სიახლეები
სიახლე. გაცნობებთ, რომ გიმნაზიაში განახლდა ქალაქური და ხალხური სიმღერის წრე. პირველი გაკვეთილი ჩატარდება შაბათს ,12 ოქტომბერს, პირველ საათზე. ლოტბარი მერაბ მაისურაძე . მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 ოქტომბრამდე კლასის დამრიგებლებთან .
გაცნობებთ, რომ გიმნაზიაში ქალაქური და ხალხური სიმღერის გაკვეთილი ჩატარდება შაბათს ,26 ოქტომბერს პირველ საათზე. ლოტბარი მერაბ მაისურაძე . გელით.
🥰 გილოცავთ წარმატებას და კიდევ ერთ გამოცდილებას სპორტში! #გიმნაზია
საგანი ,,ჩვენი საქართველო” გასვლითი გაკვეთილი თემა ,,მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები და ღვინის კულტურა კახეთში” VI კლასი პედაგოგი ნინო შუხოშვილი
#სწავლა_თამაშით 🕊️I კლასი მათემატიკის გაკვეთილი. მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი
📚ბიბლიოთეკის პატარა მკითხველები 📖ერთად ვარჩევთ და ვკითხულობთ #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
ამბავი ნივთებზე საგანი: ხელოვნება თემა: ნივთები ჩვენ გარშემო. მოხატული თეფშები. ბავშვებმა ნივთების საკუთარი ხელით დამზადება ისწავლეს. II- კლასი დამრიგებელი ნანა ჯანიკაშვილი
🕊️ძვირფასო მასწავლებლებო, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია სიყვარულით და მადლიერებით გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!
დღეს, გიმნაზიაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა.
1907 წლის 30 აგვისტო (12 სექტემბერი) ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე . "ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან:- არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი. " წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე
#გიმნაზიისმოსავალი2024 🌱 გიმნაზიის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში ღომის_ #ღომი მოიყვანეს. 🌱პროექტი 2023-2024 სასწავლო წელს დაიწყო ,რომლის მიზანია საქართველოში არსებულ ხე-მცენარეთა ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების გაცნობა, მათი მნიშვნელობის გააზრება და მოვლა-მოყვანის წესების პრაქტიკული სწავლება . #გიმნაზია
🕊️გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
🕊11 ოქტომბერს, გიმნაზიაში პირველკლასელებთან „ანბანის შემობრძანება“ საზეიმოდ და სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. 🌸კლასის დამრიგებელი თინიკო ყულიჯანიშვილი #გიმნაზია2024
🕊️ვსწავლობთ ხალისით. 🥰#საგანი ☀️🍇 ჩვენი საქართველო. 🕊️მასწავლებელი ნინო შუხოშვილი. #სწავლა_თამაშით #გიმნაზია
🥰 #შემოქმედებითი_სალხინეთი_გიმნაზიაში 🕊10ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, ხატვის გაკვეთილი მხატვრებმა ზაალ და ზურაბ სულაკაურებმა ჩაატარეს. 🎨 ღონისძიება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების, პროფორიენტაციის, მხედველობითი აღქმის და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით გაიმართა. #გიმნაზია #ხატვა
🕊️გიმნაზია #ჩვენიგარემო
✨გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ტროპარი: შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
👩🎓🧑🎓მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები სექტემბრიდან სტუდენტურ ცხოვრებას წარმატებულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. 🧑⚕️👩🏫👨💼👩💻მათი არჩევანი ასეთია : თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტი, საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ . 🕊ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებით, საქართველოში „წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს“ . 🕊2024 წელს სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. მათშორის არიან გიმნაზიის კურსდამთავრებულები რომლებმაც 70%-იანი და 50 %-იანი გრანტები მიიღეს . 🕊 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის სახელით ვულოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის პირვეკურსელებს სტუდენტობას . ვუსურვებთ მშვიდობას, ბედნიერ სტუდენტურ დღეებს და ასევე პიროვნულ, აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას სამშობლოს ,ოჯახისა და გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ. #გიმნაზია #წარმატებული_გიმნაზიელები
#ამონარიდი_პატრიარქის_ქადაგებიდან. 27.09.2005 "დღეს არის დღე სიხარულისა და მწუხარებისა. სიხარულისა იმიტომ, რომ ჯვართამაღლებაა და მწუხარებისა იმიტომ, რომ სოხუმის დაცემის დღეა. დღე ჩვენი დიდი განსაცდელისა და ტკივილისა! უფალი განსაცდელს იმიტომ გვიგზავნის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ მასთან. აფხაზეთის დაცემაც, – ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც"
სიახლეების არქივი