სიახლეები
✨კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით I-IV კლასებში განხორციელდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. გაიმართა თემასთან დაკავშირებული პრეზენტაცია, ვიქტორინა. ✅მოსწავლეებმა გამოუშვეს გაზეთი. გამოჭრეს ასო- ბგერები. წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული დედაენები, დედაენაში შეტანილი ნაწარმოებების ილუსტრაციები. ✅დაასახელეს ბარბარიზმები და მათი შესატყვისი სწორი ფორმები. დასასრულს გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. დაწყებითი კლასის პედაგოგები: ნანა ლოლიაშვილი ნინო ლომიძე თინათინ ყულიჯანიშვილი ნანა ჯანიკაშვილი ხატია ჭაღოშვილი #დედაენის_დღე_გიმნაზიაში
13 აპრილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის დაბადების დღეა. 🕊️მეუფე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული მზრუნველობით, სიყვარულით და უშუალო დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. 🕊️ სწორედ მისი მოღვაწეობის დროს, ნეკრესის ეპარქიაში შექმნილი წარმატებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები ქმნიდა შესაძლებლობას, დაუღალავად ეზრუნა მომავალი თაობების სულიერ, ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაზე. განსაკუთრებულად ზრუნავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის. მართავდა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, ამასთან მუდამ ცდილობდა ღვთის სიტყვა და სიხარული მიეტანა ადამიანთა გულებამდე. 🕊️ ვულოცავთ იუბილეს და მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ დღესაც, გიმნაზია მეუფე სერგის სულიერი ღირებულებების შესაბამისად, მისი დაწყებული მრავალი კეთილი საქმის გაგრძელებით ვითარდება. 🕊️მადლობას ვუხდით ჩვენს მოძღვარს და მასწავლებელს ღვაწლის , სიყვარულისა და სულის მაცხონებელი გზის სწავლებისათვის.
გილოცავთ ბზობას. 🕊️: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
🕊️გილოცავთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას! ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
🕊#ფეფო სტუმრად II კლასში. 🕊 როლური თამაში მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარებისთვის. 🔸საგანი-ქართული ; II-კლასი. 🔸მასწავლებელი თინიკო ყულიჯანიშვილი #გიმნაზია2025
✨ცოდნის განმტკიცება. #წინა_და_მომდევნო_რიცხვები. 📙საგანი_მათემატიკა. I - კლასი. 🕊️მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი. #სწავლა_თამაშით
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიას "ფულის გლობალური კვირეულის" ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა _ფინედუს წარმოადგენელი სტუმრობდა. 🕊️მოსწავლეებთან ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით გამართული შეხვედრა მოზარდებში ფინანსური და ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 🕊️ ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა გიმნაზიას საჩუქრად შემეცნებითი სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა " გადასცა . 🕊️აღნიშნული ღონისძიება საგანი "მოქალაქეობ" -ის ფარგლებში, IX-XI კლასებში დაიგეგმა. პედაგოგი ნინო შუხოშვილი. #გიმნაზია25 FinEdu - ფინედუ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორს, ახალციხისა და ტაო-კალრჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.
🇬🇪1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 🇬🇪საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში
ღმერთმა აცხონოს 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოსათვის დაღუპულთა სულები.
🕊️გილოცავთ ხარების საუფლო დღესასწაულს.
🕊️2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრს ნინო შუხოშვილს "სულაკაურის გამომცემლობის" წარმომადგენლები სკოლაში სტუმრობდნენ . 📚გიმნაზიის წარმატებულ მასწავლებელს შემეცნებითი, სასწავლო,მხატვრული და პროფესიული ლიტერატურით დატვირთული -"ნინო შუხოშვილს წიგნების თარო" გადასცეს. #მომავალიგანათლება
🕊️მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ მოსწავლეებისთვის სახელოსნო სივრცე შექმნა. 🕊️გიმნაზიელებმა სამუშაო კლასი ერთობლივად მოაწყეს, უსაფრთხოების წესებს გაეცნენ და სამუშაო იარაღებიც გამოსცადეს. ✅#სახელოსნო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ახალი უნარების აღმოჩენას, ასევე ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას რომლებიც ცხოვრებაში რეალურად გამოადგებათ. #გიმნაზია2025
🕊️გიმნაზიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა მინიფეხბურთში. 🕊️ღონისძიების მხარდამჭერი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია . #გიმნაზია2025⚽ #სპორტი #ჯანსაღიცხოვრების_წესი
🕊პირველ აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიება გაიმართა. ⚽️შიდა საასკოლო ტურნირში გიმნაზიელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა. 🏆გამარჯვებულ გუნდებს თასი , მედლები და სიგელები ყვარლის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა მალხაზ ხიზანიშვილმა გადასცა. 🕊საიუბილეო სპორტული ღონისძიება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის გივი ზატუაშვილის მხარდჭერით გაიმართა. 🌿 ღონისძების ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადმოეცა სპორტული ინვენტარი-ფრენბურთის ბადე, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები და სპორტული ფორმრები -სასკოლო ოლიმპიადის ,რეგიონალურ თამაშებში მონაწილე გიმნაზიელებისათვის. ⚽️ მინიფეხბურთში შიდა საიუბილეო ტურნირის ინიციატორი_ გიმნაზიის სპორტის მასწავლებელი ვანო უსეინაშვილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია #გიმნაზია25 #სპორტი #ჯანსაღიცხოვრებისწესი
III - კლასი მხიარული გაკვეთილი. მასწავლებელი ნანა ლოლიაშვილი. #სპორტი_მუსიკა #გიმნაზია2025
:) #გიმნაზია2025
გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში გიმნაზიის მოსწავლეები ყვარლის ფულის მუზეუმს ეწვივნენ #გიმნაზია2025
შემოქმედებითი დავალება III კლასებში. თემა "თეთრი ქალაქი". პედაგოგები: ნანა ლოლიაშვილი ხატია ჭაღოშვილი
- 12
 
ვულოცავთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს #მარიამ_მჭედლიშვილს და #ნიკა_ქებაძეს ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდიდან ეროვნულ რაუნდში გადასვლას. ✅"ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში." #GELi #გიმნაზია2025
სიახლეების არქივი
- ოქტომბერი 2025
 - მაისი 2025
 - აპრილი 2025
 - მარტი 2025
 - თებერვალი 2025
 - იანვარი 2025
 - დეკემბერი 2024
 - ნოემბერი 2024
 - ოქტომბერი 2024
 - სექტემბერი 2024
 - აგვისტო 2024
 - ივლისი 2024
 - ივნისი 2024
 - მაისი 2024
 - აპრილი 2024
 - მარტი 2024
 - თებერვალი 2024
 - იანვარი 2024
 - დეკემბერი 2023
 - ნოემბერი 2023
 - ოქტომბერი 2023
 - სექტემბერი 2023
 - აგვისტო 2023
 - ივლისი 2023
 - ყველა