სიახლეები
🕊️გილოცავთ ნიკოლოზობას! ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება და მათი შესაძლებლობების გამოვლენა გიმნაზიაში.
🥰დიდი დასვენება გიმნაზიაში☀️ II-კლასი
🥰დიდი დასვენება☀️
გიმნაზიელები კომპანია "ასკანელ" -ში . #პროფორიენტაცია და პრაქტიკული სწავლება. 21.05.2025
🕊️17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ✨გილოცავთ ”მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე . ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით” კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 11.05.2014
✨#XIIკლასი_ბოლოზარი 🕊ინსცენირება _ უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" მოტივებზე. #გიმნაზია2025
,,ბოლო ზარი" 2025 🔔XII- კლასი #გიმნაზია
🕊️გიმნაზიის 25-ე გამოშვება 🔔 ცეკვა დამრიგებელთან #დამრიგებელი_მარინე_მზექალაშვილი #გიმნაზია_2025 #ბოლოზარი
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის 25-ე კურსთამთავრებულ , XII- კლასელთა "ბოლო ზარი" და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების პირველი ზარი დალოცვით დაიწყო. #გიმნაზია2025🔔
🕊სამოტივაციო და შემოქმედებითი ღონისძიება: 🥰მოსწავლის ერთი დღე საგნის მასწავლებლად. 📒საგანი -მათემატიკა. #პედაგოგი_ ნათელა წიქარიშვილი. 📒მათემატიკის როლი რეალურ ცხოვრებაში ; ლოგიკა და კანონზომიერება, ნატურალური რიცხვების თანრიგი; როლური თამაში, ვიქტორინა და ცოდნის შეჯამება. #გიმნაზია 14.05.25 #მათემატიკა #მოსწავლე_მასწავლებელი
გაკვეთილის თემა: ,,ჩხიკვთა ქორწილი". მიზანი: ნასწავლი ტექსტის და ფილმის შედარება. კლასი - lll პედაგოგები: ნანა ლოლიაშვილი ხატია ჭაღოშვილი
საგანი: მათემატიკა გაკვეთილის თემა: ,,სივრცული ფიგურები" ,,ჩვენი ეზო" კლასი - ll დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი
📚საგანი_ #მათემატიკა. ✨ IV კლასი. თემა: გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა.სივრცითი ფიგურების მოდელების შექმნა . 🕊️დამრიგებელი და მასწავლებელი ნინო ლომიძე.
🎨გაკვეთილის თემა : #დამეგობრებული_ფერები საგანი - #ხელოვნება ; 🕊IV-კლასი. 🕊მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ნინო ლომიძე. #სწავლა_კეთებით #გიმნაზია 2025
🎨გაკვეთილის თემა : "ფერების მეგობრობა." საგანი - #ხელოვნება ; 🕊IV-კლასი. 🕊მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ნინო ლომიძე. #სწავლა_კეთებით #გიმნაზია 2025
გიმნაზიის ინსტრუმენტალური ანსამბლი 🥰 #გიმნაზია2025
საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო შემაჯამებელი გაკვეთილი. თავი- ,,სახალისო ამბები". მოსწავლეები უსმენდნენ ავტორის სკამიდან წაკითხულ სხვადასხვა შესწავლილი ტექსტის მონაკვეთს, ამოიცნობდნენ ნაწარმოებს. ასახელებდნენ ავტორს, სათაურს, ნაწარმოების ჟანრს. მოკლედ გადმოსცემდნენ ტექსტის შინაარსს. ირჩევდნენ რეკვიზიტს და ჟესტის, მიმიკის საშუალებით აცოცხლებდნენ ეპიზოდს. ხდებოდა ამ ეპიზოდის ამოცნობა. ახასიათებდნენ მთავარ პერსონაჟებს და გადმოსცემდნენ ტექსტის სათქმელს. კლასი - III მასწავლებელი: ნანა ლოლიაშვილი
🕊27 აპრილს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის ანსამბლისა და დუბის დედათა მონასტერთან არსებული, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მგალობელთა გაერთიანებულმა გუნდმა და გიმნაზიის ინსტრუმენტალურმა ანსამბლმა ლაგოდეხში გამართულ სააღდგომო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. 🕊 ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი თავისი მოღვაწეობის ჟამს , ნეკრესის ეპარქიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ტრადიციულად საზეიმო ხასიათის ფოლკლორული ღონისძიებით აღნიშნავდა . სწორედ ამ ტრადიციის გაცოცხლება შეძლო "სააღდგომო ფესტივალის" შემოქმედებითმა გუნდმა კაკი ლობჟანიძის თაოსნობით და მეორე წელია რაც კვირაცხოვლობას, სცენაზე ერთმანეთის მონაცვლე ფოლკლორული გუნდები, ქორეოგრაფიული ანსამბლები , ლექსის მხატვრულად მთქმელები , სოლო და ინსტრუმენტალური შემსრულებლები სადღესასწაულო განწყობას და ქართული სულის ზეიმს ქმნიან . 🕊 გაერთიანებული გუნდის #ლოტბარი_მერაბ_მაისურაძე. 🕊გიმნაზიის ინსტრუმენტალური ანსამბლის #მასწავლებელი_ბაჩანა_კაკონაშვილი. #სააღდგომო_ფესტივალი #გიმნაზია2025
🌳🌲🌿☘️🍁🍂IX-XII კლასის მოსწავლეთა საყურადღებოდ. თუ დაინტერესებული ხარ მეტყევის პროფესიით, ტყის მართვის სისტემით ან უბრალოდ ტყის ბიომრავალფეროვნებით მაშინ "სატყეო სკოლის " დისტანციური პროგრამა ZOOM-ის გამოყენებით შენთვისაა. 📝რეგისტრაცია სრულდება 30 აპრილს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს. გისურვებთ წარმატებას. #პროფორიენტაცია #გიმნაზია2025
სიახლეების არქივი