07/08/2023
გილოცავთ
✨გილოცავთ 18 ივლისი ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა.🕊️გიმნაზიის დამფუძნებელი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი მფარველი წმინდანის დღეს ყოველთვის სადღესასწაულო წირვით აღნიშნავდა მღვდელმთავრებთან, ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად . 🕊️ტრადიცია დღესაც გრძელდება.🕊️ შევთხოვთ ღირს წმინდა მამა სერგირადონეჟელს , მეუფე სერგის სულის საცხოვნელად მეოხ იყოს ღვთის წინაშე.#ლოცვა წმინდა სერგი რადონეჟელისადმი.ჵ, საჩინოო, ახოვანო სასწაულთმოქმედო და განსაცდელსა და მწუხარებათა შინა საკჳრველად მსწრაფლ შემწეო ჩუენო, ღირსო მამაო სერგი! აწ მოგუფინე ტკბილი მადლი ლოცვისა შენისაჲ და მოგუმადლე მცირე ჟამეული ესე ცხორებაჲ, უვნებელად წარვლოთ და სათნო ვეყუნეთ სამებასა ყოვლად წმიდასა. მოგუანიჭე აღსარებით შემუსრვაჲ სულისაჲ და სინანულით განწმედაჲ გულისაჲ, რაჲთა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა და შენთანა ვუგალობდეთ სამებასა წმიდასა: ალილუია
გილოცავთ
გილოცავთ წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს.
გაწმენდითი სამუშაოები ზეთისხილის ბაღში.
🌿დღეს, გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს.
🕊️ჩვენმა ვერცხლისფერმა ბაღმა ნაყოფის ნიშანი მოგვცა და გაგვახარა.
🌿დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობას გიხდით ერთსულოვნებისა და მხარდაჭერისთვის.#იხარეთდაგვახარეთ#ადმინისტრაცია
11
სიახლე ზეთისხილის ბაღში.
10 ივნისს , დილის 08:00 საათიდან - 11:00 საათამდე გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში გაწმენდითი სამუშაო ჩატარდება.
VII-XII კლასელ ბიჭებს ნერგების მოვლაში მონაწილეობის სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში გელოდებით ხვალ გიმნაზიაში.
📢აბიტურიენტების საყურადღებოდ
ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები.
ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.
დღეს გიმნაზიას ახალი კომპიუტერული ტექნიკა შეემატა.
ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს.......
საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე , ცენტრში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა აბიტურიენტებს მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 40% -იან საშეღავათო პირობას სთავაზობს.
ფეხბურთის წრე
დღეს 20 ივნისს 2- საათზეა ვარჯიში.
17/06/2023
გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები ,მწვრთნელი მანანა კოჭლამაზაშვილი და გიმნაზიის წარმომადგენლები თბილისში ევროპის ვერცხლის ლიგის თამაშებს ესწრებიან .
👩🦰ქალები🇬🇪 საქართველო VS პორტუგალია 🇵🇹
🧑მამაკაცები 🇬🇪 საქართველო VS უნგრეთი 🇭🇺 🗓 17 ივნისი 2023
.
2
🕊️ძვირფასო მშობლებო
16 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდება.
გელოდებით 🕊️
ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.
⚽️ 15 ივნისს, გიმნაზიის და გრემის მთავარანგელზთა სახელობის საკვირაო სკოლის ფეხბურთის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდა.
⚽️ მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.
პრაქტიკული სწავლება
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები მანანა სეფაშვილი და თამარ ავაზაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა პრაქტიკულ კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.
საკვლევ მასალას წყალი, ნიადაგი და ხილი წარმოადგენდა.
მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს თანამშრომლობისათვის.
#ყვარლისგიმნაზია
#პრაქტიკულისწავლება
#პროფორიენტაცია
29
15.06.2023
გიმნაზიის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობენ
#გიმანზია #მეჯლისი #მათემატიკა
🕊 დღეს , მოსწავლეებმა გიმნაზიის "არითმეტიკის" დიდებულ დარბაზში მეჯლისი გამართეს.
🕊მოგზაურობა ღვთის ქმნილ სამყაროში სადაც წესრიგს, ოქროს კვეთას და მეცნიერებას ყოფით ცხოვრებაში დიდებულად წარმოაჩენს მათემატიკა_ სადღესასწაულო განწყობით დასრულდა .
🕊სასიამოვნო გარემო, მუსიკა, ცეკვა და რა თქმაუნდა მისი აღმატებულება არითმეტიკა, "პითაგორასთან" , პრინცესებთნ და "ნატურალურ რიცხვებთან" ერთად ზღაპრულ ემოციებს ქმნიდნენ...
🎭 თეატრალიზებული ღონისძიება ავთანდილ ბენდუქიძის წიგნის "სერიოზული და სახალისო" მათემატიკის გამოყენებით მომზადდა.
🕊 ღონისძების ინიციატორი და ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი ნათელა წიქარიშვილი.
🕊 დარბაზში სადღესასწაულო განწყობისათვის, შინაარსობრივ ნაწილზე, მუსიკალურ გაფორმებასა და ინტერიერიერზე ხელოვნების მასწავლებელმა მაია მაკარიძემ, მუსიკის მასწავლებელმა ირმა კანდელაკმა და რელლიგიის მასწავლებელმა ნანი არჩუაძემ იზრუნეს.
13.06.23#გიმნაზია#მეჯლისი#მათემატიკა
სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე ⬇️
16 ივნისს გიმნაზიაში მშობელთა კრებაა.
13:00 - საათზე.
დასწრება სავალდებულოა.
14.06.2023
"1912 წლის 1 (14) ივნისის საღამოს მოულოდნელად იაკობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. საღამოს მან ახლობლებს თავისი ანდერძი წააკითხა, უნდოდა შეემოწმებინა, ხომ არავინ გამორჩა ან "საზოგადოებას რაიმე ხომ არ დააკლო". "მოვრჩი ჩემი სამსახური ხალხის საქმისთვის, მისი სიკეთისთვის. რაც რჩება ჩემი სიკვდილის შემდეგ, დიდი ნაწილი ისევ ხალხსვე მოხმარდესო" - ასეთი ყოფილა დიდი იაკობის უკანასკნელი სიტყვები..."
14.06.2023
ღვთის შეწევნით , გიმნაზიაში 2022-2023 სასწავლო წელს მიღებული გამოცდილებისა და მიღწეული წარმატებებით გამოწვეული მადლიერების გრძნობით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა,მასწავლებლებმა და თანამშრომლება ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს და გიმნაზიის დამფუძნებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის საფლავზე ,მეუფის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.
დღეს 🕊️
V-კლასი
შემაჯამებელი გაკვეთილი
რუსულის პედაგოგი: ეთერი საქნელაშვილი
სიახლეების არქივი