთო.

            კამპანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული და კონცენტრირდა თემაზე LitterLessPlus -რაც ჩვენი პლანეტის დასაცავად, დაბინძურების ყველაფორმის შემცირებას გულისხმობს.

            გიმნაზიაში გლობალური მოქმედების დღეები საინტერესო ღონისძებებით იყო დატვირთული, რომელსაც პედაგოგი ნინო შუხოშვილი ხელმძღვანელობდა და მასში საასკოლო საზოგადოება იყო ჩართული.

            აღნიშნულ კამპანიას მსოფლიოს 87 ქვეყნის 1500-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება შეუერთდა.

             წელს, გლობალური მოქმედების დღეების კამპანიის,ორგანიზატორია FEE-გარემოსდაცვითი განათლების ფონდი. 

            @fee_global #GlobalActionDays , #LitterLessPlus , #GAIA2030 & #LitterLessCampaign

            #გლობალურიმოქმედებისდღეები

            #ყვარლისგიმნაზია

          • 08.05.2023

          • 2023 წლის 8 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე ეტაპი - „წერის დღე“.

            🕊წარმატებას ვუსურვებთ ღონისძიებაში მონაწილე გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეს ანა-მარია ბურკიაშვილს.

          • 06.05.2023

          • 🕊️გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!

            ”იმდენად დიდი იყო წმინდა გიორგის პატივი საქართველოში, რომ 12 მეფე იყო საქართველოსი გიორგი.” 

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
          • წიგნის მეგობრები

          • დღეს, გიმნაზიის სასკოლო ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში წიგნის მეგობარი გამოვლინდა.

             

            ბარბარე ყრინტაშვილს სამახსოვრო წიგნი გადაეცა.

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • VI-კლასი

          • საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა.

            კომპლექსური დავალება- მოთხრობის შექმნა. 

            დამრიგებელი მაია ასაბაშვილი.

            VI - კლასი

          • 28.04.2023

          • სასკოლო კვირეულის ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" -ს ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა შინაარსის მაკეტები შექმნეს.

            #აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში.

          • 28.04.2023

          • 28 აპრილს გიმნაზიაში #აფხაზეთის_კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა კონფერენცია "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" გაიმართება.

                                                თემები და მონაწილეები:

            1. "ისტორიული მიმოხილვა" - ბექა ბალიაური, დიანა ონიანი მარიამ მჭედლიშვილი, ლიზი შუხოშვილი, მარიამ ოსიაშვილი.

            2. "აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა ,კლიმატი ფლორა და ფაუნა" _ მარიამ ბიბილაშვილი და ნინი ნასყიდაშვილი.

            3. "აფხაზეთის მღვიმეები" - მარიამ რუსიაშვილი,გვანცა გულოშვი .

            4. "აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები" - თინათინ კუპრაშვილი

            5. "აფხათის გასტრონომია "- მარიამ რუსიაშვილი,გვანცა გულოშვი

            6. "აფხაზეთის გმირები "- თინათინ კუპრაშვილი, მარიამ ღვედაშვილი, საბა მელქაძე

            ღონისძების ხელმძღვანელები პედაგოგები ნინო შუხოშვილი და გიული ოსიაშვილი.

             ორგანიზატორი გიმნაზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.