II- კლასი
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
II- კლასი
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
8 ოქტომბერი წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა. წმინდანის მადლი ფარავდეს ყველა მვედრებელს და მისი შემწეობით ღმერთმა აცხონოს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სული.
საღვთო სჯულის გაკვეთილი #ბიბლიოთეკაში.
პედაგოგი: ნანი არჩუაძე
საღვთო სჯულის გაკვეთილი ბიბლიოთეკაში.
პედაგოგი: ნანი არჩუაძე
🕊 4 ოქტომბერს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის მოწვევით, საჯარო შეხვედრა "თბილისის პროტოკოლის სკოლის " ხელმძღვანელმა ნინო ახალაიამ გამართა.
🕊 შეხვედრის თემა _ "თანამედროვე ქცევის კულტურა” .
🕊 ინტერაქტიული ხასიათის ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და საუბარი შეეხო სოციალურ, კორპორატიულ და ბიზნეს ეტიკეტს .
04.10.23#გიმნაზია
#ეტიკეტი
სრული ინფორმაციის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️
4 ოქტომბერს, 13:00 საათზე გიმნაზიის მოსწავლეები "თბილისის პროტოკოლის სკოლის " ხელმძღვანელს ნინო ახალაიას შეხვდებიან.საუბრის თემა : "თანამედროვე ქცევის კულტურა” .
2014 წლიდან ნინო ახალაია ხელმძღვანელობს თბილისის პროტოკოლის სკოლას. გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა გადამზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული ტრენერ-კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია “ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (British Accreditation Council for Independent Further & Higher Education (BAC) ), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.
გიმნაზიის გუნდში მიმდინარეობს გიმნაზიის მოსწავლეთა მიღება.
რეპეტიცია ჩატარდება
კვირას , 1ოქტომბერს, 14:00 საათზე .
ლოტბარი: მერაბ მაისურაძე
გუნდში ისწავლება: საგუნდო, ქალაქური და ხალხური სიმღერა.საეკლესიო გალობა.
#ქართველმა_ერმა გადაიხსნა გული და შიგ დაიმარხა ჯვარი პატიოსანი,
თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად დამარხული ჯვარი.
მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით,
ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა,
სისხლს ღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელით ვერავინ შეაცვლევინა.
წმინდა #ილია_მართალი_ჭავჭავაძე
#ჯვართამაღლების დღესასწაულს გილოცავთ!
#გიმნაზია
27 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში აფხაზეთის სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა.
⚽ ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ევროპული სპორტის კვირეულის ფარგლებში , 26 სექტემბერს გიმნაზიის ფეხბურთის გუნდმა სასკოლო მინი ფეხბურთის ტურნირში შთამბეჭდავად ითამაშა.
👑 26 სექტემბერს, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, გიმნაზიის მოსწავალეები და წარმომადგენლები დედოფლის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს გრემის მთავარანგელოზთა სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებაში.
🕊️გილოცავთ წმინდა დეფოფლის ხსენების დღეს და მადლობას ვუხდით გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ იოანე (ბალიაშვილს) მასპინძლობისთვის.
⚜️აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღესასწაულის სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ გრემის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დავანებული დედოფლის წმინდა ნაწილისთვის პატივი მიეგოთ.26.09.23
🕊️ ძვირფასო გიმნაზიელებო,⚜️ 30 სექტემბერს, 14 : 00 საათზე გიმნაზიის შერეულ გუნდში სასწავლო პროცესი განახლდება.✨მიიღეთ მუსიკის ხელოვნებით განცდილი ბედნიერი დღეების გამოცდილება .⚜️ შეისწავლეთ: საგუნდო, ქალაქური და ხალხური სიმღერები, საეკლესიო გალობა.⚜️ მუსიკის თეორია.⚜️ ჩაერთეთ კონცერტებსა და სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებში. 🎙️ლოტბარი და მოწვეული სპეციალისტი მერაბ მაისურაძე ✨#დღესასწაულებს_ვქმნით_ერთად.
🕊️ რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლასის დამრიგებლებს.
#გიმნაზია
#მუსიკა
🕊 ახალი სასწავლო წლის პირველი სპორტული წარმატება გიმნაზიაში.
🏆 ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთში, პირველი და მეორე ადგილის დამადასტურებელი ჯილდო და გამარჯვების თასი გიმნაზიელებმა მოიპოვეს.
🥇 I -ადგილი ნიკა კაზარაშვილი🥈 II- ადგილი ნიკა ქებაძე
⚜️ ღონისძიების ორგანიზატორი ყვარლის მუნიციპალიტეტი
#გიმნაზია
#სპორტული_დღიური
🕊️გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს.
⚜️დღეს, გიმნაზიის მოსწავლეები დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში ,VI საუკუნის დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს სტუმრობდნენ. სადღესასწაულო წირვაზე სასულიერო პირებმა გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და თანამშრომლები დალოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
⚜️მადლობას ვუხდით დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშმშობლის სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარს იღუმენია თეკლას ( კანანაძეს) გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის მიმართვა გიმნაზიის პირველკლასელებს: ძვირფასო პირველ კლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. თქვენმა მობრძანებამ გიმნაზიას სიხარული,ძალა და იმედი შემატა. გისურვებთ წარმატებას, ულევ სიხარულს და ბედნიერ დღეებს.გიმნაზიის დამფუძნებელის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის დარიგება გიმნაზიამ ანდერძად მიიღო და თქვენც გიზიარებთ. „დაიმახსოვრეთ : თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის გადახდა, თქვენ გექნებათ მშვიდობა. მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს. იშრომეთ, ირწმუნეთ ღმერთი, ილოცეთ და გიყვარდეთ.“მეუფე სერგის დადგენილი წესის თანახმად, გიმნაზიამ ყველა პირველ კლასელს , სასწავლო წიგნების სრული კრებული საჩუქრად გადაეცა.
🕊️19 სექტემბერს, მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ხონაში აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეს , ნეკრესის ეპარქიაში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა და დიაკვნად ხელდასხმა შესრულდა.
🕊️წირვის დასასრულს ნეკრესელი მიტროპოლიტი სეგის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მეუფე სერგის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.
✨გიმნაზიის სახელით ვულოცავთ დეკანოზ ბენიამენ ჩიხორლიშვილის ოჯახს დიმიტრი ჩიხორლიშვილის დიაკვნად კურთხევას
და მადლიერერებას გამოვხატავთ გიმნაზიის დამაარსებლის, ჩვენი მოძღვრის და მასწავლებლის მეუფე სერგის მიმართ იმ ღვაწლისათვის,რომელიც თავისი საწყმსოს და სამშობლოს მიმართ დაუღალავი შრომით გასწია..19.09.23
19 სექტემბერი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის ,ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების დღეა.
გიზიარებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია II_ის სამძიმრის წერილს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის #სამძიმარი ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო
62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილიმა). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა. ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა. მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებელი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო. ვუსამძიმრებთ მათ, ვუსამძიმრებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მრევლს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს და შევთხოვთ უფალს, თვისი წყალობა და შეწევნა არ მოაკლოს მეუფე სერგის უკვდავ სულს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ!
14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება ინდიქტიონისა ანუ საეკლესიო ახალი წლისა.
🕊ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო.
#გვირგვინი_წელიწადისა
Powered by aSc EduPage