9 აპრილი
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! ფოტოზე: საქართველოს 1991წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი
9 აპრილი
#1989_წელი_9_აპრილი.🇬🇪მადლობა თავისუფლებისთვის!ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის თავდადებულთა სულები.
🕊️
🕊️გილოცავთ ხარებისა და ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს!
აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გიმნაზიისა და საკვირაო სკოლის მგალობლებმა დუბის , ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, სადღესასწაულო მსახურებაში მიიღეს მონაწილეობა.🕊️წირვის დასრულების შემდგომ, მგალობლები და ლოტბარი მერაბ მაისურაძე ნეკრესის ეპარქიის მმართველმა , ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ყვარლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკესიაში დალოცა.
რუსთაველის თეატრი გიმნაზიაში
დღეს , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მეტყველების მასტერკლასი მსახიობმა თამარ ნიკოლაძემ გამართა.
05.04.2024
⤵️
რუსთაველის თეატრი სტუმრად გიმნაზიაში
მხიარული მათემატიკა დაჩი მასწავლებელთან ერთად
დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის I-II-III და IV კლასებში მათემატიკის გაკვეთილები მოწვეულმა პედაგოგმა, მათემატიკოსმა დაჩი ნანობაშვილმა ჩაატარა.
გაკვეთილები სახალისო აქტივობებითა და გულთბილი ემოციებით იყო დატვირთული.
სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ, დაჩი მასწავლებელი უფროს კლასელებს შეხვდა.
ინტერაქტიული, სამოტივაციო ხასიათის შეხვედრა მუსიკალური განწყობით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
#გიმნაზია01.04.2024
⤵️
დაჩი ნანობაშვილი გიმანზიაში.
ღია გაკვეთილი.
ღია გაკვეთილი - ბაროკოს ეპოქის მარგალიტები
საგანი - ხელოვნება
პედაგოგი: მაია მაკარიძე
VI- კლასი
01.04.2024
⤵️
145 წლის საიუბილეო თარიღი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკის, აფხაზეთის სახელობის სამკითხველო დარბაზში,
1879 წლის 31 მარტის წესდებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 145 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნა.
⤵️
მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს...
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელოლბის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკის, აფხაზეთის სახელობის სამკითხველო დარბაზში, 1879 წლის 31 მარტის წესდებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 145 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნა.აღნიშნული საზოოგადოება ეროვნულ საქმეს - ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის განვითარებას ემსახურებოდა.“
🕊მოწვეული სტუმარი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე .საუბრის თემა : ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოება;განათლების ციფრული პლატფორმა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდი:• სასკოლო ლექსიკონთა ერთინი ბაზა;• სასკოლო ლიტერატურა• მერაბ მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკის „პლატფორმა“.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ციფრული რესურსი სტრუქტურითა და შინაარსით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების წევრთა საძიებელია და აერთიანებს საზოგადოების ყველა წევრს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე“.#ქშწკგ საზოგადოებას 1879 -1918 წლებში ხელმძღვანელობდნენ:დიმიტრი ყიფიანი (1879-1882); ივანე ბაგრატიონ მუხრანელი (1882-1885); ილია ჭავჭავაძე (1885-1907); გიორგი ყაზბეგი (1907-1918).
#ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრები:1. დავით ჩუბინაშვილი - საპატიო წევრი 1880 წლიდან2. ნიკო დავითის ძე დადიანი-მინგრელსკი - საპატიო წევრი 1885 წლიდან3. გრიგოლ დავითის ძე გურიელი - საპატიო წევრი 1886 წლიდან4. იაკობ გოგებაშვილი - საპატიო წევრი 1890 წლიდან5. გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე - საპატიო წევრი 1890 წლიდან6. რაფიელ ერისთავი - საპატიო წევრი 1892 წლიდან7. ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი - საპატიო წევრი 1894 წლიდან8. გიორგი ქართველიშვილი - საპატიო წევრი 1894 წლიდან9. ილია ჭავჭავაძე - საპატიო წევრი 1896 წლიდან10. აკაკი წერეთელი - საპატიო წევრი 1896 წლიდან11. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე - საპატიო წევრი 1896 წლიდან12. ვახტანგ თულაშვილი - საპატიო წევრი 1904 წლიდან13. ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე - საპატიო წევრი 1904 წლიდან14. ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან15. იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან16. პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი 1906 წლიდან17. სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი - საპატიო წევრი (სიკვდილის შემდეგ)1906 წლიდან18. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა - საპატიო წევრი 1914 წლიდან19. იაკობ მანსვეტაშვილი - საპატიო წევრი 1912 წლიდან20. ეკატერინე გაბაშვილი - საპატიო წევრი 1914 წლიდან21. ეკატერინე თამამშევა-ერისთავისა - საპატიო წევრი 1915 წლიდან22. გრიგოლ რცხილაძე - საპატიო წევრი 1917 წლიდან23. დავით კარიჭაშვილი - საპატიო წევრი 1918 წლიდან24. ლუარსაბ ბოცვაძე - საპატიო წევრი 1918 წლიდან
#მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმარს , ბატონ გიორგი კილაძეს და ეროვნული ბიბლიოთეკის შემოქმედებით გუნდს სასკოლო საზოგადოებისათვის „განათლების ციფრულ პლატფორმის “ შექმნის გამო.მოხარული ვართ, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ მიღებული ნფორმაცია , მოსწავლეებს უიოლებს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას და ცოდნის ამაღლების ეფექტურ შესაძლებლობას აძლევს.
#ქშწკგ საზოგადოების საიუბილეო ღნისძიების მხარდამჭერი_ საქართველოს საპატრიარქო.#ინიციატორი _ საქართველოს საპატრრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი არჩუაძე.19.03.2024#გიმნაზიაhttps://www.nplg.gov.ge/?m=257
ძალა ერთობაშია
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა.
#ძალა_ერთობაშია
გიმნაზიელები საქართველოს ეროვნულ ბანკში.
29 მარტს, გიმნაზიის 9-10-11 კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად საქართველოს ეროვნულ ბანკში , "ფინედუს" მიერ ორგანიზებულ ტრენინგს თემაზე : დაზოგვა, ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები დაესწრნენ.
შეხვედრა იყო ინტერაქტიული, სახალისო და ინფორმაციული.
სიახლეების არქივი