სიახლეები
🕊 რეპეტიციიდან რეპეტიციამდე :)
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გიმნაზიაში
🇬🇪18 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, ჩატარდა ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ჩვენი ქართული სიტყვა- ქარგული'' 🕊ღონისძიება მომზადდა ერთობლივად #ქართული_ენისა და ლიტერატურის (მ.მზექალაშვილი მ.ასაბაშვილი) #დაწყებითი_კლასების (ნ.ჯანიკაშვილი, ნ. ლოლიაშვილი, ნ. ლომიძე, ხ.ჭაღოშვილი) და #ხელოვნების_კათედრის ( ი. კანდელაკი) მიერ. ბავშვებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს მშობლიური ენისადმი პატივისცემა და სიყვარული, რაც აისახა მათ მიერ გაცოცხლებულ გმირებში, ლექსებსა და სიმღერებში. #გიმნაზია #დედაენა
13.04.2024
🕊️13 აპრილი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის, დაბადების დღეა.
🕊️მადლობას ვუხდით ჩვენს მოძღვარს და მასწავლებელს ღვაწლის , სიყვარულისა და სულის მაცხონებელი გზის სწავლებისათვის.
🕊12 აპრილი პოეტის მუხრან მაჭავარიანის დაბადებისდღეა. მუხრან მაჭავარიანის ლექსს "ვითარცა მტკვარი" კითხულობს მსახიობი გურამ საღარაძე
🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მეტყველების მასტერკლასი მსახიობმა და მეტყველების პედაგოგმა თამუნა ნიკოლაძემ გამართა. 🕊მადლობას ვუხდით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს მეგობრობის და მსგავსი ღონისძებების ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის.
🏐შესვენება.
🕊️IV - კლასი_ხატია მასწავლებელი
#გიმნაზია
🕊9 აპრილის ისტორიული დღე გიმნაზიაში რამდენიმე ღონისძებით აღინიშნა. 🕊 მოსწავლეებთან შემეცნებითი საუბარი გამართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მარლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ . ⚜️საუბრის თემა: * 1989 წლის 9 აპრილი და სამშობლოსათვის თავდადებული გმირები. * საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი_ 9 აპრილი, 1991წ. #შემეცნებითი_საუბრები #ისტორია #გიმნაზია
9 აპრილი
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! ფოტოზე: საქართველოს 1991წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი
9 აპრილი
#1989_წელი_9_აპრილი.🇬🇪მადლობა თავისუფლებისთვის!ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის თავდადებულთა სულები.
🕊️
🕊️გილოცავთ ხარებისა და ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს!
აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გიმნაზიისა და საკვირაო სკოლის მგალობლებმა დუბის , ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, სადღესასწაულო მსახურებაში მიიღეს მონაწილეობა.🕊️წირვის დასრულების შემდგომ, მგალობლები და ლოტბარი მერაბ მაისურაძე ნეკრესის ეპარქიის მმართველმა , ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ყვარლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკესიაში დალოცა.
რუსთაველის თეატრი გიმნაზიაში
დღეს , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მეტყველების მასტერკლასი მსახიობმა თამარ ნიკოლაძემ გამართა.
05.04.2024
⤵️
რუსთაველის თეატრი სტუმრად გიმნაზიაში
მხიარული მათემატიკა დაჩი მასწავლებელთან ერთად
დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის I-II-III და IV კლასებში მათემატიკის გაკვეთილები მოწვეულმა პედაგოგმა, მათემატიკოსმა დაჩი ნანობაშვილმა ჩაატარა.
გაკვეთილები სახალისო აქტივობებითა და გულთბილი ემოციებით იყო დატვირთული.
სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ, დაჩი მასწავლებელი უფროს კლასელებს შეხვდა.
ინტერაქტიული, სამოტივაციო ხასიათის შეხვედრა მუსიკალური განწყობით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
#გიმნაზია01.04.2024
⤵️
დაჩი ნანობაშვილი გიმანზიაში.
სიახლეების არქივი