სიახლეები
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა- გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ სკოლა-გიმნაზიის VIII -XI კლასის მოსწავლეებთან ერთად ქ. ყვარლის მახლობლად მდებარე, ე.წ. დოლოჭოპის IV-V საუკუნეების სატაძრო კომპლექსი და ნაქალაქარ ნეკრესის ისტორიული უბნები დაათვალიერა. 🕊️გიმნაზიელებს მეგზურობა საქართველოში უდიდესი ქრისტიანული ბაზილიკის პირველმკვლევარმა, პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ გაუწია. ✨ბატონმა ნოდარმა მოსწავლეებს უამბო, თუ როგორ აღმოაჩინა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყვარლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ეს საოცარი ქრისტიანული ტაძარი, რომელმაც სრულიად შეცვალა ქართველ ისტორიკოსთა წრეებში 8 ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებული წარმოდგენა, თითქოს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად დამკვიდრებიდან საუკუნენახევრის განმავლობაში, ქართლის სამეფოში მხოლოდ მომცრო, არაკანონიკური გეგმარების ტაძრები იგებოდა. ✨"დიდებული ტაძარი მაშინ სამეფო ქალაქ ნეკრესის ერთ-ერთ გამოცოცხლებულ უბანში იდგა," აღნიშნა ბატონმა ნოდარმა და დასტურად მოსწავლეები ბაზილიკასთან ოდნავ მოშორებით მდებარე სამეურნეო სახელოსნოების დაზვერვით გათხრებზე მიიყვანა. იმ წუთიდან ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა დაუვიწყარი ემოცია განიცადეს , რადგან აგურით ნაგები კერამიკის გამოსაწვავი ქურის გამოვლენაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა. 🕊️ცნობისთვის,აღნიშნული ღონისძიება და სამუშაოები წელს ყვარლის არასამთავრობო ორგანიზაცია "ბოგირის" ხელმძღვანელის გიორგი ივანიშვილის მხარდაჭერით ტარდება. 🕊️მადლობას ვუხდით პროფესორ ნოდარ ბახტაძეს არქეოლოგიურ ექსპედიციაში სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ჩართულობისა და მათთვის შთამბეჭდავი გამოცდილების მიღების ხელშეწყობისათვის. მადლობას ვუხდით თენგო ამონაშვილს ახალბედა მკვლევარების მხარდაჭერისათვის. #პროფორიენტაცია #მკვლევარი #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია2025
🕊️🇬🇪👑საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის XII და V კლასის მოსწავლეებმა მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305 წლის იუბილე შემოქმედებითად აღნიშნეს. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025 წელი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა -გიმნაზიის მოსწავლეებმა "ექსპერიმენტორიუმში" ის ექსპონატები მოინახულეს რომლებიც მათემატიკის, ფიზიკის, ანატომიის, ქიმიის და ბიოლოგიის რთული კანონების მარტივად აღქმაში დაეხმარებათ. ✨ აღსანიშნავია,რომ 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრს, სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელს ნინო შუხოშვილს მოსწავლეებისთვის საჩუქრად "ექსპერიმენტორიუმში" სასკოლო ექსკურსიის ვაუჩერი გადაეცა. 🕊️მიმდინარე სასწავლო წელს ნინო მასწავლებელმა აღნიშნული საჩუქარი სკოლა- გიმნაზიის მასწავლებელთან და მოსწავლეებთან ერთად გაიზიარა.რასაც სამეცნიერო მუზეუმში სტუმრობა და გიმნაზიელთა შემეცნებითი , შთამბეჭდავი გამოცდილება მოჰყვა. #სახალისო_მეცნიერება #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
🇬🇪🕊️ა.წ. 20-22 და 27-31 ოქტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ლუკა თუშურაშვილმა და თამარ არჩუაძემ მონაწილეობა მიიღეს 2009–2010 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის გამართულ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში ფრენბურთში. ✨მოხარული ვართ, რომ თამარის და ლუკას სპორტული წარმატების გზა სკოლა-გიმნაზიის ფრენბურთის გოგონათა და ვაჟთა გუნდებიდან დაიწყო. ✨რეგიონალური თამაშების შემდეგ, გიმნაზიელები რეგიონში გამარჯვებული გუნდების "თელავი" და "გურჯაანის" ნაკრებში სათამაშოდ შეარჩიეს. რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონატში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ♥️ 🏐 მადლობას ვუხდით თელავის ფრენბურთის კლუბის გოგონათა გუნდის მწვრთნელს ვანო დვალს და გურჯაანის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდის მწვრთნელს რეზო ჯალაღანიას სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ნდობისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის. 🏐აღსანიშნავია "თელავისა" და "გურჯაანის" გუნდების მოთამაშეების მიერ გამოვვლენილი გუნდურობა და ყურადღება ახალი წევრების მიმართ. 🏐მადლობას ვუხდით სკოლა- გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა გუნდების მწვრთნელს მანანა კოჭლამაზაშვილს მიღწეული წარმატებებისათვის. 🏐მადლობას ვუხდით ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგის კახეთში ფრენბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. 🕊️ლუკას და თამარს კი წარმატებას ვუსურვებთ დიდ ფრენბურთში . #სპორტი #წარმატების_გზა
⚽ყვარლის რაიონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში გაიმართა. 🕊️სკოლა-გიმნაზიის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდმა 11 გუნდს შორის მეორე ადგილი მოიპოვა. #მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი. #მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის #სპორტი #ყვარლის_მუნიციპალიტეტი
#გილოცავთ✨ 🕊🏆საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებზე მაგიდის ჩოგბურთში I ადგილი მოიპოვეს. 🏆🥇გამარჯვებულმა გუნდებმა თასებთან, მედლებთან და სიგელებთან ერთად რეგიონალურ თამაშებზე უფლება მოიპოვეს. #ყვარლის_მუნიციპალური_თამაშები #გიმნაზია #სპორტი #სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2025 #გიორგობის_თვე
🕊️შრომის გაკვეთილი: თემა: პოლიეთილენის (პლასტმასის ) მილების უთოთი შედუღება. #პროფორიენტაცია
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის დაწყებითი კლასების კათედრამ იაკობ გოგებაშვილის 185 წლის იუბილეს კვირეული მიუძღვნეს. ✨ პირველმა კლასმა ანბანის შემობრძანება დღესასწაულად აქცია. ✨ ll -lll კლასებში მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით წაკითხული ეპიზოდები და საყვარელი გმირები გააცოცხლეს, დაწერეს მისალოცი ბარათები, შექმნეს ილუსტრაციები და შთამბეჭდავ ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებიც თავად შეასრულეს. ✨ საბავშვო მწერლისა და "დედა ენის " ავტორის იუბილისადმი მიძღვნილ კვირეულს , #მეოთხე კლასებში მშობლების ჩართულობით დაგეგმილი შემოქმედებითი ღონისძიება დაასრულებს. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია .
დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე პეტრე ჯანგიძე სკოლაში გამოვლენილი გულისხმოერებისა და მზრუნველობისათვის დასაჩუქრდა. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
ძვირფასო მასწავლებლებო, <3 სიყვარულით და მოსწავლეთა გულწრფელი ემოციებით გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს.
🕊️იაკობ გოგებაშვილი გენიოსი იყო იმ გაგებით,რომ ზუსტ დროს იპოვა სწორი სიტყვა -"დედა ენა" ქართული ენის დაცვამ იმ დროს მოითხოვა ასეთი ემოციური მცნება. #ვინფრიდ ბოედერი გერმანელი ენათმეცნიერი , ქართველოლოგი. 🕊️27 ოქტომბერი #იაკობ_გოგებაშვილის დაბადების დღეა. #ყვარლისსკოლა_გიმნაზია
1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი
🍁✨🕊️გიმნაზიის მესამე კლასში პროექტული სწავლების ფარგლებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 🕊️ამჯერად ბუნებისა და ხელოვნების გაკვეთილის გაერთიანებით "შემოდგომის ფოთლების მეჯლისი მოეწყო." 🍁მოსწავლეებმა სწავლა-კეთებით პროცესში ბუნების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და შემოქმედებითი უნარები ერთმანეთს დაუკავშირეს და ეფექტურად წარმოადგინეს. 🏫მასწავლებლები: #საგანი_ხელოვნება -კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი ნანა ჯანიკაშვილი. #საგანი _ბუნება მასწავლებელი თამრიკო ავაზაშვილი. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
#მილოცვა. #მუნიციპალური_თამაშები #ყვარელი ⚽ ყვარელში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში გოგონათა შორის გაიმართა. 🏆ღირსეულ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გამარჯვებით და თასის მოპოვებით დასრულდა. #მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი. 👏 სკოლა-გიმნაზიის გუნდი გაზაფხულზე ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებს. #ვულოცავთ გოგონებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც.
#მილოცვა 🕊️სკოლა-გიმნაზიის მეხუთე კლასელებმა იუბილარ დამრიგებელს გულწრფელი ემოციები და სიყვარული გაუზიარეს. ✨ვუერთდებით დაბადების დღის მილოცვებს და ღვთის მადლით ულევ სიხარულს ვუსურვებთ მარინა მასწავლებელს♥️ @Marine Mzeqalashvili
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პირველმა კლასმა ანბანის დიდებულ სამყაროში შებრძანება სადღესასწაულო ვითარებაში აღნიშნა. ✨ნინო მასწავლებელმა პატარა გიმნაზიელებს ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. ☀️ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ქართული ანბანის გაცნობას და წარმატებას ვუსურვებთ მათ♥️
#შრომის_გაკვეთილები ყვარლის #სკოლა-გიმნაზიაში. 🕊️გიმნაზიის VII-VIII კლასის მოსწავლეები სათბურის მოწყობისა და მცენარეების გამოყვანის ძირითად ეტაპებს პრაქტიკულად სწავლობენ. 🕊️ ამჯერად გაკვეთილი სათბურში მწვანილის დათესვას დაეთმო. #შრომის_გაკვეთილების მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ: ✅ ეკოლოგიური ცნობიერება, ✅ პასუხისმგებლობა ; ✅გუნდური მუშაობის უნარები ; 🍀 აგრარული და პრაქტიკული ცოდნა. #შრომის გაკვეთილი გიმნაზიელებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიცნონ სხვადასხვა პროფესიები და გააცნობიერონ პროფესიული ინტერესები. #თესვა #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წელი
#მარცვლობანა ⚜️თემა-მარცვალი 📚საგანი-ქართული #კლასი_პირველი. ✨ნინო მასწავლებელმა წინა საანბანო პერიოდი საინტერესო ღონისძიებებით დაიწყო. პატარა გიმნაზიელები გაწაფული კითხვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს სწავლა-თამაშით ეუფლებიან. ✨ #მარცვლობანა-ფონოლოგიური და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებისთვის, სიხარულით სავსე, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობაა ,რომელსაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი. #კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი _ნინო ლომიძე #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
🕊️🍎სკოლა-გიმნაზიის მეორე კლასელებმა გიმნაზიის ვაშლის ბაღში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა "სირცხვილის აშორება" გააცოცხლეს. ⚜️ მოთხრობის ინსცენირებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. #მასწავლებელი თიკო ყულიჯანიშვილი. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წელი
🕊️ #წიგნის_დღე_გიმნაზიაში 📚ყოველ ხუთშაბათს სკოლა_გიმნაზიის ბიბლიოთეკის აფხაზეთის სახელობის სამკითხველოში წიგნის გაცნობის, წაკითხულის გააზრების,საყვარელი ლიტერატურული გმირების აღმოჩენისა და დიდი მეგობრობის დღეა. #სკოლის_ბიბლიოთეკა #ხუთშაბათობა #ემეგობრეწიგნს
სიახლეების არქივი