მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად ორასამდე ზეთისხილის ნერგი დარგეს
გამწვანების ღონისძებაში მონაწილეობა გიმნაზიის საზოგადოებამ_მოსწავლეებმა, მშობლებმა,მასწავლებლებმა ,თანამშრომლებმა , სასულიერო პირებმა და ფონდის "გაამწვანე საქართველო " წარმომადგენლებმა მიიღეს .
გიმნაზიას მაღალი ხარისხის ზეთისხილის ნერგები საჩუქრად საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ორგანიზებით, ფონდის აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ გადასცა და აღნიშნა:
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით კახეთში ნეკრესის ეპარქიაში, რომლის მღვდელმთავარი იყო, ჩვენი მეგობარი დიდი ქართველი და ქვეყნის მოამაგე მეუფე სერგი.
ჩვენი სტუმრობა მეუფის პატივისცემას უკავშირდება, გვიხარია რომ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ფონდმა ეს მადლიანი საქმე განახორციელა და
გიმნაზიას ზეთისხილის ვერცხლისფერი ბაღი შეემატა.
ბავშვები სიხარულით რგავდნენ ნერგებს და ლოცავდნენ მათ.“
გიმნაზიის საზოგადოება გულითად მადლობას უხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ილია მეორეს , საპატრიარქოს ფონდს "გაამწვანე საქართველო" და აღმასრულებელ მდივანს ბატონ გოჩა არონიშიძეს იმ დღესასწაულისთვის და საჩუქრისთვის რომლმაც 5 ივნისს, ყველა ერთად სიხარულით აგვავსო და ჩვენს გიმნაზიას ზეთისხილის ვერცხლისფერი ბაღი შემატა.
გიმნაზიაში ზეთისხილის ბაღი ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს ლოცვა-კურთხევით და გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით და ორგანიზებით გაშენდა.
იხაროს და გვახახროს , ამინ!
#ზეთისხილის_ბაღი_გიმნაზიაში
05.ივნისი.2023