• გილოცავთ ნინოობას.

          • ტროპარი:

            სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

          • 29.05.2023

          • 🕊️ "წმინდაო ღმერთო" (საგალობელი)

            🎼საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი.

            #ლოტბარი მერაბ მაისურაძე

            29.05.23

          • ხორუმი

          • 🕊️ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგისადმი მიძღვნილ საღამოზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდს აკომპანიმენტს მოწვეული მუსიკოსი დავით ნაზრიშვილი უწევდა, რომელმაც გიტარით რამდენიმე სოლო მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. 

            ✨ მსმენელს შთამბეჭდავი ემოცია დაუტოვა მუსიკოსის მაღალმა საშემსრულებლო ტექნიკამ და ბგერათა ხავერდოვანმა ჰარმონიამ.

          • 29.05/2023

          • 🕊️ 29 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდმა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგისადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტი გამართა.  

            🎶ლოტბარი მერაბ მაისურაძე.

            🕊️გუნდის შექმნას საფუძველი ნეკრესიის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს ლოცვა-კურთხევით და გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით 2022 წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, "ზამთრის სკოლის " ფარგლებში ჩაეყარა. 

            ✨დღევანდელ კონცერტზე გუნდს აკომპანიმეტს უწევდა მოწვეული მუსიკოსი დავით ნაზრიშვილი, რომელმაც გიტარით რამდენიმე სოლო მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. 

            ✨ მსმენელს შთამბეჭდავი ემოცია დაუტოვა მუსიკოსის მაღალმა საშემსრულებლო ტექნიკამ და ბგერათა ხავერდოვანმა ჰარმონიამ. 

             🕊️კონცერტის წამყვანი გიმნაზიის გალობის წრის ხელმძღვანელი მუსიკოსი მაგული სააკიშვილი.

            🌿კონცერტს ესწრებოდნენ გიმნაზიის პედაგოგები, მოსწავლეები, მოშბლები , ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, ყვარლის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი და 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ეროვოვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის ოჯახის წევრები.

            🕊️" დღეს თითოეული ჩვენთაგანის აქ ყოფნა დასტურია მადლიერების, იმ სულიერი ერთობის, სიყვარულისა და ადამიანური მონატრების რომელიც მიტროპოლიტ სერგისთან გვაკავშირებს.

            „მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა ... გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებელი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო.“

            მადლობა ღმერთს და ბედნიერები ვართ, რომ, მეუფე სერგის დამსახურებით ჩვენ სწორედ იმ სამწყსოს დიდი ოჯახის ნაწილს წარმოვადგენთ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის სამძიმრის წერილიში მოვისმინეთ ახლა.

            მეუფე სერგიმ ნეკრესის ეპარქიაში შექმნა სულიერი და კულტურული სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი თავის შეცნობა, ნიჭის კეთილად გამრავლება და საერო თუ სასულიერი ცხოვრებაში საღვთო გზაზე დგომისკენ სწრაფვა . 

            მეუფის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით შეიქმნა ✅ანსამბლი „ნეკრესი „ ✅გრემის სემინარიის ვაჟთა გუნდი; ✅გოგონათა გუნდი ლაგოდეხში.

             ახალგაზრდები ქართული სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდნენ. მართავდნენ კონცერტებს ,ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, მართლმადიდებლურ ტაძრებს და სიწმინდეებს .

            მეუფე სერგის დიდი სურვილი იყო ყვარელში შექმნილიყო აკადემიური გუნდი სადაც ახალგაზრდები ქართული კულტურის , სიმღერის და სულიერების თანაზიარნი იქნებოდნენ .

            დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა გიმნაზიისთვის, რადგან შეგვიძლია წარმოგიდგინოთ მეუფის ამ მნიშვნელოვანი და კეთილი სურვილის შესრულების მცდელობის პირველი ნაბიჯები ." აღინიშნა ღონისძიებაზე.

            🕊️მადლობას ვუხდით ლოტბარს მერაბ მაისურაძეს გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დაუღალავი შრომისთვის . 

            ✨გუნდთან ერთად ვუსურვებთ წინსვლას და მრავალ წარმატებას.

            🕊️მადლობას ვუხდით მსენელს მაღალი კულტურის გამოვლენისა და გიმნაზიის გუნდის მხარდაჭერისთვის.

            #საქართველოს_საპატრიარქოს_წმინდა_ილიამართლის_სახელობის_ყვარლის_გიმნაზია.

          • 26/05/2023

          • 🇬🇪#უსმინეგენერალს და მის ლოცვას.

            🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუ, ჩაწერილია 1968 წლის მაისში.

             

            ინტერვიუს ჩაწერისას გიორგი კვინიტაძე 95 წლის იყო. მას ესაუბრება რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის მაშინდელი დირექტორი კარლო ინასარიძე, რომლის საეთერო ფსევდონიმი ოთარ კეთილაძე გახლდათ.

          • კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მიმართვა ქართველ ერს 1918 წლის 26 მაისს.

          • 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კირიონ მეორემ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და სიტყვა წარმოსთქვა:

            “ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა”. (ფს.117.24)

            დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა! 

            დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღეთ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარ ხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა.

            მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავვისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან.

            ერთობაში არის ძალაო, ამბობენ და თუე სეა, ეხლანდელი მომენტი მით უმეტეს მოითხოვს ყველასგან ძმურ შეერთებას და შრომას.

            თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზედ დაატყდება დაჰკარგავს მას, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ხცოვრებისა. თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.

            ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მამაცმა მამულიშვილმა მოპოვებული თავისუფლება. “კაცი ჯაბანი რითა სჯობს-ამბობს უკვდავი შოთა-დიაცსა ქსლისა მბეჭველსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა”.

            მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

            გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს!

            გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!

            მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო ერთს ქართველ ოჯახში და რომელიც არა ერთხელ ჩვენ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში,-გაუფრთხილდეთ მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს.

            ლოცვა კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარვიდეს ქართველ ერს. ამინ!

            სცსსა. ლეონიდე ოქროპირიძის პირადი საარქივო ფონდი #1459, საქმე # 40, ფ. 1, 1918 წელი, 26 მაისი.

          • 25/05/2023

          • გილოცავთ ამაღლებას. 

            ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

          • ბოლო ზარი 23/05/2023

          • 🕊 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მე-12 კლასელები ბოლო ზარისთვის ემზადებიან.

            🕊 ღონისძიების დაწყებამდე მოძღვრებმა მოსწავლეები დალოცეს და პარაკლისი გადაიხადეს. 

            🕊 ლოცვას მეთორმეტეკლასელები , მათი მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

            #ყვარლისგიმნაზია

          • 23.05.2023

          • 🇬🇪გილოცავთ აფხაზეთობას!

            🕊 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინიციატივით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე "აფხაზეთობის" დღედ დაწესდა.

            “საქართველოს მიწა ქრისტეს ზიარი სისხლით იკურთხა: სვიმონ კანანელის მიერ დაღვრილი მოწამეობრივი სისხლი არის ჭეშმარიტად მირონი ღვთისა წინაშე… და დღეს, როდესაც წმიდა სვიმონის მიერ კურთხეული აფხაზეთი ყოველი ქართველის ღია ჭრილობად იქცა, შევევედროთ დიდ წმიდანს, შეგვეწიოს, შევთხოვოთ მის სახიერებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი სულიერი ამაღლება”.

            ამონარიდი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგებაიდან

          • 22.05.2023

          • #მადლობის_წერილი

            სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მიმდინარე სასწავლო წელს სხვადასხვა პროფილის სამშენებლო, სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ განახლდა.

            კერძოდ:

            1) განახლდა პირველი კლასისთვის განკუთვნილი საკლასო ოთახი, სადაც შეიქმნა სივრცე რომელიც, პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევას, კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა ტექნიკური მხარდაჭერით მაღალი ხარისხით განახორციელონ.

            2) სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ღონისძებათა დარბაზში და აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით . შეძენილ იქნა მუსიკალური ინსტრუმენტები, გახმოვანების აპარატურა, ესთეტიური გარემოს შესაქმნელი აქსესუარები_ ფარდები და ჭაღები.

            3) გიმნაზიის შენობის პირველ სართულზე სრულად მოწესრიგდა და ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სველი წერტილები.

            4) ასევე ჩატარდა სხვადასხვა პროფილის მცირე სარემონტო სამუშაოები და უსაფრთხო ფიზიკური გარემოსთვის მოხერხდა საჭირო ტექნიკის უზრუნველყოფა.

            აღნიშნულიდან გამომდინარე ,

            საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით გვსურს გამოვხატოთ მადლიერება, გიმნაზიის დამფუძნებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სულიერი შვილების და მეგობრების მიმართ, რომლებიც გიმნაზიაში მოსწავლეთა და სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო პროცესებს მეუფის გარდაცვალების შემდგომაც აქტიურად უწყობენ ხელს, სწორედ მათი მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული სამუშაოები და გიმნაზიის ინფრასტრუქტურის განახლება. 

            მადლობა ერთგული მეგობრობისთვის.

            შ.პ.ს“ რენომე“

            მამუკა ყაჯრიშვილი

            ანრი ბაციკაძე

            დავით ფირცხალავა

            დავით ფეიქრიშვილი Davit Peikrishvili

            ლევან ფეიქრიშვილი 

            შ.პ.ს „ნიუსიტი“

            ანა ნებულიშვილი ანა ნებულიშვილი

            შ.პ.ს. „მბს“

          • 22.05.2023

          • გილოცავთ ნიკოლოზობას! 

            პატრიარქის #წერილი წმ.ნიკოლოზს.

            მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ნიკოლოზს, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს, ყოველთა ქართველთა დიდსა კათოლიკოს-პატრიარქს .

            თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოველთა ქართველთა სულიერო მამავ და დიდო

            მოძღვარო! ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ვეამბორები

            შენს წმინდა მარჯვენას და სიმდაბლით თაყვანსა გცემ შენ. გევედრები, დალოცე,გააძლიერე, გაამთლიანე და დაამშვიდე სამწყსო შენი, სრულიად საქართველო. 

            ევედრე მაცხოვარსა ყოველთასა, რათა სახელები ყოველთა ქართველთა ჩაიწეროს წიგნსა მას შინა

            ცხოვრებისასა და რათა მეოხებითა შენითა და მფარველობითა ყოვლადწმიდისა დედისა

            ჩვენისა ღვთისმშობელისა დაცულ იქმნას ერი ჩვენი მზაკვრებისაგან ბოროტისა და ღირს გვყავ ჩვენ დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა. ქართველი ერი სიმდაბლით გიძღვნის შენ ოქროს პანაღიას წმიდისა დიდისა მეფისა

            დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც ბრძანდება წინაპარი საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარისა.

             შენი მდაბალი მორჩილი და სულიერი შვილი .

            ილია II

            სრულიად საქართველოს

            კათოლიკოს-პატრიარქი

          • 19.05.2023

          • 🕊 24-30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასკოლო კვირეული "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" ჩატარდა .

            🕊 წარმოგიდგენთ საკონკურსო პროექტს „ოჩამჩირე -ზღვისპირა უძველესი ქალაქის მომავალი“.-VII კლასი

            🌊 გიმნაზიაში, სასკოლო კვირეულში საკონკურსო პროექტის გამოვლენას წინ აფხაზეთის ისტორიის, კლტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ , მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სამ ეტაპად განხორციელებული კვირეული უძღოდა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება სრულად იყო ჩართული.

             🎬 დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ვიდეო მასალის საშუალებით ნახეს აფხაზეთი და შექმნეს კომპოზიცია "ერთიანი საქართველოს რუქა ".

            🌊 ოჯახის წევრებისგან მოისმინეს აფხაზეთის შესახებ ისტორიები და მიღებული ინფორმაცია გააცოცხლეს ნახატებით .

            🕊 V_XII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს :

             საინფორმაციო -შემეცნებით ღონისძიებებში.

            🎨 შექმნეს ნახატები და კომპოზიცია "ერთად ვაშენოთ მეგობრობის ხიდი" .

             🎤 გაცნენ აფხაზური მუსიკის ფოლკლორს, მოისმინეს , შეისწავლეს და იმღერეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ქართულად და აფხაზურად. 

            ✍️ მონაწილეობა მიიღის კალიგრაფიის მასტერკლასში, რომელიც კვირეულის ფარგლებში გიმნაზიაში საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციამ ჩაატარა.

            🕊 #მასტერკლასის ფარგლებში კალიგრაფიული ნამუშევარი ინდივიდუალურად ოცდაათმა მონაწილემ შექმნა.

             ქართული კალიგრაფიის საიდუმლო.

             აფხაზეთი_ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე.

            🕊 მოსწავლეებმა შექმნეს მაკეტები :

            1. ეროვნული მნიშნელობის კულტურის უძრავი ძეგლი "ბესლეთის ხიდი" (ასევე თამარის ხიდი) — XI საუკუნის თაღოვანი ხიდი აფხაზეთში, (წარმოდგენილია V I და VIII კლასის ორი ნამუშევარი )

            2."ოჩამჩირე_ზღვისპირა უძველესი ქალაქის მომავალი" VII კლასი.

            3. მეგობრობა (V )

            🕊 მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი " აფხაზეთი" (Xკლასი)

            🕊 გაიმართა  

            🎬 დოკუმენტური ფილმის „მოქვი“ ჩვენება. 

             🎤 პოეზიის 5 წუთი : აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსების მხატრული კითხვა 

            🕊 ჩატარდა 

             ესეების სასკოლო კონკურსი " ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" .

             #სასკოლოკონფერენცია "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" 

            თემები:1.ისტორიული მიმოხილვა. 2.. "აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა ,კლიმატი ფლორა და ფაუნა", 3"აფხაზეთის მღვიმეები. 4 "აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები" 5."აფხათის გასტრონომია ".6"აფხაზეთის გმირები ".

            აღნიშნულ #სასკოლოკვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძებების ამსახველი მასალა ატვირთულია გიმნაზიის ვებგვერდზე .

            #აფხაზეთისკვირეულიგიმნაზიაში

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.