"1912 წლის 1 (14) ივნისის საღამოს მოულოდნელად იაკობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. საღამოს მან ახლობლებს თავისი ანდერძი წააკითხა, უნდოდა შეემოწმებინა, ხომ არავინ გამორჩა ან "საზოგადოებას რაიმე ხომ არ დააკლო". "მოვრჩი ჩემი სამსახური ხალხის საქმისთვის, მისი სიკეთისთვის. რაც რჩება ჩემი სიკვდილის შემდეგ, დიდი ნაწილი ისევ ხალხსვე მოხმარდესო" - ასეთი ყოფილა დიდი იაკობის უკანასკნელი სიტყვები..."
14.06.2023
14.06.2023
ღვთის შეწევნით , გიმნაზიაში 2022-2023 სასწავლო წელს მიღებული გამოცდილებისა და მიღწეული წარმატებებით გამოწვეული მადლიერების გრძნობით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა,მასწავლებლებმა და თანამშრომლება ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს და გიმნაზიის დამფუძნებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის საფლავზე ,მეუფის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.
დღეს 🕊️
V-კლასი
შემაჯამებელი გაკვეთილი
რუსულის პედაგოგი: ეთერი საქნელაშვილი
გიმნაზია რუსთაველის თეატრში
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საზოგადოების ნაწილი _მასწავლებლები და თანამშრომლები მეუღლეებთან ერთად გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის მიწვევით რუსთაველის ეროვნულ თეატრს სტუმრობდნენ .
🎭 ერლომ ახვლედიანის "ვანო და ნიკო" , რობერტ სტურუას რეჟისურამ და მსახიობთა მაღალმა ოსტატობამ მაყურებელში შთამბეჭდავი და დადებითი ემოციები გამოიწვია.
🕊️მადლობას ვუხდით რუსთაველის ეროვნულ თეატრს და მის დირექტორს , ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის მეგობარს გია თევზაძეს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.
2
II კლასი
🕊 გიმნაზიის II კლასის მოსწავლეებმა , სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს მეფე-დედოფლების და საზოგადო მოღვაწეებიის შესახებ მოსმენილი ისტორიები მოწვეულ საზოგადოებას შთამბეჭდავად გააცნეს.
✨ კლასის ხელმძღვანელი ნინო ლომიძე.
სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე ⬇️
IV კლასი
🕊 ქართული დამწერლობის ისტორია, "აი ია" , საინტერესო ამბით "გაცოცხლებული " ცნობილი მხატვრები , ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი "წითელქუდა", სიმღერები, ლექსები , "ყვავილების ცეკვა" , ერთ საათში ჩატეული უამრავი თბილი ემოცია და სიყვარულით სავსე გარემო...
🕊 სწორედ ასეთი შთამბეჭდავი დღე გვაჩუქეს გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე და ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ნაყოფი შემოქმედებითად წარმოადგინეს.
🕊 ღონისძების დასასრულს, კლასის ხელმძღვანელმა ნანა ჯანიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის ყველა თანამშრომელს, მოძღვრებს , მეოთხეკლასელებს , მათ მშობლებს , პირველ მასწავლებელს თინიკო ყულიჯანიშვილს . განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის მიმართ და აღნიშნა ,რომ სწორედ მეუფემ დალოცა სკოლაში მათი პირველი ნაბიჯები .
🕊 წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკისა და საქამიანობისთვის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ , მასწავლებლებს ნანა ჯანიკაშვილს და თინიკო ყულიჯანიშვილს მადლობის სიგელები გადასცა.
🕊 მეოთხე კლასის კურსდამთავრებულები კი სწავლის დასრულების შემდგომ თელავში "ბავშვთა ქალაქში " მიიწვია.
მოსწავლეები და მათი ოჯახები დალოცეს გმნაზიის მოძღვრებმა.
სურათების დასათვალიერებლად გადადით მითითებულ ლინკზე ⬇️
III კლასი
⚜️"დათვის წვეულება"
III კლასი
ხელმძღვანელი პედაგოგი ხატია ჭაღოშვილი
ფიზიკის გაკვეთილი
VII კლასი პედაგოგი ლელა კუპრაშვილი
#გიმნაზია
#ლაბორატორია სწავლა-პრაქტიკით
4
06.06.2023
🕊 6 ივნისს საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.
🕊 საღამოს ,რომელსაც ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ გიმნაზიელებმა საგალობლები და ხალხური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს.
🕊 ღონისძების ხელმძღვანელი გიმნაზიის გალობის წრის მასწავლებელი,მუსიკოსი მაგული სააკიშვილი.
ვულოცავთ მათე ტურაშვილს მიღწეულ წარმატებებს
მიმდინარე წლის მაისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2023 წლის ბიოლოგიის 34-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის, საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი ტურები გაიმართა, რომლებშიც 18 მოსწავლე მონაწილეობდა მათშორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე მათე ტურაშვილი.
ვულოცავთ მათეს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურების წარმატებით გავლას.
6 ივნისი
🕊 6 ივნისს საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.
🕊 მოსწავლეებმა წმინდათა ცხოვრების შესახებ არსებული ისტორიული ცნობები საინტერესოდ წარმოადგინეს.
🕊ღონისძიება 2019 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა.
🕊 რომელიც გიმნაზიის პედაგოგმა მაგული სააკიშვილმა განახორციელა და საზოგადოების წინაშე წარადგინა.
🕊 საღამოზე ,რომელსაც ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ გიმნაზიელებმა საგალობლები და ხალხური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს.
🕊 ღონისძების ხელმძღვანელი გიმნაზიის გალობის წრის მასწავლებელი,მუსიკოსი მაგული სააკიშვილი.
4
06.06.2023
🕊6 ივნის საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.
🕊 მოსწავლეებმა წმინდათა ცხოვრების შესახებ არსებული ისტორიული ცნობები საინტერესოდ წარმოადგინეს.
🕊ღონისძიება 2019 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა.
🕊 რომელიც გიმნაზიის პედაგოგმა მაგული სააკიშვილმა განახორციელა და საზოგადოების წინაშე წარადგინა.
🕊საღამოზე ,რომელსაც ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ გიმნაზიელებმა საგალობლები და ხალხური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს.
VIII-კლასის მოსწავლე ანა-მარია ბურკიაშვილი.
2023 წლის 6 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში", მესამე ეტაპი
მესამე ეტაპზე გადასულ საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს საქართველოსში არსებული სხვადასხვა სკოლის 30-მდე მოსწავლემ, მათ შორის იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე ანა-მარია ბურკიაშვილი.
წარმატებას ვუსურვებთ ანა-მარიას.
🕊 5 ივნისს, საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ზეთისხილის ბაღი, სახელობითი ნერგებით საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველო" მხარდაჭერით გაშენდა.
მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად ორასამდე ზეთისხილის ნერგი დარგეს
გამწვანების ღონისძებაში მონაწილეობა გიმნაზიის საზოგადოებამ_მოსწავლეებმა, მშობლებმა,მასწავლებლებმა ,თანამშრომლებმა , სასულიერო პირებმა და ფონდის "გაამწვანე საქართველო " წარმომადგენლებმა მიიღეს .
გიმნაზიას მაღალი ხარისხის ზეთისხილის ნერგები საჩუქრად საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ორგანიზებით, ფონდის აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ გადასცა და აღნიშნა:
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით კახეთში ნეკრესის ეპარქიაში, რომლის მღვდელმთავარი იყო, ჩვენი მეგობარი დიდი ქართველი და ქვეყნის მოამაგე მეუფე სერგი.
ჩვენი სტუმრობა მეუფის პატივისცემას უკავშირდება, გვიხარია რომ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ფონდმა ეს მადლიანი საქმე განახორციელა და
გიმნაზიას ზეთისხილის ვერცხლისფერი ბაღი შეემატა.
ბავშვები სიხარულით რგავდნენ ნერგებს და ლოცავდნენ მათ.“
გიმნაზიის საზოგადოება გულითად მადლობას უხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ილია მეორეს , საპატრიარქოს ფონდს "გაამწვანე საქართველო" და აღმასრულებელ მდივანს ბატონ გოჩა არონიშიძეს იმ დღესასწაულისთვის და საჩუქრისთვის რომლმაც 5 ივნისს, ყველა ერთად სიხარულით აგვავსო და ჩვენს გიმნაზიას ზეთისხილის ვერცხლისფერი ბაღი შემატა.
გიმნაზიაში ზეთისხილის ბაღი ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს ლოცვა-კურთხევით და გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით და ორგანიზებით გაშენდა.
იხაროს და გვახახროს , ამინ!
05.ივნისი.2023
"ACTNOW-EARTH IS CALLING-24HRS-2023 World's Longest and Largest Environment Online Event…"
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.
მიმდინარე წლის 4 და 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძებას, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია და მისი მოსწავლეები უკვე მეორედ შეუერთდნენ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს ანხორციელებენ.
მიმდინარე საერთაშორისო , ონლაინ კონფერენციაში მიწვეული სტუმრის სტატუსით , გიმნაზიის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო შუხოშვილი მონაწილეობს.
მნიშვნელოვანია,რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი და უდიდესი გარემოსდაცვითი , 24 საათიანი უწყვეტი მ ე-4 ონლაინ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 75-ზე მეტი ქვეყანა მთელს მსოფლიოს გარემოს დაცვისა და ზრუნვისაკენ მოუწოდებენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას უძღვნის .
წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა "ადამიანის კავშირი ბუნებასთან."
ღონისძიების ორგანიზატორია ACT Now- Environment Online (ENO), ფინეთი...
#EarthIsCallingActNow, 4th Edition of World’s Longest and Largest Environment Online Event, 24hrs, non-stop, 4-5 June.
#Generationrestoration #EarthIsCallingActNow #BeatPlasticPollution #ActNowOrgin
,,მოგზაურის თვალით დანახული საქართველო" ,,საქართველო ჩვენი სამშობლოა"
V- კლასი
დამრიგებელი ლია ხუციშვილი
სურათების სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე
გილოცავთ სულთმოფენობას. ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
04/06/2023
5 ივნისს 13:00 საათზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სახელობითი ნერგი ექნება მხოლოდ დარგვაში მონაწილე მოსწავლეს.
გელოდებით ყველას
ფიზიკის პედაგოგი ლელა კუპრაშვილი
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მე_8 და მე-9 კლასის ,,ჩხირკედელებმა" თანაკლასელების წინაშე წარმოადგინეს თვითნაკეთი მოდელები, რომელთა შექმნაში გამოიყენეს წლის განმავლობაში ფიზიკაში მიღებული ცოდნა.
🕊️ვეცადეთ დაგვესახელებინა სკოლის პირველი ,,ჩხირკედელა" რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ყველა მოდელი იმსახურებდა შექებას და იწვევდა აღფრთოვანებას. ბოლოს მაინც შევჯერდით და გამოვავლინეთ გამარჯვებული, მე-9 კლასის მოსწავლეები
მარიამ რუსიაშვილი და
ნინი ნასყიდაშვილი.
მათ მოახერხეს მოდელების გაერთიანება და გაუმჯობესება!
🕊️ნამუშევრები ასევე წარმოადგინეს ცოტნე ფუტკარაშვილმა, ანამარია ბურკიაშვილმა, მარიამ მჭედლიშვილმა, ნინი გურასპიშვილმა, თინიკო კუპრაშვილმა, გვანცა გულოშვილმა და ანა ლუარსაბიშვილმა.
დღემ ხალისიანად ჩაიარა. ბავშვებს გაუჩნდათ ახალი იდეები, რომელთა განხორციელებას შეძლებენ მომავალ სასწავლო წელს. იმედია შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი "ჩხირკედელების" წევრთა რიცხვი.
ფიზიკის მასწავლებელი ლელა კუპრაშვილი
1
სიახლეების არქივი