• გიმნაზია 8.12.2023

          • ✨ 9 დეკემბერს,  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის და კოლეჯი "პრესტიჟის" თანამშრომლობით , Erasmus + პროექტის ფარგლებში ესტონეთის  ქ. ოდა-ვირუმას პროფესიული სასწავლებლის პედაგოგმა  და სტუდენტებმა გიმნაზიის მოსწავლეებისათვის საშობაო ორცხობილების  მასტერკლასი  გამართეს.

            ✨გიმნაზიის მოსწავლეებმა, კოლეჯი „პრესტიჟის“ წარმომადგენლებმა, ესტონელმა სტუმრებმა  და მასწავლებლებმა  თავად შექმნეს წინა საშობაო თავგადასავალი ორცხობილებთაბთან ერთდ.

            ✨ მხიარული  განწყობა  და სადღესასწაულო გემოების ხელოვნების გაზიარება, შთამბეჭდავი აღმოჩდა გიმნაზიელებისათვის.

            ✨საშობაო ორცხობილების  მასტერკლასზე ,  საახალწლო ღონისძიების რეპეტიციის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად  საერთო მხიარული და მუსიკალური  განწყობა  გიმნაზიის გუნდის ლოტბარმა მერაბ მაისურაძემ შემნა.

            ✨წლის გემრიელი და შემოქმედებითი  მასტერკლასის დასასულს  სტუმრებმა  აღნიშნეს, რომ : 

            „კონდიტერიაში მნიშვნელოვანია საკუთარი ხელით შექმნა ტკბილეული რომელიც ადამიანებს ახარებს. გიმნაზიელებმა დღე ს ეს კარგად მოახერხეს , ასევე სასიამოვნო იყო   მრავალხმიანი ქართული სიმღერის მოსმენა და განწყობა რომელიც დაგვახვედრეთ.“

            #გიმნაზია#კოლეჯი_პრესტიჟი #პროფორიენტაცია#საერთაშორისო ურთიერთობები

            სურათების სრულად სანახავად გახსენით   ლინკი ⤵️✨

          • 8.12.2023

          • 🎄✨საშობაო ორცხობილების მასტერკლასი გიმნაზიაში

            #გიმნაზია#კოლეჯიპრესტიჟი კოლეჯი "პრესტიჟი"#პროფორიენტაციაკოლეჯი "პრესტიჟი"

            ვიდეოს სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️✨

          • 🎄საშობაო ორცხობილები

          • 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის და კოლეჯი "პრესტიჟის" თანამშრომლობის ფარგლებში ,  ესტონეთის  ქ. ოდა-ვირუმას პროფესიული სასწავლებლის პედაგოგები და სტუდენტები Erasmus + პროექტის ფარგლებშიგიმნაზიის V-XII კლასის  მოსწავლეებისათვის საშობაო ორცხობილების მასტერკლასს  წარმართავენ.

          • ✨🖌️🎨✏️

          • 🎨 გიმნაზიაში შობა-ახალი წლის შესახვედრად მზადება  დაიწყო.✨7 დეკემბერს გიმნაზიელებს მხატვარი-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური ეწვია და საახალწლო თემატიკის მასტერკლასი გამართა.სიხრულით სავსე სასწავლო დღე ერთობლივი ფოტოებით და მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრებით დასრულდა.

            სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️

          • სპორტი

          • ✨ფრენბურთელები ევროპას თელავში თამაშობენ.🏐გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები დღეს საქართველო -ესტონეთის თამაშს ესწრებიან.

            ვიდეოს სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე ⤵️

          • 🕊️

          • 🕊️23 წლის წინ ნეკრესელმა  მიტროპოლიტმა  სერგიმ (ჩეკურიშვილი)  ყვარელში  სამონასტრო ცხოვრება განაახლა და დედათა მონასტერი დააფუძნა. 

            🕊️დღეს, მონასტერს  დაარსების საიუბილეო დღე,   გიმნაზიის ფოლკლორულმა  გუნდმა მრავალჟამიერით  მიულოცა.ლოტბარი მერაბ მაისურაძე.

            🕊️ მონასტრის დედებს ,  წინამძღვარს იღუმენია თეკლას(კანანაძე) და ნეკრესის ეპარქიას სიყვარულით ვულოცავთ ამ  მნიშვნელოვან დღეს.

          • 04/12/2023

          • 4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები ნეკრესის ეპარქიის ტაძრებში  წირვას დაესწრნენ და სადღესაწაულო  მსახურებაში მიიღეს მონაწილეობა.  გიმნაზიის გუნდმა წირვის დასრულების შემდგომ დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერს დაარსებიდან 23 წლის იუბილე მრავალჟამიერით  მიულოცა.

          • 30/11/2023

          • 30 ნოემბერს ფრენბურთში, სასკოლო სპორტული  ოლიმპიადის ფარგლებში  მუნიციპალური თამაშები  გაიმართა.

            🥈ოლიმპიადაში მონაწილე შვიდ გუნდს შორის გიმნაზიის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა წარმატება მოიპოვა.

            🏐  შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

            #ყვარლისმუნიციპალიტეტი2023#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2023#გიმნაზიის_წარმატება_სპორტში

            სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️

          • გიმნაზიის წარმატება სპორტში.

          • 30 ნოემბერს ფრენბურთში, სასკოლო სპორტული  ოლიმპიადის ფარგლებში  მუნიციპალური თამაშები  გაიმართა.

            🥈ოლიმპიადაში მონაწილე შვიდ გუნდს შორის გიმნაზიის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა წარმატება მოიპოვა.

            🏐 შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

            #ყვარლისმუნიციპალიტეტი2023#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2023

          • 25 ნოემბერს - 152 წლის წინ დაიბადა ელისაბედ ორბელიანი (1871-1942) მთარგმნელი, პოეტი.

          • გიმნაზიის მოსწავლეები გაეცნენ ელისაბედ ორბელიანის ბიოგრაფიას და მის შემოქმედებას.

             

             ვაჟა:

            „რა მოვიგონო, ან რა დავწერო,

            დღე და ღამ ვსტირი, გულსა მწვავს სევდა,

            ერთი დარდი მაქვს, ერთი ნაღველი,

            საგნის ნაღველი – ქართველი დედა,

            იმასთან ერთად ივერის ბედი,

            დღეს უპატრონო, – მას უნდა შველა

            და ალბომებში ლექსების წერით

            გახდება რამეს ვაჟა-ფშაველა?!“


            აკაკი :

            „თვალად, ტანად, მიხვრა-მოხვრით

            პოეტურად შემკობილო,

            მომღიმარო, უებარო

            მოსაუბრე, ენა ტკბილო,

            ვით ცის მნათობს, გულის გამთბობს

            ვერ გაშორებ შორით თვალსა,

            სანამ შენგან გამოველი

            სანუგეშო მომავალსა.

            გახსოვდეს, რომ ქართველი ხარ,

            იმის ნიადაგზე მდგარი

            და მხოლოდ ის აგამაღლებს,

            ვით გაზრდილი მეგობარი“.

             

             

             

            #გიმნაზიის_ბიბლიოთეკა

        • ასევე შეამოწმეთ EduPage მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებისთვის. მიიღეთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სკოლიდან პირდაპირ თქვენს მობილურზე.