📖გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
📚IV- კლასიდამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი
#ყვარლისგიმნაზია#წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე#იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო#მშობელთაჩართულობა
📖გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
📚IV- კლასიდამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი
#ყვარლისგიმნაზია#წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე#იკითხეხმამაღლაშეცვალემსოფლიო#მშობელთაჩართულობა
გილოცავთ წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.
ტროპარი
საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
8 თებერვალი აკაკი წერეთლის გარდაცვალების დღეა .
ერთხელ აკაკიმ თავისი მეგობრების, ბეჟან და ნიცა წერეთლების ვაჟს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო აჩუქა („კონსპექტი საქართველოს ისტორიიდან“ შედგენილია ა. ქუთათელაძისაგან, რვ. 1. თბ. 1900 წ.).
პოეტმა ასეთი წარწერა გაუკეთა წიგნს:
„ჩემო დათიკო!ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს,არ შეუსწავლია და არ ითვალისწინებს,ის კაცი არ არის... შენი ბიძია აკაკი“
ეს წიგნი პოეტის წარწერით, როგორც ძვირფასი რელიქვია*, ამჟამად სხვიტორში, აკაკის მუზეუმშია დაცული.
„ღვთის მადლი ზურაბ ჭავჭავაძის კულტურასა და ინტელექტში ჩანდა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
🕊 საქრთველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა. 🕊 სალონური ტიპის შეხვედრა გიმნაზიის აფხაზეთის სახელობის ბიბლიოთეკაში ეროვნული გმირის ოჯახის წევრების, მეგობრის და გიმნაზიის საზოგადოების გარემოცვაში შედგა. 🕊მადლობას ვუხდით , ბატონი ზურაბის მეუღლეს ქალბატონ ნანა ჭავჭავაძეს, შვილს ქალბატონ ნინო ჭავჭავაძეს და მეგობარს ბატონ ტარიელ ღვინიაშვილს სტუმრობისათვის. მათ მიერ უშუალოდ მოთხრობილი ოჯახური ისტორიები და მოგონებები გულწრფელი ემოციების წყაროდ იქცა შეხვედრის მონაწილეთათვის. 🕊ეროვნული გიმირის სულიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, დიდბუნებოვნება, თავმდაბლობა, მხედრული სული , სამშობლოს კეთილდღეობისათვის ყოველდღიური ბრძოლა, საქართველოს ეკლესიისათვის ღვთისათნოდ მსახურება, მეგობრობის ნიჭი, სიტყვის ძალა და ოჯახური ისტორიები თითოეული მსენელისთვის შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებული ემოცია მოჰყვა ისტორიებს რომელიც პატარა ზურაბის ურთიერთობას ასახავდა მამასთან, საყვარელ ბებიასთან,შვილებთან, მეუღლესთან და მეგობრებთან .🕊ღონისძიებაზე გიმნაზიელებმა საბა მარღიევმა და საბა მიხეილიძემ , მასწავლებლის ეთერ რუსიაშვილის მხარდაჭერით მომზადებული პრეზენტაცია წარმოადგინეს , რომელიც ზურაბ ჭავჭავაძის მოღვაწეობას ასახავდა. გიმნაზიელების მიერ შესრულებული იქნა საგალობელი. 🕊ღონისძება გაიმართა გიმნაზიის კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტის „ზამთრის სკოლა“ ფარგლებში . 06.02.24 #ყვარლისგიმნაზია #ზამთრის_სკოლა
#ზურაბჭავჭავაძე
პედაგოგი: ნანა ჯანიკაშვილი
სახალისო მათემატიკა
⤵️
ტროპარი
წმინდათა შორის საკვირველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმერთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯვენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
რამდენადაც გრძნობ შენს ქვეყანას,
იმდენად არსებობ, როგორც
ერის შვილი და მისი ჭირთმოამაგე.
ლევან გოთუა
დღეს, დიდი ქართველი მწერლის ლევან გოთუას (1905-1973) გარდაცვალების დღეა.
საგანი: მოქალაქეობაკლასი: IX პედაგოგი: ნინო შუხოშვილი
თემა: ეკონომიკა და სახელმწიფოსაკითხი: სახელმწიფო ბიუჯეტი
შრომის დანაწილება
⤵️✨
ტროპარი
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.
შემეცნებითი პროექტის მხარდამჭერია:
საქართველოს საპატრიარქო;
ნეკრესის ეპარქია_ ნეკრესის ეპარქიის განვითარებისა და განათლების ცენტრი.
მოგესალმებით,ძვირფასო მშობლებო,გთხოვთ გაითვალისწინოთ,მოსწავლეებში თოვლის მოსვლის სიხარულით და გუნდაობით გამოწვეული ჟრიამულის გამო, დღეს გიმნაზიაში მოკლე სასწავლო დღე იქნება და სადილის შემდეგ დასრულდება.
🇬🇪 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
🇬🇪 დროშაზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ბოლნურ-კაცხური ჯვრით, ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.
⤵️
🕊️ 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - “ალილო” გაიმართა.🕊️ სადღესასწაულო მსვლელობაში ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მოსახლეობა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები_ ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი , ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი მონაწილეობდნენ.🕊️ შობის მახარობელთა მსვლელობა გიმნაზიის გუნდის მიერ შესრულებული ქრისტეშობის საგალობლებით და მრავალჟამიერით წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მონუმენტთან დასრულდა. მოსახლეობის მიერ „ალილოსთვის“ გაღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცათ.
#შობის_მახარობლები
🕊გიმნაზიის მგალობელთა გუნდმა ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მიიღო მონაწილეობა. 🕊ლოტბარი მერაბ მაისურაძე
#გიმნაზია#შობის_მახარობლები07. 01. 2024
⤵️✨
🕊️ 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - “ალილო” გაიმართა.
🕊️ სადღესასწაულო მსვლელობაში ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მოსახლეობა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები_ ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი , ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი მონაწილეობდნენ.
🕊️ შობის მახარობელთა მსვლელობა გიმნაზიის გუნდის მიერ შესრულებული ქრისტეშობის საგალობლებით და მრავალჟამიერით წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მონუმენტთან დასრულდა. მოსახლეობის მიერ „ალილოსთვის“ გაღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცათ.
Powered by aSc EduPage