17 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში პარაკლისი აღევლინა.
სიახლეები
17.05.2023
16.05.2023
16 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური გაკვეთილის ფარგლებში წმინდა ოჯახის ,
მშობლების მიმართ პატივისცემისა და მადლიერების შესახებ იმსჯელეს.
”მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე . ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 11.05.2014
#საღვთოსჯულის_კათედრა
16.05.2023
შემაჯამებელი გაკვეთილი ფიზიკაში
XI - კლასი
ფიზიკის პედაგოგი: ლელა კუპრაშვილი
11.05.2023
🕊11 მაისს გიმნაზიაში, საბუნებუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა .
თემა: „ქვევრის ღვინო არამატერიალური კულტურული ძეგლი“
🍇 „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია და საქართველო მსოფლიო მასშტაბით უკვე აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს.” –კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
🕊მოსწავლეებმა სასკოლო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებზე, მათ თვისებებზე ,ქვევრის და ქვევრის ღვინის მნიშვნელობაზე.
მოიძეს და დაამუშავეს თემასთან დაკავშირებული მასალები , პრაქტიკულ ნაწილში შექმნეს თემატური მაკეტები.სტუმრობდნენ ღვინის ქარხანას.
🕊სასკოლო კონფერენციის თემები და მონაწილეები:
🍇„ქვევრის ღვინო“ მომხსენებლები: მარიამ მჭედლიშვილი
🍇„ქვევრი“_ მომხსენებელი: მათე ბალიაური
🍇რქაწითელი“_ მომხსენებლები: მარიამ რუსიაშვილი გვანცა გულოშვილი
🍇„საფერავი“_მომხსენებლები: ცოტნე ფუტკარაშვილი ; საბა მარღიევი
🍇„ხიხვი“_ მომხსენებლები: ქეთევან შავგულიძე ; გიორგი შუხოშვილი
🍇„ქისი“ _ მომხსენებელი: მარიამ ხარაული
🍇ჩხავერი“_ მომხსენებლები: ანამარია ბურკიაშვილი ;ნინი გურასპიშვილი
🍇„ცოლიკაური“_ მომხსენებელი: თინათინ კუპრაშვილი
🕊 "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანამ დაადასტურა ამ მეთოდის უნიკალურობა, მსოფლიო მნიშვნელობა და განსაკუთრებული კულტურული და სოციალური ღირებულება"
🌿საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა
მასწავლებლები: მანანა სეფაშვილი
თამარ ავაზაშვილი
ხელოვნების მასწავლებელი მაია მაკარიძე
#ყვარლისგიმნაზია
საღვთოსჯულის კათედრა
🕊 გილოცავთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის და წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!
🕊 "მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.
🕊 ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა.
🕊 წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.
🕊 სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია." - გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.
🕊 აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გიმნაზიაში თემატური გაკვეთილი და სატელევიზიო ფილმების ჩვენება შედგა.
#საღვთოსჯულის_კათედრა
გლობალური მოქმედების დღეები
🌏საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 18-28 აპრილს გლობალური მოქმედების დღეების საერთაშორისო კამპანიაში წელსაც ჩაერთო.
კამპანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული და კონცენტრირდა თემაზე LitterLessPlus -რაც ჩვენი პლანეტის დასაცავად, დაბინძურების ყველაფორმის შემცირებას გულისხმობს.
გიმნაზიაში გლობალური მოქმედების დღეები საინტერესო ღონისძებებით იყო დატვირთული, რომელსაც პედაგოგი ნინო შუხოშვილი ხელმძღვანელობდა და მასში საასკოლო საზოგადოება იყო ჩართული.
აღნიშნულ კამპანიას მსოფლიოს 87 ქვეყნის 1500-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება შეუერთდა.
წელს, გლობალური მოქმედების დღეების კამპანიის,ორგანიზატორია FEE-გარემოსდაცვითი განათლების ფონდი.
@fee_global #GlobalActionDays , #LitterLessPlus , #GAIA2030 & #LitterLessCampaign
#გლობალურიმოქმედებისდღეები
#ყვარლისგიმნაზია
6
08.05.2023
2023 წლის 8 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე ეტაპი - „წერის დღე“.
🕊წარმატებას ვუსურვებთ ღონისძიებაში მონაწილე გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეს ანა-მარია ბურკიაშვილს.
"როგორ მოაქცია წმინდა გიორგიმ 45000 ადამიანი" ანიმაცია შექმნილია ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ხელმძღვანელობით.
30.04.05. 05.2023
📚გიმნაზიაში, ბიბლიოთეკარის პროფესიული დღის ფარგლებში სასკოლო ბიბლიოთეკის კვირეული აღინიშნა.
30.04-05.05.2023
06.05.2023
- 🕊️გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!”იმდენად დიდი იყო წმინდა გიორგის პატივი საქართველოში, რომ 12 მეფე იყო საქართველოსი გიორგი.”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
🕊️მხიარული აქტივობა გიმნაზიაში.
🎨გიმნაზიელებმა საკუთარი ხელით ფერადი ცარცები დაამზადეს.
წიგნის მეგობრები
დღეს, გიმნაზიის სასკოლო ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში წიგნის მეგობარი გამოვლინდა.
ბარბარე ყრინტაშვილს სამახსოვრო წიგნი გადაეცა.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
VI-კლასი
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა.
კომპლექსური დავალება- მოთხრობის შექმნა.
დამრიგებელი მაია ასაბაშვილი.
VI - კლასი
1
28.04.2023
სასკოლო კვირეულის ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" -ს ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა შინაარსის მაკეტები შექმნეს.
#აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში.
გიმნაზიაში სასკოლო კონფერენცია ,, ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" მიმდინარეობს. #აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში
28.04.2023
28.04.2023
28 აპრილს გიმნაზიაში #აფხაზეთის_კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა კონფერენცია "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" გაიმართება.
თემები და მონაწილეები:
1. "ისტორიული მიმოხილვა" - ბექა ბალიაური, დიანა ონიანი მარიამ მჭედლიშვილი, ლიზი შუხოშვილი, მარიამ ოსიაშვილი.
2. "აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა ,კლიმატი ფლორა და ფაუნა" _ მარიამ ბიბილაშვილი და ნინი ნასყიდაშვილი.
3. "აფხაზეთის მღვიმეები" - მარიამ რუსიაშვილი,გვანცა გულოშვი .
4. "აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები" - თინათინ კუპრაშვილი
5. "აფხათის გასტრონომია "- მარიამ რუსიაშვილი,გვანცა გულოშვი
6. "აფხაზეთის გმირები "- თინათინ კუპრაშვილი, მარიამ ღვედაშვილი, საბა მელქაძე
ღონისძების ხელმძღვანელები პედაგოგები ნინო შუხოშვილი და გიული ოსიაშვილი.
ორგანიზატორი გიმნაზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა.
27 აპრილი
🕊️27 აპრილს, ისტორიკოსმა და საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა გიმნაზიის მოსწავლეები ქართული კალიგრაფიული ხელოვნების საიდუმლოს აზიარა.
✍️ლექციის შემდგომ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.
🕊️შეხვედრის თემა:" აფხაზეთი
ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე."
✨საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში
✅ აღნიშნული ღონისძიებები სასკოლო კვირეულის ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი"_ს ფარგლებში ჩატარდა.
27.04.2023
სასკოლო კვირეულის ,, ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" _ფარგლებში გიმნაზიაში კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი ვაჟა ერემეიშვილი. კალიგრაფთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
#აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში
აფხაეთის კვირეული გიმნაზიაში.
- 🕊️სასკოლო კვირეული ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი,,#საკონკურსო_ნამუშევარიII- კლასიდამრიგებელი ნინო ლომიძე
აფხაზეთის კვირეული გიმნაზიაში.
🎶სასკოლო კვირეული_ „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი „
#თემა: აფხაზური მუსიკის ფოლკლორი.
🎼მოსწავლეებს აფხაზური ფოლკლორის და აფხაზური ხალხური საკრავების მნიშვნელობაზე გიმნაზიის მუსიკის პედაგოგმა ირმა კანდელაკმა ესაუბრა.
⚜️შეხვედრის დასასრუს გიმნაზიის მოსწავლეებმა სახელწიფო ჰიმნი ქართულად და აფხაზურად შეასრულეს .
#აფხაზეთისკვირეული_გიმნაზიაში
#ძალაერთობაშია
26.04.23
სიახლეების არქივი