• დედამიწის დღე.

          • 🕊 გიმნაზიაში, #დედამიწის_საერთაშორისო_დღესთან დაკავშირებით შემეცნებითი საუბარი გაიმართა.

            🕊 #მოწვეული_სტუმრები 

            წარმოდგენდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონის სამსახურს .

              🕊 "გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან , 22 აპრილს აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას."

          • 20.04.2023

          • 🎵საგანი მუსიკა 

            თემა: მუსიკის როლი ხმოვან კინოში.

            VI- კლასი

            პედაგოგი: ირმა კანდელაკი

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

          • გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

          • 🕊საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !

            🕊 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო ღვთის მსახურებაში პირველად თანამონაწილეობდა გიმნაზიასთან არსებული ანსამბლი.

            🎶 ანსამბლის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.

          • 15.04.2023

          • 🕊️დღეს გიმნაზიასთან არსებული ანსამბლის წევრებმა, პირველად მიიღეს მონაწილეობა

            დიდი შაბათის ღვთის მსახურებაში .

            დიდი შაბათი-იესო ქრისტეს საფლავად დადება.

            🕊️შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰჴსნა უხრწნელნი ჴორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

          • 14.04.2023

          • გიმნაზიაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

            იაკობ გოგებაშვილი: “მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა…"

          • 14.04.2023

          • 🕊️მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს მშობლიურ ენაზე. 

            🕊️”რაც შინ სასიქადულო გვეგულებოდეს, ან დედ-მამისგანვე ნაღვაწი და შემუშავებული, რა კაცობა იქნება და რა ერისშვილობა, რომ ჩვენ ავითვალწუნოთ...”

            ერისათვის თავდადებული წმინდა დიმიტრი ყიფიანი

            #დედაენის_დღე

          • 13.04.2023

          • 13 აპრილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის დაბადების დღეა.

            🕊️მეუფე 

            ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული მზრუნველობით, სიყვარულით და უშუალო დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

            🕊️ სწორედ მისი მოღვაწეობის დროს, ნეკრესის ეპარქიაში შექმნილი წარმატებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები ქმნიდა შესაძლებლობას, დაუღალავად ეზრუნა მომავალი თაობების სულიერ, ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე. 

            განსაკუთრებულად ზრუნავდა ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის. 

            მართავდა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, ამასთან მუდამ ცდილობდა ღვთის სიტყვა და სიხარული მიეტანა ადამიანთა გულებამდე.

            🕊️ ვულოცავთ იუბილეს და 

            მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ დღეს, გიმნაზია მეუფე სერგის სულიერი ღირებულებების შესაბამისად, მისი დაწყებული მრავალი კეთილი საქმის გაგრძელებით ვითარდება.

            🕊️გულითადად შევთხოვთ ღმერთს, აცხონოს ჩვენი საყვარელი მოძღვრის და მასწავლებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის უკვდავი სული და დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა. ამინ!

          • დაიცავი მშობლიური ენა

          • 📖 14 აპრილი #დედა_ენის_დღეა! 

            🕊️12 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

            🇬🇪 გიმნაზიელებს ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ უნიკალურ წიგნებსა და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერებზე მუზეუმის ხელმძღვანელი შორენა სეფაშვილი ესაუბრა.

             🕊️ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართული მატერიალურ და კულტურული მემკვიდრეობის მონახულებამ მოსწავლეებში შთამბეჭდავი ემოციები გამოიწვია, რაც მათი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

            🕊️“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. 

            თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? 

            ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…” -ილია ჭავჭავაძე

            #დაიცავი_მშობლიური_ენა

            #მუზეუმის_მეგობრები

            #ყვარლის_გიმნაზია

          • 10.04.2023

          • პრეზენტაციები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე 

            I-კლასი 

            დამრიგებელი უფროსი პედაგოგი: ნანა ლოლიაშვილი

          • 09.04.2023

          • 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა

          • გილოცავთ

          • 🕊 გილოცავთ ხარების დღესასწაულს!

            #რეპეტიცია

            მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.

            ანსამბლის ხელმძღვანელი #მერაბ_მაისურაძე

            #გიმნაზია

          • ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე.

          • 🕊️ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სასკოლო პროექტის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ჩატარდა საინფორმაციო -ინტერაქტიული შეხვედრა თემაზე: 

            ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, კანონი და არსებული პრაქტიკა(არასრულწლოვანებთან მიმართებაში);

            სოციალური დაავადებები,

             იმუნიზაცია და მისი მნიშვნელობა.

             აღნიშნულ თემებზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა: 

            ✅ყვარლის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის ბავშვთა ზრუნვის სამსახურის ხელმძღვანლმა მზია სეფაშვილმა, 

            ✅ექიმმა ლალი ბურკიაშვილმა.

            🕊️ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და თანამშრომლები.

            ✅პროექტის ხელმძღვანელი:ნინო შუხოშვილი, საგანი:სამოქალაქო განათლება.

            სასკოლო პროექტი ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს .

          • 05.04.2023

          • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები პროფორიენტაციის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებიან

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.