სიახლეები

          • კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მიმართვა ქართველ ერს 1918 წლის 26 მაისს.

          • 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კირიონ მეორემ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და სიტყვა წარმოსთქვა:

            “ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა”. (ფს.117.24)

            დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა! 

            დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღეთ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარ ხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა.

            მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავვისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან.

            ერთობაში არის ძალაო, ამბობენ და თუე სეა, ეხლანდელი მომენტი მით უმეტეს მოითხოვს ყველასგან ძმურ შეერთებას და შრომას.

            თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზედ დაატყდება დაჰკარგავს მას, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ხცოვრებისა. თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.

            ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მამაცმა მამულიშვილმა მოპოვებული თავისუფლება. “კაცი ჯაბანი რითა სჯობს-ამბობს უკვდავი შოთა-დიაცსა ქსლისა მბეჭველსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა”.

            მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

            გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს!

            გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!

            მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო ერთს ქართველ ოჯახში და რომელიც არა ერთხელ ჩვენ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში,-გაუფრთხილდეთ მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს.

            ლოცვა კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარვიდეს ქართველ ერს. ამინ!

            სცსსა. ლეონიდე ოქროპირიძის პირადი საარქივო ფონდი #1459, საქმე # 40, ფ. 1, 1918 წელი, 26 მაისი.

          • 25/05/2023

          • გილოცავთ ამაღლებას. 

            ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

          • ბოლო ზარი 23/05/2023

          • 🕊 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მე-12 კლასელები ბოლო ზარისთვის ემზადებიან.

            🕊 ღონისძიების დაწყებამდე მოძღვრებმა მოსწავლეები დალოცეს და პარაკლისი გადაიხადეს. 

            🕊 ლოცვას მეთორმეტეკლასელები , მათი მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

            #ყვარლისგიმნაზია

          • 23.05.2023

          • 🇬🇪გილოცავთ აფხაზეთობას!

            🕊 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინიციატივით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე "აფხაზეთობის" დღედ დაწესდა.

            “საქართველოს მიწა ქრისტეს ზიარი სისხლით იკურთხა: სვიმონ კანანელის მიერ დაღვრილი მოწამეობრივი სისხლი არის ჭეშმარიტად მირონი ღვთისა წინაშე… და დღეს, როდესაც წმიდა სვიმონის მიერ კურთხეული აფხაზეთი ყოველი ქართველის ღია ჭრილობად იქცა, შევევედროთ დიდ წმიდანს, შეგვეწიოს, შევთხოვოთ მის სახიერებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი სულიერი ამაღლება”.

            ამონარიდი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგებაიდან

          • 22.05.2023

          • #მადლობის_წერილი

            სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მიმდინარე სასწავლო წელს სხვადასხვა პროფილის სამშენებლო, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ განახლდა.

            კერძოდ:

            1) განახლდა პირველი კლასისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახი, სადაც შეიქმნა სივრცე რომელიც, პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევას, კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა ტექნიკური მხარდაჭერით მაღალი ხარისხით განახორციელონ.

            2) სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ღონისძებათა დარბაზში და აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით . შეძენილ იქნა მუსიკალური ინსტრუმენტები, გახმოვანების აპარატურა, ესთეტიური გარემოს შესაქმნელი აქსესუარები_ ფარდები და ჭაღები.

            3) გიმნაზიის შენობის პირველ სართულზე სრულად მოწესრიგდა და ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სველი წერტილები.

            4) ასევე ჩატარდა სხვადასხვა პროფილის მცირე სარემონტო სამუშაოები და უსაფრთხო ფიზიკური გარემოსთვის მოხერხდა საჭირო ტექნიკის უზრუნველყოფა.

            აღნიშნულიდან გამომდინარე ,

            საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით გვსურს გამოვხატოთ მადლიერება, გიმნაზიის დამფუძნებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სულიერი შვილების და მეგობრების მიმართ, რომლებიც გიმნაზიაში მოსწავლეთა და სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო პროცესებს მეუფის გარდაცვალების შემდგომაც აქტიურად უწყობენ ხელს, სწორედ მათი მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული სამუშაოები და გიმნაზიის ინფრასტრუქტურის განახლება. 

            მადლობა ერთგული მეგობრობისთვის.

            შ.პ.ს“ რენომე“

            მამუკა ყაჯრიშვილი

            ანრი ბაციკაძე

            დავით ფირცხალავა

            დავით ფეიქრიშვილი Davit Peikrishvili

            ლევან ფეიქრიშვილი 

            შ.პ.ს „ნიუსიტი“

            ანა ნებულიშვილი ანა ნებულიშვილი

            შ.პ.ს. „მბს“

          • 22.05.2023

          • გილოცავთ ნიკოლოზობას! 

            პატრიარქის #წერილი წმ.ნიკოლოზს.

            მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ნიკოლოზს, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს, ყოველთა ქართველთა დიდსა კათოლიკოს-პატრიარქს .

            თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოველთა ქართველთა სულიერო მამავ და დიდო

            მოძღვარო! ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ვეამბორები

            შენს წმინდა მარჯვენას და სიმდაბლით თაყვანსა გცემ შენ. გევედრები, დალოცე,გააძლიერე, გაამთლიანე და დაამშვიდე სამწყსო შენი, სრულიად საქართველო. 

            ევედრე მაცხოვარსა ყოველთასა, რათა სახელები ყოველთა ქართველთა ჩაიწეროს წიგნსა მას შინა

            ცხოვრებისასა და რათა მეოხებითა შენითა და მფარველობითა ყოვლადწმიდისა დედისა

            ჩვენისა ღვთისმშობელისა დაცულ იქმნას ერი ჩვენი მზაკვრებისაგან ბოროტისა და ღირს გვყავ ჩვენ დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. ქართველი ერი სიმდაბლით გიძღვნის შენ ოქროს პანაღიას წმიდისა დიდისა მეფისა

            დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც ბრძანდება წინაპარი საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარისა.

             შენი მდაბალი მორჩილი და სულიერი შვილი .

            ილია II

            სრულიად საქართველოს

            კათოლიკოს-პატრიარქი

          • 19.05.2023

          • 🕊 24-30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასკოლო კვირეული "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" ჩატარდა .

            🕊 წარმოგიდგენთ საკონკურსო პროექტს „ოჩამჩირე -ზღვისპირა უძველესი ქალაქის მომავალი“.-VII კლასი

            🌊 გიმნაზიაში, სასკოლო კვირეულში საკონკურსო პროექტის გამოვლენას წინ აფხაზეთის ისტორიის, კლტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ , მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სამ ეტაპად განხორციელებული კვირეული უძღოდა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება სრულად იყო ჩართული.

             🎬 დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ვიდეო მასალის საშუალებით ნახეს აფხაზეთი და შექმნეს კომპოზიცია "ერთიანი საქართველოს რუქა ".

            🌊 ოჯახის წევრებისგან მოისმინეს აფხაზეთის შესახებ ისტორიები და მიღებული ინფორმაცია გააცოცხლეს ნახატებით .

            🕊 V_XII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს :

             საინფორმაციო -შემეცნებით ღონისძიებებში.

            🎨 შექმნეს ნახატები და კომპოზიცია "ერთად ვაშენოთ მეგობრობის ხიდი" .

             🎤 გაცნენ აფხაზური მუსიკის ფოლკლორს, მოისმინეს , შეისწავლეს და იმღერეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ქართულად და აფხაზურად. 

            ✍️ მონაწილეობა მიიღის კალიგრაფიის მასტერკლასში, რომელიც კვირეულის ფარგლებში გიმნაზიაში საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციამ ჩაატარა.

            🕊 #მასტერკლასის ფარგლებში კალიგრაფიული ნამუშევარი ინდივიდუალურად ოცდაათმა მონაწილემ შექმნა.

             ქართული კალიგრაფიის საიდუმლო.

             აფხაზეთი_ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე.

            🕊 მოსწავლეებმა შექმნეს მაკეტები :

            1. ეროვნული მნიშნელობის კულტურის უძრავი ძეგლი "ბესლეთის ხიდი" (ასევე თამარის ხიდი) — XI საუკუნის თაღოვანი ხიდი აფხაზეთში, (წარმოდგენილია V I და VIII კლასის ორი ნამუშევარი )

            2."ოჩამჩირე_ზღვისპირა უძველესი ქალაქის მომავალი" VII კლასი.

            3. მეგობრობა (V )

            🕊 მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი " აფხაზეთი" (Xკლასი)

            🕊 გაიმართა  

            🎬 დოკუმენტური ფილმის „მოქვი“ ჩვენება. 

             🎤 პოეზიის 5 წუთი : აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსების მხატრული კითხვა 

            🕊 ჩატარდა 

             ესეების სასკოლო კონკურსი " ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" .

             #სასკოლოკონფერენცია "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" 

            თემები:1.ისტორიული მიმოხილვა. 2.. "აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა ,კლიმატი ფლორა და ფაუნა", 3"აფხაზეთის მღვიმეები. 4 "აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები" 5."აფხათის გასტრონომია ".6"აფხაზეთის გმირები ".

            აღნიშნულ #სასკოლოკვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძებების ამსახველი მასალა ატვირთულია გიმნაზიის ვებგვერდზე .

            #აფხაზეთისკვირეულიგიმნაზიაში

          • მუზეუმების საერთაშორისო დღე

          • 18 ივნისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გიმნაზიელები მუზეუმს სტუმრობდნენ.

            IX კლასი

            მასწავლებლები: გიული ოსიაშვილი

                                                  ნინო შუხოშვილი

            #ყვარლის_გიმნაზია

            Museum of Money ფულის მუზეუმი 

            #18მაისი #მუზეუმებისსაერთაშორისოდღე

          • 17.05.2023

          • 🌿17 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა სპექტაკლი “ძუნწი” წარმოადგინა.

            🌿 ქართული თეატრის და მაღალი დონის სამსახიობო ხელოვნების დამსახურებით ეს დღე გიმნაზიაში შთამბეჭედავი , წრფელი და გულთბილი ემოციებით იყო დატვირთული .

            🌿 მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორს ბატონ გია თევზაძეს, სპექეტაკლის რეჟისორს - გოჩა კაპანაძეს და მსახიობებს :

            ლელა ალიბეგაშვილს, ნინო არსენიშვილს, კახა კუპატაძეს, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეს, ქეთი სვანიძეს, დავით უფლისაშვილს , ლევან ხურციას და გოგა ბარბაქაძეს.

            🌿 აღსანიშნავია, რომ წლების წინ გიმნაზიის მეგობრობას რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ჩაუყარა საფუძველი და ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება. 

            #მადლობა მეგობრობისთვის🕊️

            #რუსთაველისთეატრი

            #ყვარლისგიმნაზია

          • 17.05.2023

          • 17 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში პარაკლისი აღევლინა.

          • 16.05.2023

          • 16 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური გაკვეთილის ფარგლებში წმინდა ოჯახის , 

            მშობლების მიმართ პატივისცემისა და მადლიერების შესახებ იმსჯელეს.

             

            ”მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე . ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით” 

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 11.05.2014

             

            #საღვთოსჯულის_კათედრა

          • 16.05.2023

          • შემაჯამებელი გაკვეთილი ფიზიკაში 

            XI - კლასი 

            ფიზიკის პედაგოგი: ლელა კუპრაშვილი

          • 11.05.2023

          • 🕊11 მაისს გიმნაზიაში, საბუნებუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა . 

            თემა: „ქვევრის ღვინო არამატერიალური კულტურული ძეგლი“

            🍇 „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია და საქართველო მსოფლიო მასშტაბით უკვე აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს.” –კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

            🕊მოსწავლეებმა სასკოლო კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს ქართული ვაზის უნიკალურ ჯიშებზე, მათ თვისებებზე ,ქვევრის და ქვევრის ღვინის მნიშვნელობაზე.

             მოიძეს და დაამუშავეს თემასთან დაკავშირებული მასალები , პრაქტიკულ ნაწილში შექმნეს თემატური მაკეტები.სტუმრობდნენ ღვინის ქარხანას.

            🕊სასკოლო კონფერენციის თემები და მონაწილეები:

            🍇„ქვევრის ღვინო“ მომხსენებლები: მარიამ მჭედლიშვილი  

            🍇„ქვევრი“_ მომხსენებელი: მათე ბალიაური

            🍇რქაწითელი“_ მომხსენებლები: მარიამ რუსიაშვილი გვანცა გულოშვილი  

            🍇„საფერავი“_მომხსენებლები: ცოტნე ფუტკარაშვილი ; საბა მარღიევი 

            🍇„ხიხვი“_ მომხსენებლები: ქეთევან შავგულიძე ; გიორგი შუხოშვილი  

            🍇„ქისი“ _ მომხსენებელი: მარიამ ხარაული 

            🍇ჩხავერი“_ მომხსენებლები: ანამარია ბურკიაშვილი ;ნინი გურასპიშვილი 

            🍇„ცოლიკაური“_ მომხსენებელი: თინათინ კუპრაშვილი 

            🕊 "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანამ დაადასტურა ამ მეთოდის უნიკალურობა, მსოფლიო მნიშვნელობა და განსაკუთრებული კულტურული და სოციალური ღირებულება"

            🌿საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა 

            მასწავლებლები: მანანა სეფაშვილი

                                              თამარ ავაზაშვილი

            ხელოვნების მასწავლებელი მაია მაკარიძე

            #ყვარლისგიმნაზია

          • საღვთოსჯულის კათედრა

          • 🕊 გილოცავთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის და წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!

            🕊 "მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

             🕊 ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. 

            🕊 წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

            🕊 სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია." - გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.

            🕊 აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გიმნაზიაში თემატური გაკვეთილი და სატელევიზიო ფილმების ჩვენება შედგა. 

            #საღვთოსჯულის_კათედრა

          • გლობალური მოქმედების დღეები

          • 🌏საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 18-28 აპრილს გლობალური მოქმედების დღეების საერთაშორისო კამპანიაში წელსაც ჩაერთო.

            კამპანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული და კონცენტრირდა თემაზე LitterLessPlus -რაც ჩვენი პლანეტის დასაცავად, დაბინძურების ყველაფორმის შემცირებას გულისხმობს.

            გიმნაზიაში გლობალური მოქმედების დღეები საინტერესო ღონისძებებით იყო დატვირთული, რომელსაც პედაგოგი ნინო შუხოშვილი ხელმძღვანელობდა და მასში საასკოლო საზოგადოება იყო ჩართული.

            აღნიშნულ კამპანიას მსოფლიოს 87 ქვეყნის 1500-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება შეუერთდა.

             წელს, გლობალური მოქმედების დღეების კამპანიის,ორგანიზატორია FEE-გარემოსდაცვითი განათლების ფონდი. 

            @fee_global #GlobalActionDays , #LitterLessPlus , #GAIA2030 & #LitterLessCampaign

            #გლობალურიმოქმედებისდღეები

            #ყვარლისგიმნაზია

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.