#ინსცენირება წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი გიული ოსიაშვილი.
საგანი _ისტორია
ვიდეო ამბის მუსიკალური გაფორმება: ანსამბლი "რუსთავი" ;მთის მელოდიები28.03.24
#გიმნაზია
#ინსცენირება წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი გიული ოსიაშვილი.
საგანი _ისტორია
ვიდეო ამბის მუსიკალური გაფორმება: ანსამბლი "რუსთავი" ;მთის მელოდიები28.03.24
#გიმნაზია
ღია გაკვეთილი
თემა - აკაკი წერეთლის ლექსი ,,განთიადი"
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგი: მაია ასაბაშვილი
IX-კლასი
#ღია_გაკვეთილი
თემა : “საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე”
საგანი _საღვთო სჯული;
პედაგოგი : ნანა არჩუაძე;
კლასი_ IX
🇬🇪⚽საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ფეხბურთელ გოგონათა გუნდის მილოცვა საქართველოს.
მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation
#ეროვნულინაკრები
#გიმნაზია
გიმნაზიის ფეხბურთის წრის მოთამაშეებმა, საქართველოს ნაკრების გამარჯვება მწვრთნელთან ვანო უსეინაშვილთან ერთად აღნიშნეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით გლობალური ფულის კვირეულს საქართველოც უერთდება. გიმნაზიის IX-Xკლასის მოსწავლეებს ფულის მუზეუმში ჩაუტარდათ გაკვეთილი,რომელიც ფინანსური წიგნიერების კომპეტენციების განვითარებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეები გაეცნენ ფულის ისტორიას, ფუნქციებს, მის მნიშვნელობას. მიღებული ცოდნა შეაჯამეს სახალისო აქტივობებით. საგანი:მოქალაქეობა,
მასწავლებელი: ნინო შუხოშვილი
⛪ გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს .
🕊სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. 🕊️წმ. თეოდორე ტირონის მადლი და შემწეობა არ მოკლებოდეს მეუფე თეოდორეს, მის სამწყსოს და სრულიად საქართველოს, მრავალჟამიერ!
🕊დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, 2024 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადის მეორე ტურს მასპინძლობს.
წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს
#ემეგობრე_დედამიწას✅„დედამიწის საათი“, დღეისათვის, 190-ზე მეტ ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. კამპანიის მონაწილეები ადგილობრივი დროით 20:30 საათზე ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებენ და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავენ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
#BiggestHourForEarth#EarthHour#დედამიწისსაათი
#გიმნაზია
21 მარტი მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა.💫ვულოცავთ და შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ მეთოჯინეთა ზღაპრულ სამყაროში გიმნაზიის მოსწავლეს მარიამ მჭედლიშვილს.
#გიმნაზიელები
🕊☀️21 მარტი
☀️დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გიმნაზიის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნეს.
☀️„დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის“
🕊 2024 წელს დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღის თემად „სტერეოტიპებს დასრულეა“ შეირჩა
შაბათს , 23 მარტს.
✨#ქშწკგ145🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
🕊მოწვეული სტუმარი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე .
#მადლობა_ ს ვუხდით ბატონ გიორგი კილაძეს და ეროვნულული ბიბლიოთეკის შემოქმედებით გუნდს , სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიის სასკოლო საზოგადოებისათვის, ციფრული ბიბლიოთეკით ხელმისაწვდომი შემეცნებითი რესურსის შექმნის გამო.
#ქშწკგ საზოგადოების საიუბილეო ღნისძიების მხარდამჭერი საქართველოს საპატრიარქო.
#ინიციატორი საქართველოს საპატრრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი არჩუაძე.19.03.2024#https://www.nplg.gov.ge/?m=257
ვიდეოს სანახავად გახსენით ლინკი ⤵️
👨💼👩💼 18 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადას ახორციელებს #GELi. საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა.
🕊წარმატებას ვუსურვებთ გიმნაზიელებს ეკონომიკის ოლიმპიადაზე ,რომლის ჩატარების მიზანს ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს.
#ეკონომიკისოლიმპიადა
#EconomicsOlympiad #economicsolympiad2024
#economicsolympiadgeorgia
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გიმნაზიას ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე სტუმრობს.
17 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს.
#საგალობელი_"ღირს არსი"
🔸მგალობელ მოსწავლეთა გუნდი🔸რეგენტი მერაბ მაისურაძე.
#მარხვა_სინანულისა #აღდგომა_სიხარულისა
#საკვირაოსკოლა_დუბში
🇬🇪ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
✔ თეოლოგია (ვაჟებისათვის) ადგილმდებარეობა სოფელი გრემი (ყვარლის რაიონი)
✔ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა (გოგონებისათვის) ადგილმდებარეობა ქ. ლაგოდეხი.
⚜️ სწავლა სრულად დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ.
🏡 სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფილია საცხოვრებელი.
📲️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 595 95 51 59
📧 ელ-ფოსტა: g.nekresi@gmail.com
✅ვიდეოს სანახავად გახსენით ⤵️ ლინკი.
#ყველიერის_კვირა_გიმნაზიაში 🕊15 მარტს , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიცატივით და ჩართულობით გიმნაზიაში შემეცნებითი და სპორტული ღონისძება შედგა.
🕊შეკრებილი საზოგადოება დალოცა გიმნაზიის საღვთოს სჯულის კათედრისა და აღმზრდელობითი მიმართულების ხელმძღვანელმა მღვდელმა გიორგი გაფრინდაშვილმა .
🕊მასწავლებლებმა , მოსწავლეებმა და მშობლებმა ყველიერის კვირა გემრიელი ხემსით ერთად აღნიშნეს და სპორტულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
#ჯანსაღი_ცხოვრების_წესი
#მშობელთა_ჩართულობა_გიმნაზიაში
✅ვიდეოს სანახავად გახსენით ⤵️ ლინკი.
Powered by aSc EduPage