43
🕊️27 ოქტომბერს გიმნაზიაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საშემოდგომო ზეიმი გამართეს. 🍁✨უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმიტომ, რომ ვენახს კრეფენ, ქვევრებს რეცხენ ღიპიანს; იმიტომ, რომ რაც ხილია, ყველა ხილი მწიფეა! უხარია შემოდგომა ყველას ასე ძალიან, იმიტომ, რომ სავსეა ბეღელი და ნალია. იმიტომ, რომ სავსეა კალათი და გოდორი, იმიტომ, რომ ირევა ცაში ოქროს ფოთოლი... მურმან ლებანიძე. 🕊️იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად შემოდგომის ზეიმი მოსწავლეების მიერ გაცოცხლებულმა მწერლის შექმნილმა ნაწარმოების გმირებმა გაალამაზეს. 🌼მუსიკალურმა ნომრებმა, ცეკვებმა,ლექსებმა თუ აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილმა სიმღერამ ღონისძიება განსაკათურებული გახადა . 🍁საშემოდგომო დეკორაციებმა, მოსწავლეებისთვის , მასწავლებლებისა და მშობლების ერთობით მომზადებულმა ფელამუშმა და ჩურჩხელების ამოვლებამ ზეიმს მხიარულთან ერთად გემრიელი წუთუბეც შემატა. ✨ გიმნაზიაში საშემოდგომო ზეიმი ზღაპრულად დაასრულა მონაწილეთათვის ანიმაციური გმირების მოულოდნელმა სტუმრობამ. ✨მადლობას ვუხდით გიმნაზიის საზოგადოებას საშემოდგომო ზეიმში ჩართულობისთვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის. #დღესასწაულს_ვქმნით_ერთად. #გიმნაზია 27.10.23
გილოცავთ
🕊🏆საქართველოს საპატრიარქოს წინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებზე მაგიდის ჩოგბურთში I ადგილი მოიპოვა.🏆🥇გამარჯვებულ გუნდს თასი , მედალი და სიგელი გადაეცა.
#ყვარლის_მუნიციპალური_თამაშები#გიმნაზია#სპორტი#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2023#გიორგობის_თვე
სრული ინფორმაციის სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე⤵️
სიახლეების არქივი