✨ 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის და კოლეჯი "პრესტიჟის" თანამშრომლობით , Erasmus + პროექტის ფარგლებში ესტონეთის ქ. ოდა-ვირუმას პროფესიული სასწავლებლის პედაგოგმა და სტუდენტებმა გიმნაზიის მოსწავლეებისათვის საშობაო ორცხობილების მასტერკლასი გამართეს.
✨გიმნაზიის მოსწავლეებმა, კოლეჯი „პრესტიჟის“ წარმომადგენლებმა, ესტონელმა სტუმრებმა და მასწავლებლებმა თავად შექმნეს წინა საშობაო თავგადასავალი ორცხობილებთაბთან ერთდ.
✨ მხიარული განწყობა და სადღესასწაულო გემოების ხელოვნების გაზიარება, შთამბეჭდავი აღმოჩდა გიმნაზიელებისათვის.
✨საშობაო ორცხობილების მასტერკლასზე , საახალწლო ღონისძიების რეპეტიციის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად საერთო მხიარული და მუსიკალური განწყობა გიმნაზიის გუნდის ლოტბარმა მერაბ მაისურაძემ შემნა.
✨წლის გემრიელი და შემოქმედებითი მასტერკლასის დასასულს სტუმრებმა აღნიშნეს, რომ :
„კონდიტერიაში მნიშვნელოვანია საკუთარი ხელით შექმნა ტკბილეული რომელიც ადამიანებს ახარებს. გიმნაზიელებმა დღე ს ეს კარგად მოახერხეს , ასევე სასიამოვნო იყო მრავალხმიანი ქართული სიმღერის მოსმენა და განწყობა რომელიც დაგვახვედრეთ.“
#გიმნაზია#კოლეჯი_პრესტიჟი #პროფორიენტაცია#საერთაშორისო ურთიერთობები