სიახლეები

          • ვულოცავთ მათე ტურაშვილს მიღწეულ წარმატებებს

          • მიმდინარე წლის მაისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2023 წლის ბიოლოგიის 34-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის, საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი ტურები გაიმართა, რომლებშიც 18 მოსწავლე მონაწილეობდა მათშორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე მათე ტურაშვილი.

             ვულოცავთ მათეს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურების წარმატებით გავლას.

          • 6 ივნისი

          • 🕊 6 ივნისს საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.

            🕊 მოსწავლეებმა წმინდათა ცხოვრების შესახებ არსებული ისტორიული ცნობები საინტერესოდ წარმოადგინეს.

            🕊ღონისძიება 2019 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა.

            🕊 რომელიც გიმნაზიის პედაგოგმა მაგული სააკიშვილმა განახორციელა და საზოგადოების წინაშე წარადგინა.

            🕊 საღამოზე ,რომელსაც ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ გიმნაზიელებმა საგალობლები და ხალხური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს.

            🕊 ღონისძების ხელმძღვანელი გიმნაზიის გალობის წრის მასწავლებელი,მუსიკოსი მაგული სააკიშვილი.

          • 06.06.2023

          • 🕊6 ივნის საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.

            🕊 მოსწავლეებმა წმინდათა ცხოვრების შესახებ არსებული ისტორიული ცნობები საინტერესოდ წარმოადგინეს.

            🕊ღონისძიება 2019 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა.

            🕊 რომელიც გიმნაზიის პედაგოგმა მაგული სააკიშვილმა განახორციელა და საზოგადოების წინაშე წარადგინა.

             

            🕊საღამოზე ,რომელსაც ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ გიმნაზიელებმა საგალობლები და ხალხური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს.

          • VIII-კლასის მოსწავლე ანა-მარია ბურკიაშვილი.

          • 2023 წლის 6 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში", მესამე ეტაპი

            მესამე ეტაპზე გადასულ საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს საქართველოსში არსებული სხვადასხვა სკოლის 30-მდე მოსწავლემ, მათ შორის იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე ანა-მარია ბურკიაშვილი.

            🕊️ წარმატებას ვუსურვებთ ანა-მარიას.

          • 🕊 5 ივნისს, საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ზეთისხილის ბაღი, სახელობითი ნერგებით საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველო" მხარდაჭერით გაშენდა.

          • 🌿 მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად ორასამდე ზეთისხილის ნერგი დარგეს🌿 გამწვანების ღონისძებაში მონაწილეობა გიმნაზიის საზოგადოებამ_მოსწავლეებმა, მშობლებმა,მასწავლებლებმა ,თანამშრომლებმა , სასულიერო პირებმა და ფონდის "გაამწვანე საქართველო " წარმომადგენლებმა მიიღეს .

            🕊 გიმნაზიას მაღალი ხარისხის ზეთისხილის ნერგები საჩუქრად საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ორგანიზებით, ფონდის აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ გადასცა და აღნიშნა:

            „ჩვენ დღეს ვიმყოფებით კახეთში ნეკრესის ეპარქიაში, რომლის მღვდელმთავარი იყო, ჩვენი მეგობარი დიდი ქართველი და ქვეყნის მოამაგე მეუფე სერგი.

            ჩვენი სტუმრობა მეუფის პატივისცემას უკავშირდება, გვიხარია რომ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ფონდმა ეს მადლიანი საქმე განახორციელა და

            გიმნაზიას ზეთისხილის ვერცხლისფერი ბაღი შეემატა.

            ბავშვები სიხარულით რგავდნენ ნერგებს და ლოცავდნენ მათ.“

            🕊 გიმნაზიის საზოგადოება გულითად მადლობას უხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ილია მეორეს , საპატრიარქოს ფონდს "გაამწვანე საქართველო" და აღმასრულებელ მდივანს ბატონ გოჩა არონიშიძეს იმ დღესასწაულისთვის და საჩუქრისთვის რომლმაც 5 ივნისს, ყველა ერთად სიხარულით აგვავსო და ჩვენს გიმნაზიას ზეთისხილის ვერცხლისფერი ბაღი შემატა.

            🌿 გიმნაზიაში ზეთისხილის ბაღი ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს ლოცვა-კურთხევით და გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით და ორგანიზებით გაშენდა.

            🌿 იხაროს და გვახახროს , ამინ!

            #ზეთისხილის_ბაღი_გიმნაზიაში

            05.ივნისი.2023

             

          • "ACTNOW-EARTH IS CALLING-24HRS-2023 World's Longest and Largest Environment Online Event…"

          • 🌍 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.

            ✨ მიმდინარე წლის 4 და 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძებას, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია და მისი მოსწავლეები უკვე მეორედ შეუერთდნენ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს ანხორციელებენ.

            ✨ მიმდინარე საერთაშორისო , ონლაინ კონფერენციაში მიწვეული სტუმრის სტატუსით , გიმნაზიის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო შუხოშვილი მონაწილეობს.

            🌍 მნიშვნელოვანია,რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი და უდიდესი გარემოსდაცვითი , 24 საათიანი უწყვეტი მ ე-4 ონლაინ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 75-ზე მეტი ქვეყანა მთელს მსოფლიოს გარემოს დაცვისა და ზრუნვისაკენ მოუწოდებენ.

            🌍 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას უძღვნის .

            წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა "ადამიანის კავშირი ბუნებასთან."

            🌍 ღონისძიების ორგანიზატორია ACT Now- Environment Online (ENO), ფინეთი...

            #EarthIsCallingActNow, 4th Edition of World’s Longest and Largest Environment Online Event, 24hrs, non-stop, 4-5 June.

            #beatplasticpollution"

            #GenerationRestoration

            #Generationrestoration #EarthIsCallingActNow #BeatPlasticPollution #ActNowOrgin

             

          • ფიზიკის პედაგოგი ლელა კუპრაშვილი

          • 🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მე_8 და მე-9 კლასის ,,ჩხირკედელებმა" თანაკლასელების წინაშე წარმოადგინეს თვითნაკეთი მოდელები, რომელთა შექმნაში გამოიყენეს წლის განმავლობაში ფიზიკაში მიღებული ცოდნა. 

              

             🕊️ვეცადეთ დაგვესახელებინა სკოლის პირველი ,,ჩხირკედელა" რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ყველა მოდელი იმსახურებდა შექებას და იწვევდა აღფრთოვანებას. ბოლოს მაინც შევჯერდით და გამოვავლინეთ გამარჯვებული, მე-9 კლასის მოსწავლეები 

            მარიამ რუსიაშვილი და 

            ნინი ნასყიდაშვილი. 

            მათ მოახერხეს მოდელების გაერთიანება და გაუმჯობესება!

             🕊️ნამუშევრები ასევე წარმოადგინეს ცოტნე ფუტკარაშვილმა, ანამარია ბურკიაშვილმა, მარიამ მჭედლიშვილმა, ნინი გურასპიშვილმა, თინიკო კუპრაშვილმა, გვანცა გულოშვილმა და ანა ლუარსაბიშვილმა.  

            დღემ ხალისიანად ჩაიარა. ბავშვებს გაუჩნდათ ახალი იდეები, რომელთა განხორციელებას შეძლებენ მომავალ სასწავლო წელს. იმედია შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი "ჩხირკედელების" წევრთა რიცხვი.

            ფიზიკის მასწავლებელი ლელა კუპრაშვილი

          • გილოცავთ ნინოობას.

          • ტროპარი:

            სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

          • 29.05.2023

          • 🕊️ "წმინდაო ღმერთო" (საგალობელი)

            🎼საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი.

            #ლოტბარი მერაბ მაისურაძე

            29.05.23

          • ხორუმი

          • 🕊️ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგისადმი მიძღვნილ საღამოზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდს აკომპანიმენტს მოწვეული მუსიკოსი დავით ნაზრიშვილი უწევდა, რომელმაც გიტარით რამდენიმე სოლო მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. 

            ✨ მსმენელს შთამბეჭდავი ემოცია დაუტოვა მუსიკოსის მაღალმა საშემსრულებლო ტექნიკამ და ბგერათა ხავერდოვანმა ჰარმონიამ.

          • 29.05/2023

          • 🕊️ 29 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდმა ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგისადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტი გამართა.  

            🎶ლოტბარი მერაბ მაისურაძე.

            🕊️გუნდის შექმნას საფუძველი ნეკრესიის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი თეოდორეს ლოცვა-კურთხევით და გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით 2022 წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, "ზამთრის სკოლის " ფარგლებში ჩაეყარა. 

            ✨დღევანდელ კონცერტზე გუნდს აკომპანიმეტს უწევდა მოწვეული მუსიკოსი დავით ნაზრიშვილი, რომელმაც გიტარით რამდენიმე სოლო მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. 

            ✨ მსმენელს შთამბეჭდავი ემოცია დაუტოვა მუსიკოსის მაღალმა საშემსრულებლო ტექნიკამ და ბგერათა ხავერდოვანმა ჰარმონიამ. 

             🕊️კონცერტის წამყვანი გიმნაზიის გალობის წრის ხელმძღვანელი მუსიკოსი მაგული სააკიშვილი.

            🌿კონცერტს ესწრებოდნენ გიმნაზიის პედაგოგები, მოსწავლეები, მოშბლები , ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, ყვარლის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი და 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ეროვოვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის ოჯახის წევრები.

            🕊️" დღეს თითოეული ჩვენთაგანის აქ ყოფნა დასტურია მადლიერების, იმ სულიერი ერთობის, სიყვარულისა და ადამიანური მონატრების რომელიც მიტროპოლიტ სერგისთან გვაკავშირებს.

            „მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა ... გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებელი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო.“

            მადლობა ღმერთს და ბედნიერები ვართ, რომ, მეუფე სერგის დამსახურებით ჩვენ სწორედ იმ სამწყსოს დიდი ოჯახის ნაწილს წარმოვადგენთ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის სამძიმრის წერილიში მოვისმინეთ ახლა.

            მეუფე სერგიმ ნეკრესის ეპარქიაში შექმნა სულიერი და კულტურული სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი თავის შეცნობა, ნიჭის კეთილად გამრავლება და საერო თუ სასულიერი ცხოვრებაში საღვთო გზაზე დგომისკენ სწრაფვა . 

            მეუფის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით შეიქმნა ✅ანსამბლი „ნეკრესი „ ✅გრემის სემინარიის ვაჟთა გუნდი; ✅გოგონათა გუნდი ლაგოდეხში.

             ახალგაზრდები ქართული სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდნენ. მართავდნენ კონცერტებს ,ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, მართლმადიდებლურ ტაძრებს და სიწმინდეებს .

            მეუფე სერგის დიდი სურვილი იყო ყვარელში შექმნილიყო აკადემიური გუნდი სადაც ახალგაზრდები ქართული კულტურის , სიმღერის და სულიერების თანაზიარნი იქნებოდნენ .

            დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა გიმნაზიისთვის, რადგან შეგვიძლია წარმოგიდგინოთ მეუფის ამ მნიშვნელოვანი და კეთილი სურვილის შესრულების მცდელობის პირველი ნაბიჯები ." აღინიშნა ღონისძიებაზე.

            🕊️მადლობას ვუხდით ლოტბარს მერაბ მაისურაძეს გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და დაუღალავი შრომისთვის . 

            ✨გუნდთან ერთად ვუსურვებთ წინსვლას და მრავალ წარმატებას.

            🕊️მადლობას ვუხდით მსენელს მაღალი კულტურის გამოვლენისა და გიმნაზიის გუნდის მხარდაჭერისთვის.

            #საქართველოს_საპატრიარქოს_წმინდა_ილიამართლის_სახელობის_ყვარლის_გიმნაზია.

          • 26/05/2023

          • 🇬🇪#უსმინეგენერალს და მის ლოცვას.

            🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუ, ჩაწერილია 1968 წლის მაისში.

             

            ინტერვიუს ჩაწერისას გიორგი კვინიტაძე 95 წლის იყო. მას ესაუბრება რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის მაშინდელი დირექტორი კარლო ინასარიძე, რომლის საეთერო ფსევდონიმი ოთარ კეთილაძე გახლდათ.

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.