გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში გიმნაზიის მოსწავლეები ყვარლის ფულის მუზეუმს ეწვივნენ #გიმნაზია2025
შემოქმედებითი დავალება III კლასებში. თემა "თეთრი ქალაქი". პედაგოგები: ნანა ლოლიაშვილი ხატია ჭაღოშვილი
- 12
ვულოცავთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს #მარიამ_მჭედლიშვილს და #ნიკა_ქებაძეს ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდიდან ეროვნულ რაუნდში გადასვლას. ✅"ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში." #GELi #გიმნაზია2025
სასკოლო პროექტი ,,მწვანე ნაბიჯებით ვიზრუნოთ გარემოზე" მიზანი: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეების აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში; ეკონომიკური წიგნიერების ამაღლება/გაღრმავება; გარემოსდაცვით პრობლემების იდენტიფიცირების და მათ გადაჭრაში მონაწილეობა. განხორციელებული აქტივობები: 1. სასკოლო კონფერენცია 2. მაკულატურის შეგროვება. 3. კონკურსი და გამოფენა (მეორადი, გამოუყენებელი და ბუნებრივი მასალისგან ფუნქციური ნივთების შექმნა) #Xკლასი #საგანი_პროექტულისწავლება #მასწავლებელი ნინო შუხოშვილი #გიმნაზია2025
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გიმნაზიის ბიბლიოთეკაში დოკუმენტური ფილმის "მებრძოლი ეკლესია" ჩვენება და განხილვა გაიმართა. საგანი: საღვთო სჯული მასწავლებელი ნანი არჩუაძე VII -კლასი.
“არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ – მოწამე არს ჭეშმარიტება“. 🇬🇪გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! 🇬🇪1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, " ხალხით სავსე სიონის ტაძარში პირველად ქართულად წირა კათალიკოსის თანამოსაყდრემ ლეონიდემ. მან თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ქართული ავტოკეფალიის აღდგენის უდიდეს მნიშვნელობას და დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: 🇬🇪“ქართველო ერო, ჩემო სანატრელო სამწყსო! ყურად ვიღოთ განთავისუფლებული ეკლესიის ძახილი, ფიცი და აღთქმა დავდოთ ქალმა და კაცმა, რომ მსხვერპლად შევეწირებით საყვარელ სამშობლოს და სულ მოკლე დროის განმავლობაში ეკლესიას გვერდში ამოუყენებთ თავისუფალ საქართველოს”
ცეკვის წრე გიმნაზიაში #რეპეტიცია #ქორეოგრაფი ხვიჩა გოგიჩაძე #სკოლა_გიმნაზია25
#სპორტული_გამოცდილება. 🕊️2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. #მაგიდის_ჩოგბურთი. კახეთის რეგიონული თამაშების მონაწილეები: ✅ვაჟები: თელავი - თელავის N9 საჯარო სკოლა; დედოფლისწყარო - ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა; გურჯაანი - გურჯაანის N2 საჯარო სკოლა; ლაგოდეხი - სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლა; საგარეჯო - საგარეჯოს N4 საჯარო სკოლა; სიღნაღი - სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლა; ყვარელი - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია. ✅გოგონები: გურჯაანი - სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლა; დედოფლისწყარო - ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა; სიღნაღი - სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლა; ყვარელი - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია." მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას. #გიმნაზია
# გიმნაზიის_გუნდი 🕊️რეპეტიცია 22.03.25 #ქალაქურიდა_ხალხური_სიმღერა #ლოტბარი _მერაბ მაისურაძე
გიმნაზიელებმა "კინგსის " ოლიმპიადაზე და ლიგის კონკურსზე წარმატებებს მიაღწიეს. 🥇ოქროს მედალოსანი ცოტნე ფუტკარაშვილი _ X-კლასი _ ქართული ენის ლიგა .მასწავლებელი მაია ასაბაშვილი. 🥈ვერცხლის მედალოსანი თამარ არჩუაძე _ VII კლასი _ ქართული ენის ლიგა _ მასწავლებელი მარინე მზექალაშვილი. 🕊ინგლისური ენის ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეები. ✨ცოტნე ფუტკარაშვილი - X კლასი _მასწავლებელი ლალი ავაზაშვილი. ✨მარიამ მჭედლიშვილი - X კლასი - მასწავლებელი ლალი ავაზაშვილი
💁აღმოაჩინე რიცხვები . 🥰I კლასი საგანი : მათემატიკა. მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი #გიმნაზია2025
21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს!🤝🏻 🫶🏻გიმნაზიაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული შემეცნებითი ღონისძიებები დაწყებითი კლასების დამრიგებლების ინიციატივით გაიმართა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ,მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება . 2025 წლის მთავარი სლოგანია: "გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები"💌
21 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკის, აფხაზეთის სახელობის სამკითხველო დარბაზში პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა #ღონისძიება2025
გიმნაზიაში დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები გაიმართა : 1. ინტეგრირებული გაკვეთილი I და II კლასებში . საგანი ქართული , ხელოვნება და საღვთო სჯული. ა) მოსწავლეებმა ინტეგრირებული და გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში, ყვარელში მეექვსე საუკუნის დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მოინახულეს . გაეცნენ ეკლესიის მნიშვნელობას . ისაუბრეს ღმერთზე როგორც სამყაროს შემოქმედზე ,ნახეს ტაძარში არსებული სიწმინდეები და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა დღესასწაულის და ისტორიის ამსახაველ დედაღვთისმშობლის სახელობის ხატების მიმართ. ბ)დაამზადეს მისალოცი ბარათები . გ)დედათა მონასტერში წარმოადგინეს მცირე კულტურული პროგრამა.მოისმინეს საგალობლები. დ) მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს როგორც ზეპირი ასევე წერილობითი და ნახატების სახით. 2. დედის დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა დედების, ბებიებისა და დამრიგებლების მიმართ მადლიერება ხელნაკეთი ბარათებით , მისალოცი წერილებით,გულთბილი სიტყვებით და ყვავილებით გამოხატეს . 3. I, II, III/1, III/2 და IV კლასის დამრიგებლების ინიციატივით და ორგანიზებით გიმნაზიაში ღონისძიება „დედა-შვილობის“ დღესასწაული გაიმართა. დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სადღესასწაულო განწყობით,მშობელთა სიხარულით და საერთო დადებითი ემოციებით დასრულდა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებების მიზანს წარმოადგენდა როგორც პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება, ასევე მოსწავლეების პიროვნული და სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება . #გიმნაზია 2025 #სკოლა_ოჯახი_ეკლესია
🕊 2025-2026 სასწავლო წლისთვის გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.
🎼 ბარბარეს სიმღერა დედიკოსთან ერთად 🥰 #დედა_შვილობა #ღონისძიება_გიმნაზიაში #მშობლის_ჩართულობა 06.03.25
🕊სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. 🕊️წმ. თეოდორე ტირონის მადლი და შემწეობა არ მოკლებოდეს მეუფე თეოდორეს, მის სამწყსოს და სრულიად საქართველოს, მრავალჟამიერ!
🥰დედა-შვილობის დღესასწაული გიმნაზიაში . 🕊პირველი საოცრება, დედაჩემო, გულია შენი. მეორე საოცრება - სითბოა შენი. მესამე საოცრება - შენი ღიმილია, მეოთხე საოცრება - ცრემლია შენი. მეხუთე საოცრება - რწმენაა. მეექვსე საოცრება - ლოცვააა... მეშვიდე საოცრება - სულია შენი! მორის ფოცხიშვილი #გიმნაზია #დედა
#დედისდღე #გიმნაზია
#მილოცვა ძვირფასო დედებო , გილოცავთ დედის დღეს!🥰 🕊გიმნაზიის I და II კლასის მოსწავლეებმა დედის დღე ყვარელში, დუბის დედაღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში აღნიშნეს. 🕊დედა ჰქვია დედაციხეს, დედაქალაქს, დედამიწას, დედაბოძს თუ დედაენას დედის ძალა დედამ მისცა! დედა უძღვის წინ ყველაფერს, ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს... რადგან ძალა დედამ მისცა, დედა იცავს დედამიწას! გიორგი წერეთელი #გიმნაზია #დედისდღე
სიახლეების არქივი