🕊️🏆 ნეკრესის ეპარქიის შემეცნებით საზაფხულო ბანაკში მონაწილე გიმნაზიის მოსწავლეებმა მეუფე სერგის სახელობის ფრენბურთის ტურნირში წარმატებით ითამაშეს და ყოველწლიური ტურნირის მთავარი ჯილდო მოიპოვეს.
#ნეკრესისეპარქიის_სიახლენი2023წ.
🕊️🏆 ნეკრესის ეპარქიის შემეცნებით საზაფხულო ბანაკში მონაწილე გიმნაზიის მოსწავლეებმა მეუფე სერგის სახელობის ფრენბურთის ტურნირში წარმატებით ითამაშეს და ყოველწლიური ტურნირის მთავარი ჯილდო მოიპოვეს.
#ნეკრესისეპარქიის_სიახლენი2023წ.
🌳ეკოტური ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში.
საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შემეცნებითი ბილიკი გაიარეს.
🌳ბუნების მეგობრებმა ისტორიასთან ერთად მრავალი საინტერესო ფაქტი და ამბავი შეიტყვეს ნაკრძალის ბინადართა შესახებ და გაეცნენ ეკოტურის მნიშვნელობას.
🌳 ტურის მასპინძელი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულამანიძე , დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ლაგოდეხის საკრებულოს თავჯდომარე კარლო ჯამბურია.
#ნეკრესისეპარქიის_სიახლენი
ნეკრესის ეპარქიამ საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით , 3-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის 60 გოგონას უმასპინძლა.„საზაფხულო ბანაკში „ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძებების საშუალებით გაცნობოდნენ ქრისტიანული და ჯანსაღი ცხოვრების წესს , აქტიური დასვენების კულტურას , შეესწავლათ ხელსაქმე, სიმღერა, ძველ-ქართული დამწერლობა და გაეუმჯობესებინათ სოციალური უნარები.− „ შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი 2023 „- ის თემა : მეგობრობა.
.#ემეგობრებუნებას
🕊ერთმანეთს საზაფხულო ბანაკში შეხვდენენ, გულები ღვთის სათნოდ აანთეს, დამეგობრდნენ და სამზარეულოში თავისი გუნდებით გალაქტიკა შექმნეს. 🍽ყველაზე გემრიელ კონკურსს და გონიერ კონკურსანტებს ჟიურიმ ობიექტური შეფასება მისცა.
#შემეცნებითი_საზაფხულო_ბანაკი 2023
#ნეეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
11აგვისტოს შემეცნებით საზაფხულო ბანაკში , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე: „ქართველ მეფე - დედოფალთა სამოსი“ გაიმართა.
შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
🎞️ იხ. #ამონარიდი⬇️
🕊როგორც ცნობილია ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერმა საზაფხულო ბანაკის ფარგლებში 7-დან -18 წლამდე ასაკის 60 გოგონას უმასპინძლა .
🕊ბანაკის მონაწილეებს 10 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადსხვა შემეცნებით საუბრებსა და კულტურულ ღონისძებებში.
#ნეკრესისეპარქია
🎼 მუსიკის გაკვეთილი.პედაგოგი ელენე ბერიძე
#ნეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
🕊ნეკრესის ეპარქიამ ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის 60გოგონას უმასპინძლა.
🕊 საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერია საქართველოს საპატრიარქო.
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.
ღმერთმა აცხონოს სამშობლოს მშვიდობისა და ერთობისათვის მებრძოლი გმირები
✨გილოცავთ 18 ივლისი ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა.🕊️გიმნაზიის დამფუძნებელი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი მფარველი წმინდანის დღეს ყოველთვის სადღესასწაულო წირვით აღნიშნავდა მღვდელმთავრებთან, ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად . 🕊️ტრადიცია დღესაც გრძელდება.🕊️ შევთხოვთ ღირს წმინდა მამა სერგირადონეჟელს , მეუფე სერგის სულის საცხოვნელად მეოხ იყოს ღვთის წინაშე.#ლოცვა წმინდა სერგი რადონეჟელისადმი.ჵ, საჩინოო, ახოვანო სასწაულთმოქმედო და განსაცდელსა და მწუხარებათა შინა საკჳრველად მსწრაფლ შემწეო ჩუენო, ღირსო მამაო სერგი! აწ მოგუფინე ტკბილი მადლი ლოცვისა შენისაჲ და მოგუმადლე მცირე ჟამეული ესე ცხორებაჲ, უვნებელად წარვლოთ და სათნო ვეყუნეთ სამებასა ყოვლად წმიდასა. მოგუანიჭე აღსარებით შემუსრვაჲ სულისაჲ და სინანულით განწმედაჲ გულისაჲ, რაჲთა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა და შენთანა ვუგალობდეთ სამებასა წმიდასა: ალილუია
გილოცავთ წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს.
🌿დღეს, გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს.
🕊️ჩვენმა ვერცხლისფერმა ბაღმა ნაყოფის ნიშანი მოგვცა და გაგვახარა.
🌿დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობას გიხდით ერთსულოვნებისა და მხარდაჭერისთვის.#იხარეთდაგვახარეთ#ადმინისტრაცია
10 ივნისს , დილის 08:00 საათიდან - 11:00 საათამდე გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში გაწმენდითი სამუშაო ჩატარდება.
VII-XII კლასელ ბიჭებს ნერგების მოვლაში მონაწილეობის სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში გელოდებით ხვალ გიმნაზიაში.
ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები.
ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.
საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე , ცენტრში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა აბიტურიენტებს მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 40% -იან საშეღავათო პირობას სთავაზობს.
დღეს 20 ივნისს 2- საათზეა ვარჯიში.
გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები ,მწვრთნელი მანანა კოჭლამაზაშვილი და გიმნაზიის წარმომადგენლები თბილისში ევროპის ვერცხლის ლიგის თამაშებს ესწრებიან .
👩🦰ქალები🇬🇪 საქართველო VS პორტუგალია 🇵🇹
🧑მამაკაცები 🇬🇪 საქართველო VS უნგრეთი 🇭🇺 🗓 17 ივნისი 2023
.
16 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდება.
გელოდებით 🕊️
⚽️ 15 ივნისს, გიმნაზიის და გრემის მთავარანგელზთა სახელობის საკვირაო სკოლის ფეხბურთის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდა.
⚽️ მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები მანანა სეფაშვილი და თამარ ავაზაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა პრაქტიკულ კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.
საკვლევ მასალას წყალი, ნიადაგი და ხილი წარმოადგენდა.
მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს თანამშრომლობისათვის.
#ყვარლისგიმნაზია
#პრაქტიკულისწავლება
#პროფორიენტაცია
Powered by aSc EduPage