#ნეკრესისეპარქიის_სიახლენი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ნეკრესის ეპარქიამ 3-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის 60 გოგონას უმასპინძლა.„საზაფხულო ბანაკში „ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძებების საშუალებით გაცნობოდნენ ქრისტიანული და ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქტიური დასვენების კულტურას, შეესწავლათ ხელსაქმე, სიმღერა, ძველ-ქართული დამწერლობა და გაეუმჯობესებინათ სოციალური უნარები.− „ შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი 2023 „- ის თემა : მეგობრობა
ჩატარებული ღონისძებები✨ შემეცნებითი საუბრები:სტუმრები ნეკრესის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (პავლიაშვილი) ლომისციხის იოანე მხედრის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი დავითი ( კირკიტაძე ) მარინა ლომიძე, ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი საუბრის თემა : „ჯანსაღი კვება“ ქეთევან ვასაძე კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი -თემა „კონფლიქტის ქცევითი სტრატეგიები“. გიორგი კალანდია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ,ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი . საუბრის თემა “ ქართველ მეფე-დედობალთა სამოსი“
✨ ქართული დამწერლობა _ხუცური ანბანი (შესწავლა) -მასწავლებელი მონაზონი ნატალია (კერესელიძე)✨ ხელსაქმე - (ბისერები , ქარგვა, ხენაკეთი სამაჯურების შექმნა) - მასწავლებელი ნინო შუშტაკაშვილი ✨ ექსკურსია - ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი . შემეცნებითი, საფეხმავლო ეკოტური წარმართა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ . ბანაკის მონაწილეებს ნაკრძალში უმასპინძლეს დეპუტატმა გურამ მაჭა რაშვილმა , ლაგოდეხის საკრებულოს თანამშრომლებმა და თავჯდომარემ კარლო ჯამბურიამ. ინტერაქტიიური შეხვედრის საუბრის თემა - მეგობრობა .✨ ექსკურსია და მომლოცველობა - ალავერდი, გრემი, დუბის დედათა მონასტერი ყვარელში.✨ სპორტი: დილის გამამხნევებელი ვარჯიში (ჩოგბურთი,ბადბიგტონი,მაგიდის ჩოგბურთი, ლახტი,ჰულაჰუპი...)✨ მხიარული სტარტები - დაჯილდოების ცერემონია ორგანიზატორი გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი იოანე ( ბალიაშვილი ) გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ პერსონალური საჩუქრები.✨ მეუფე სერგის სახელობის ყოველწლიური ტურნირი ფრენბურთში - მსაჯი მანანა კოჭლამაზაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უფროსი თაობის წარმომადგენელი . ტურნირში მონაწილეობდა 4 გუნდი. მოთამაშეები და გამარჯვებული გუნდი დასკვნით საღამოზე სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ✨ სტუმრობა თელავის #ბავშვთა_ქალაქში -მასპინძელი დავით და ლევან ფეიქრიშვილები.✨ კულინარიული კონკურსი - საპატიო ჟიურის წარმომადგენელი გიორგი მანგოშვილი. (მონაწილეობდა 6 გუნდი დასკვნით საღამოზე გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული გუნდები)✨ ინტელექტუალური თამაში _ რა? სად? როდის? (მონაწილეობდა 6 გუნდი, დაჯილდოება გაიმართა დასკვნით საღამოზე.✨ ცეკვა✨ სიმღერის გაკვეთილები -მასწავლებელი ელენე ბერიძე ✨ ხატვა✨ ჭადრაკი✨ შემოქმედებითი ღონისძიებები. „ემეგობრე ბუნებას“, „ემეგობრე მშობლიუ ენას“, ინსცენირება ლიტ . ნაწარმოებიდან , შემაჯამებელი ღონისძნება.
11 აგვისტოს მონაწილეებმა ბანაკის 5 წლის იუბილე მშობლებთან ერთად დასკვნით ღონისძიებით აღნიშნეს .შემეცნებით საზაფხულო ბანაკი ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ 2019 წელს დააფუძნა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ , მიტროპოლიტი თეოდორეს (ჭუაძე) ლოცვა-კურთხევით დღესაც გრძელდება და ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას .მადლობას ვუხდით წმინდა სერგი რადონეჟელის სახ.დედათა მონასტერს , იღუმენია მართას (კერესელიძე) და მონასტერის დობას საოცარი მზრუნველობის, მშვიდი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოსთვის. მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის საქართველოს საპატრიარქოს ,ყველა მოწვეულ სტუმარს , მასწავლებლებს, ჟიურის წარმომადგენლებს, მონაწილეებს, მეუფე სერგის და ახლა უკვე ბანაკის მეგობრებს.პატივისცემით , არჩუაძე გიორგი,არჩუაძე თამარი„შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი 2023“ -ის შემოქმედებითი და საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელები.
აგვისტო 2023 წელი