საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელოლბის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკის, აფხაზეთის სახელობის სამკითხველო დარბაზში, 1879 წლის 31 მარტის წესდებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 145 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნა.აღნიშნული საზოოგადოება ეროვნულ საქმეს - ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის განვითარებას ემსახურებოდა.“
🕊მოწვეული სტუმარი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე .საუბრის თემა : ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოება;განათლების ციფრული პლატფორმა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდი:• სასკოლო ლექსიკონთა ერთინი ბაზა;• სასკოლო ლიტერატურა• მერაბ მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკის „პლატფორმა“.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ციფრული რესურსი სტრუქტურითა და შინაარსით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელია და აერთიანებს საზოგადოების ყველა წევრს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე“.#ქშწკგ საზოგადოებას 1879 -1918 წლებში ხელმძღვანელობდნენ:დიმიტრი ყიფიანი (1879-1882); ივანე ბაგრატიონ მუხრანელი (1882-1885); ილია ჭავჭავაძე (1885-1907); გიორგი ყაზბეგი (1907-1918).
#ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრები:1. დავით ჩუბინაშვილი - საპატიო წევრი 1880 წლიდან2. ნიკო დავითის ძე დადიანი-მინგრელსკი - საპატიო წევრი 1885 წლიდან3. გრიგოლ დავითის ძე გურიელი - საპატიო წევრი 1886 წლიდან4. იაკობ გოგებაშვილი - საპატიო წევრი 1890 წლიდან5. გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე - საპატიო წევრი 1890 წლიდან6. რაფიელ ერისთავი - საპატიო წევრი 1892 წლიდან7. ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი - საპატიო წევრი 1894 წლიდან8. გიორგი ქართველიშვილი - საპატიო წევრი 1894 წლიდან9. ილია ჭავჭავაძე - საპატიო წევრი 1896 წლიდან10. აკაკი წერეთელი - საპატიო წევრი 1896 წლიდან11. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე - საპატიო წევრი 1896 წლიდან12. ვახტანგ თულაშვილი - საპატიო წევრი 1904 წლიდან13. ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე - საპატიო წევრი 1904 წლიდან14. ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან15. იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან16. პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან17. სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი (სიკვდილის შემდეგ)1906 წლიდან18. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა - საპატიო წევრი 1914 წლიდან19. იაკობ მანსვეტაშვილი - საპატიო წევრი 1912 წლიდან20. ეკატერინე გაბაშვილი - საპატიო წევრი 1914 წლიდან21. ეკატერინე თამამშევა-ერისთავისა - საპატიო წევრი 1915 წლიდან22. გრიგოლ რცხილაძე - საპატიო წევრი 1917 წლიდან23. დავით კარიჭაშვილი - საპატიო წევრი 1918 წლიდან24. ლუარსაბ ბოცვაძე - საპატიო წევრი 1918 წლიდან
#მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს , ბატონ გიორგი კილაძეს და ეროვნული ბიბლიოთეკის შემოქმედებით გუნდს სასკოლო საზოგადოებისათვის „განათლების ციფრულ პლატფორმის “ შექმნის გამო.მოხარული ვართ, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ მიღებული ნფორმაცია , მოსწავლეებს უიოლებს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას და ცოდნის ამაღლების ეფექტურ შესაძლებლობას აძლევს.
#ქშწკგ საზოგადოების საიუბილეო ღნისძიების მხარდამჭერი_ საქართველოს საპატრიარქო.#ინიციატორი _ საქართველოს საპატრრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი არჩუაძე.19.03.2024#გიმნაზიაhttps://www.nplg.gov.ge/?m=257