• 26/09/2023

          • 👑 26 სექტემბერს, წმინდა დიდმოწამე  ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, გიმნაზიის მოსწავალეები და წარმომადგენლები  დედოფლის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს გრემის მთავარანგელოზთა სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებაში. 

            🕊️გილოცავთ წმინდა  დეფოფლის ხსენების დღეს და  მადლობას ვუხდით გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ იოანე (ბალიაშვილს) მასპინძლობისთვის.

            ⚜️აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღესასწაულის სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ გრემის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დავანებული დედოფლის წმინდა ნაწილისთვის  პატივი მიეგოთ.26.09.23

          • რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლასის დამრიგებელს

          • 🕊️ ძვირფასო გიმნაზიელებო,⚜️  30 სექტემბერს, 14 : 00 საათზე  გიმნაზიის  შერეულ გუნდში  სასწავლო პროცესი  განახლდება.✨მიიღეთ მუსიკის ხელოვნებით განცდილი ბედნიერი დღეების გამოცდილება .⚜️ შეისწავლეთ: საგუნდო,  ქალაქური და ხალხური სიმღერები, საეკლესიო გალობა.⚜️  მუსიკის თეორია.⚜️  ჩაერთეთ  კონცერტებსა  და  სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებში. 🎙️ლოტბარი და მოწვეული სპეციალისტი მერაბ მაისურაძე    ✨#დღესასწაულებს_ვქმნით_ერთად.

            🕊️ რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლასის დამრიგებლებს.

            #გიმნაზია 

            #მუსიკა

          • გიმნაზიელების წარმატებები

          • 🕊 ახალი სასწავლო წლის პირველი სპორტული წარმატება  გიმნაზიაში.

            🏆 ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთში, პირველი და მეორე ადგილის დამადასტურებელი ჯილდო და გამარჯვების თასი გიმნაზიელებმა მოიპოვეს.

            🥇  I -ადგილი ნიკა კაზარაშვილი🥈  II- ადგილი ნიკა ქებაძე

             ⚜️ ღონისძიების ორგანიზატორი ყვარლის მუნიციპალიტეტი

            #გიმნაზია

            #სპორტული_დღიური

          • გილოცავთ

          • 🕊️გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. 

            ⚜️დღეს, გიმნაზიის მოსწავლეები დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში ,VI საუკუნის დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს სტუმრობდნენ.  სადღესასწაულო წირვაზე სასულიერო პირებმა გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და თანამშრომლები  დალოცეს  და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

            ⚜️მადლობას ვუხდით დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშმშობლის სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარს იღუმენია თეკლას ( კანანაძეს) გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

          • გილოცავთ

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის  მიმართვა გიმნაზიის პირველკლასელებს:    ძვირფასო პირველ კლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. თქვენმა მობრძანებამ  გიმნაზიას სიხარული,ძალა და იმედი შემატა.  გისურვებთ წარმატებას, ულევ სიხარულს და ბედნიერ დღეებს.გიმნაზიის დამფუძნებელის  ნეკრესელი მიტროპოლიტი  სერგის დარიგება გიმნაზიამ  ანდერძად მიიღო  და თქვენც გიზიარებთ.   „დაიმახსოვრეთ :  თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის  გადახდა,  თქვენ გექნებათ მშვიდობა. მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს. იშრომეთ, ირწმუნეთ ღმერთი, ილოცეთ  და გიყვარდეთ.“მეუფე სერგის დადგენილი წესის თანახმად, გიმნაზიამ  ყველა პირველ კლასელს , სასწავლო წიგნების სრული კრებული  საჩუქრად გადაეცა.

          • ნეკრესის ეპარქიის სიახლენი

          • 🕊️19 სექტემბერს,  მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ხონაში აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეს , ნეკრესის ეპარქიაში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა და დიაკვნად ხელდასხმა  შესრულდა.

            🕊️წირვის დასასრულს  ნეკრესელი  მიტროპოლიტი სეგის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მეუფე სერგის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.

            ✨გიმნაზიის სახელით ვულოცავთ დეკანოზ  ბენიამენ ჩიხორლიშვილის ოჯახს  დიმიტრი ჩიხორლიშვილის დიაკვნად კურთხევას

             და მადლიერერებას გამოვხატავთ გიმნაზიის დამაარსებლის, ჩვენი მოძღვრის და მასწავლებლის მეუფე სერგის მიმართ იმ ღვაწლისათვის,რომელიც თავისი საწყმსოს და სამშობლოს მიმართ დაუღალავი შრომით გასწია..19.09.23

          • მიტროპოლიტი სერგი

          • 19 სექტემბერი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის ,ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების დღეა. 

            გიზიარებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია II_ის  სამძიმრის წერილს.

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  ილია მეორის #სამძიმარი ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო 

             62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილიმა). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა. ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა. მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებელი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო. ვუსამძიმრებთ მათ, ვუსამძიმრებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მრევლს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს და შევთხოვთ უფალს, თვისი წყალობა და შეწევნა არ მოაკლოს მეუფე სერგის უკვდავ სულს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ!

          • გილოცავთ

          • 14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება ინდიქტიონისა ანუ საეკლესიო ახალი წლისა.

            🕊ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო.

            #გვირგვინი_წელიწადისა

          • სპორტული სიახლენი გიმნაზიის მისწავლეებისთვის.

          • 📣  

            ⚽️ ახალი სასწავლო წლიდან  ჩაერთე სასკოლო  საფეხბურთო წრეში,  დარეგისტრირდი , ივარჯიშე   და მიიღე მონაწილეობა  საფეხბურთო ტურნირებში.    ⚽️  #მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი.

             ⚽️ საფეხბურთო მოედნის საფარის ბუნებრივად  გამწვანებისთვის ,  არდადეგებზე  გიმნაზიელებმა ერთად  ვიზრუნეთ.ბიჭებმა საკუთარი ხელით მოაწესრიგეს მოედანი. შედეგი გაგახარებთ .

            ⚽️  ჯერი  ახლა  თქვენზეა , საფეხბურთო წრე გელით  სპორტული თავგადასავლებისთვის.

            🕊 ცნობისთვის გიმნაზიაში მოქმედ ყველა შემეცნებით, კულტურულ  და სპორტულ წრეზე სასწავლო პროცესი  უფასოა.

          • ნეკრესის ეპარქიის სიახლენი 2023

          • „კონფლიქტის ქცევითი სტრატეგიები“„ საზაფხულო ბანაკი 2023-ის “  მონაწილეებმა  შემეცნებითი საუბრების ფარგელებში, მათი ასაკის გათვალისწინებით სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ეფექტური  გზები და სტრატებიები განიხილეს.

            პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის, სიტუაციის მრავალი კუთხით დანახვა-შეფასებისა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბების  მნიშვნელობაზე_ რაც შემდგომ    ადამიანის პიროვნულ   განვითარებზე  დადებითად აისახება_ მოწვეულმა სტუმარმა  კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტმა , ასოცირებულმა პროფესორმა   ქეთევან ვასაძემ  ინტერაქტიურ  ფორმატში   ისაუბრა.

            „საზაფხულო ბანაკში „   მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძებების საშუალებით  გაცნობოდნენ  ქრისტიანული და ჯანსაღი   ცხოვრების წესს, აქტიური დასვენების კულტურას,  შეესწავლათ  ხელსაქმე, სიმღერა, ძველ-ქართული დამწერლობა  და  გაეუმჯობესებინათ  სოციალური უნარები.

            საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ნეკრესის ეპარქიამ   3-დან 12  აგვისტოს ჩათვლით   ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის  60 გოგონა საზაფხულო ბანაკში მიიღო.

             აღნიშნული შემეცნებითი საუბარი ყვარელში  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის  გიმნაზიაში გაიმართა.#ნეკრესისეპარქიის_სიახლენი2023წლის აგვისტო

          • მიმდინარეობს რეგისტრაცია.

          • 🇬🇪ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე :

              ✔ თეოლოგია (ვაჟებისათვის)ადგილმდებარეობა გრემი (ყვარლის რაიონი)

              ✔  ხელოვნების ისტორია და თეორია (გოგონებისათვის)  ადგილმდებარეობა ქ. ლაგოდეხი.

              ⚜️ სწავლა სრულად დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ.

              🏡 სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფილია საცხოვრებელი.

              📲️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  ტელ:  595 95 51 59

              📧 ელ-ფოსტა: g.nekresi@gmail.com

              ⚜️ მიღების წინაპირობა :  ერთიანი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  მოძღვრის რეკომენდაცია  გასაუბრება.

            #მიმდინარეობს_რეგისტრაცია

          • ნეკრესის ეპარქიის სიახლენი 2023.

          • #ნეკრესისეპარქიის_სიახლენი  საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ნეკრესის ეპარქიამ  3-დან 12  აგვისტოს ჩათვლით   ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის  60 გოგონას უმასპინძლა.„საზაფხულო ბანაკში „   მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძებების საშუალებით  გაცნობოდნენ  ქრისტიანული და ჯანსაღი   ცხოვრების წესს, აქტიური დასვენების კულტურას,  შეესწავლათ  ხელსაქმე, სიმღერა, ძველ-ქართული დამწერლობა  და  გაეუმჯობესებინათ  სოციალური უნარები.− „ შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი  2023 „- ის  თემა :   მეგობრობა

            ჩატარებული ღონისძებები✨  შემეცნებითი საუბრები:სტუმრები ნეკრესის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი  (პავლიაშვილი) ლომისციხის იოანე მხედრის სახ.  მამათა მონასტრის  წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი  დავითი ( კირკიტაძე ) მარინა ლომიძე, ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი                                                    საუბრის თემა :  „ჯანსაღი კვება“ ქეთევან ვასაძე  კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი  -თემა   „კონფლიქტის ქცევითი სტრატეგიები“. გიორგი კალანდია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ,ხელოვნების                სასახლის გენერალური დირექტორი .                                         საუბრის თემა   “ ქართველ მეფე-დედობალთა სამოსი“

            ✨   ქართული დამწერლობა _ხუცური  ანბანი         (შესწავლა) -მასწავლებელი მონაზონი ნატალია (კერესელიძე)✨ ხელსაქმე  -  (ბისერები , ქარგვა, ხენაკეთი სამაჯურების შექმნა)  - მასწავლებელი ნინო შუშტაკაშვილი ✨ ექსკურსია -  ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი .  შემეცნებითი, საფეხმავლო ეკოტური წარმართა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა  გიორგი სულამანიძემ .  ბანაკის მონაწილეებს  ნაკრძალში  უმასპინძლეს დეპუტატმა  გურამ მაჭა  რაშვილმა , ლაგოდეხის საკრებულოს თანამშრომლებმა და  თავჯდომარემ  კარლო ჯამბურიამ. ინტერაქტიიური შეხვედრის საუბრის  თემა - მეგობრობა .✨ ექსკურსია და მომლოცველობა - ალავერდი, გრემი, დუბის დედათა მონასტერი ყვარელში.✨ სპორტი: დილის გამამხნევებელი ვარჯიში  (ჩოგბურთი,ბადბიგტონი,მაგიდის ჩოგბურთი, ლახტი,ჰულაჰუპი...)✨  მხიარული სტარტები - დაჯილდოების ცერემონია ორგანიზატორი  გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი  იოანე ( ბალიაშვილი  ) გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ პერსონალური  საჩუქრები.✨ მეუფე სერგის სახელობის ყოველწლიური  ტურნირი ფრენბურთში  - მსაჯი მანანა კოჭლამაზაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი,  უფროსი თაობის წარმომადგენელი . ტურნირში მონაწილეობდა 4 გუნდი. მოთამაშეები და გამარჯვებული გუნდი  დასკვნით საღამოზე  სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ✨ სტუმრობა თელავის   #ბავშვთა_ქალაქში  -მასპინძელი დავით და ლევან ფეიქრიშვილები.✨ კულინარიული კონკურსი - საპატიო ჟიურის წარმომადგენელი გიორგი მანგოშვილი. (მონაწილეობდა 6 გუნდი დასკვნით საღამოზე გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული გუნდები)✨ ინტელექტუალური თამაში _ რა? სად? როდის? (მონაწილეობდა 6 გუნდი, დაჯილდოება გაიმართა დასკვნით საღამოზე.✨ ცეკვა✨ სიმღერის გაკვეთილები  -მასწავლებელი ელენე ბერიძე ✨ ხატვა✨ ჭადრაკი✨ შემოქმედებითი ღონისძიებები. „ემეგობრე ბუნებას“, „ემეგობრე  მშობლიუ ენას“, ინსცენირება ლიტ . ნაწარმოებიდან , შემაჯამებელი ღონისძნება.

            11 აგვისტოს მონაწილეებმა ბანაკის  5 წლის იუბილე  მშობლებთან ერთად დასკვნით  ღონისძიებით აღნიშნეს .შემეცნებით საზაფხულო ბანაკი ნეკრესელმა მიტროპოლიტმა  სერგიმ  2019 წელს დააფუძნა, რომელიც  მისი გარდაცვალების შემდგომ , მიტროპოლიტი  თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით დღესაც გრძელდება და  ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას .მადლობას ვუხდით  წმინდა სერგი რადონეჟელის სახ.დედათა მონასტერს ,  იღუმენია მართას (კერესელიძე)  და  მონასტერის დობას  საოცარი მზრუნველობის, მშვიდი, მეგობრული  და უსაფრთხო გარემოსთვის. მადლობას ვუხდით  მხარდაჭერისთვის საქართველოს საპატრიარქოს ,ყველა მოწვეულ სტუმარს , მასწავლებლებს, ჟიურის წარმომადგენლებს, მონაწილეებს,  მეუფე სერგის და ახლა უკვე ბანაკის მეგობრებს.პატივისცემით , არჩუაძე გიორგი,არჩუაძე თამარი„შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი 2023“ -ის შემოქმედებითი და საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელები.

                                                                                                                                აგვისტო  2023  წელი

          • საზაფხულო ბანაკი.

          • 🌳ეკოტური ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში.

            საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შემეცნებითი ბილიკი გაიარეს.

            🌳ბუნების მეგობრებმა  ისტორიასთან ერთად მრავალი საინტერესო ფაქტი და ამბავი შეიტყვეს ნაკრძალის ბინადართა  შესახებ  და   გაეცნენ ეკოტურის მნიშვნელობას.

             🌳 ტურის მასპინძელი  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი   გიორგი სულამანიძე ,  დეპუტატი  გურამ მაჭარაშვილი და  ლაგოდეხის საკრებულოს   თავჯდომარე კარლო ჯამბურია.

            #ნეკრესისეპარქიის_სიახლენი

            ნეკრესის ეპარქიამ საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით , 3-დან 12  აგვისტოს ჩათვლით   ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის 60 გოგონას უმასპინძლა.„საზაფხულო ბანაკში „   მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძებების საშუალებით  გაცნობოდნენ  ქრისტიანული და ჯანსაღი   ცხოვრების წესს , აქტიური დასვენების კულტურას ,  შეესწავლათ  ხელსაქმე, სიმღერა, ძველ-ქართული დამწერლობა  და  გაეუმჯობესებინათ  სოციალური უნარები.− „ შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი  2023 „- ის  თემა :   მეგობრობა.

             .#ემეგობრებუნებას

          • #ნეკრესის ეპარქიის სიახლენი

          • 🕊ერთმანეთს საზაფხულო ბანაკში შეხვდენენ,   გულები  ღვთის სათნოდ აანთეს, დამეგობრდნენ  და სამზარეულოში  თავისი გუნდებით გალაქტიკა შექმნეს. 🍽ყველაზე გემრიელ კონკურსს  და გონიერ კონკურსანტებს ჟიურიმ ობიექტური შეფასება მისცა. 

            #შემეცნებითი_საზაფხულო_ბანაკი 2023

            #ნეეკრესის_ეპარქიის_სიახლენი

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.