სიახლეები
გილოცავთ ბზობას. 🕊️: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
🕊️გილოცავთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას! ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
🕊#ფეფო სტუმრად II კლასში. 🕊 როლური თამაში მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარებისთვის. 🔸საგანი-ქართული ; II-კლასი. 🔸მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი #გიმნაზია2025
✨ცოდნის განმტკიცება. #წინა_და_მომდევნო_რიცხვები. 📙საგანი_მათემატიკა. I - კლასი. 🕊️მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი. #სწავლა_თამაშით
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიას "ფულის გლობალური კვირეულის" ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა _ფინედუს წარმოადგენელი სტუმრობდა. 🕊️მოსწავლეებთან ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით გამართული შეხვედრა მოზარდებში ფინანსური და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 🕊️ ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა გიმნაზიას საჩუქრად შემეცნებითი სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა " გადასცა . 🕊️აღნიშნული ღონისძიება საგანი "მოქალაქეობ" -ის ფარგლებში, IX-XI კლასებში დაიგეგმა. პედაგოგი ნინო შუხოშვილი. #გიმნაზია25 FinEdu - ფინედუ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორს, ახალციხისა და ტაო-კალრჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.
🇬🇪1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 🇬🇪საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში
ღმერთმა აცხონოს 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოსათვის დაღუპულთა სულები.
🕊️გილოცავთ ხარების საუფლო დღესასწაულს.
🕊️2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრს ნინო შუხოშვილს "სულაკაურის გამომცემლობის" წარმომადგენლები სკოლაში სტუმრობდნენ . 📚გიმნაზიის წარმატებულ მასწავლებელს შემეცნებითი, სასწავლო,მხატვრული და პროფესიული ლიტერატურით დატვირთული -"ნინო შუხოშვილს წიგნების თარო" გადასცეს. #მომავალიგანათლება
🕊️მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ მოსწავლეებისთვის სახელოსნო სივრცე შექმნა. 🕊️გიმნაზიელებმა სამუშაო კლასი ერთობლივად მოაწყეს, უსაფრთხოების წესებს გაეცნენ და სამუშაო იარაღებიც გამოსცადეს. ✅#სახელოსნო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ახალი უნარების აღმოჩენას, ასევე ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას რომლებიც ცხოვრებაში რეალურად გამოადგებათ. #გიმნაზია2025
🕊️გიმნაზიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა მინიფეხბურთში. 🕊️ღონისძიების მხარდამჭერი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია . #გიმნაზია2025⚽ #სპორტი #ჯანსაღიცხოვრების_წესი
🕊პირველ აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიება გაიმართა. ⚽️შიდა საასკოლო ტურნირში გიმნაზიელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა. 🏆გამარჯვებულ გუნდებს თასი , მედლები და სიგელები ყვარლის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა მალხაზ ხიზანიშვილმა გადასცა. 🕊საიუბილეო სპორტული ღონისძიება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის გივი ზატუაშვილის მხარდჭერით გაიმართა. 🌿 ღონისძების ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადმოეცა სპორტული ინვენტარი-ფრენბურთის ბადე, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები და სპორტული ფორმრები -სასკოლო ოლიმპიადის ,რეგიონალურ თამაშებში მონაწილე გიმნაზიელებისათვის. ⚽️ მინიფეხბურთში შიდა საიუბილეო ტურნირის ინიციატორი_ გიმნაზიის სპორტის მასწავლებელი ვანო უსეინაშვილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია #გიმნაზია25 #სპორტი #ჯანსაღიცხოვრებისწესი
III - კლასი მხიარული გაკვეთილი. მასწავლებელი ნანა ლოლიაშვილი. #სპორტი_მუსიკა #გიმნაზია2025
:) #გიმნაზია2025
გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში გიმნაზიის მოსწავლეები ყვარლის ფულის მუზეუმს ეწვივნენ #გიმნაზია2025
შემოქმედებითი დავალება III კლასებში. თემა "თეთრი ქალაქი". პედაგოგები: ნანა ლოლიაშვილი ხატია ჭაღოშვილი
- 12
ვულოცავთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს #მარიამ_მჭედლიშვილს და #ნიკა_ქებაძეს ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდიდან ეროვნულ რაუნდში გადასვლას. ✅"ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში." #GELi #გიმნაზია2025
სასკოლო პროექტი ,,მწვანე ნაბიჯებით ვიზრუნოთ გარემოზე" მიზანი: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეების აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში; ეკონომიკური წიგნიერების ამაღლება/გაღრმავება; გარემოსდაცვით პრობლემების იდენტიფიცირების და მათ გადაჭრაში მონაწილეობა. განხორციელებული აქტივობები: 1. სასკოლო კონფერენცია 2. მაკულატურის შეგროვება. 3. კონკურსი და გამოფენა (მეორადი, გამოუყენებელი და ბუნებრივი მასალისგან ფუნქციური ნივთების შექმნა) #Xკლასი #საგანი_პროექტულისწავლება #მასწავლებელი ნინო შუხოშვილი #გიმნაზია2025
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გიმნაზიის ბიბლიოთეკაში დოკუმენტური ფილმის "მებრძოლი ეკლესია" ჩვენება და განხილვა გაიმართა. საგანი: საღვთო სჯული მასწავლებელი ნანი არჩუაძე VII -კლასი.
სიახლეების არქივი
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- ოქტომბერი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ყველა