სიახლეები
#მილოცვა. #მუნიციპალური_თამაშები #ყვარელი ⚽ ყვარელში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში გოგონათა შორის გაიმართა. 🏆ღირსეულ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გამარჯვებით და თასის მოპოვებით დასრულდა. #მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი. 👏 სკოლა-გიმნაზიის გუნდი გაზაფხულზე ასპარეზობას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებს. #ვულოცავთ გოგონებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც.
#მილოცვა 🕊️სკოლა-გიმნაზიის მეხუთე კლასელებმა იუბილარ დამრიგებელს გულწრფელი ემოციები და სიყვარული გაუზიარეს. ✨ვუერთდებით დაბადების დღის მილოცვებს და ღვთის მადლით ულევ სიხარულს ვუსურვებთ მარინა მასწავლებელს♥️ @Marine Mzeqalashvili
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პირველმა კლასმა ანბანის დიდებულ სამყაროში შებრძანება სადღესასწაულო ვითარებაში აღნიშნა. ✨ნინო მასწავლებელმა პატარა გიმნაზიელებს ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. ☀️ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ქართული ანბანის გაცნობას და წარმატებას ვუსურვებთ მათ♥️
#შრომის_გაკვეთილები ყვარლის #სკოლა-გიმნაზიაში. 🕊️გიმნაზიის VII-VIII კლასის მოსწავლეები სათბურის მოწყობისა და მცენარეების გამოყვანის ძირითად ეტაპებს პრაქტიკულად სწავლობენ. 🕊️ ამჯერად გაკვეთილი სათბურში მწვანილის დათესვას დაეთმო. #შრომის_გაკვეთილების მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ: ✅ ეკოლოგიური ცნობიერება, ✅ პასუხისმგებლობა ; ✅გუნდური მუშაობის უნარები ; 🍀 აგრარული და პრაქტიკული ცოდნა. #შრომის გაკვეთილი გიმნაზიელებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიცნონ სხვადასხვა პროფესიები და გააცნობიერონ პროფესიული ინტერესები. #თესვა #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წელი
#მარცვლობანა ⚜️თემა-მარცვალი 📚საგანი-ქართული #კლასი_პირველი. ✨ნინო მასწავლებელმა წინა საანბანო პერიოდი საინტერესო ღონისძიებებით დაიწყო. პატარა გიმნაზიელები გაწაფული კითხვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს სწავლა-თამაშით ეუფლებიან. ✨ #მარცვლობანა-ფონოლოგიური და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებისთვის, სიხარულით სავსე, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობაა ,რომელსაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი. #კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი _ნინო ლომიძე #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია
🕊️🍎სკოლა-გიმნაზიის მეორე კლასელებმა გიმნაზიის ვაშლის ბაღში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა "სირცხვილის აშორება" გააცოცხლეს. ⚜️ მოთხრობის ინსცენირებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. #მასწავლებელი თიკო ყულიჯანიშვილი. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წელი
🕊️ #წიგნის_დღე_გიმნაზიაში 📚ყოველ ხუთშაბათს სკოლა_გიმნაზიის ბიბლიოთეკის აფხაზეთის სახელობის სამკითხველოში წიგნის გაცნობის, წაკითხულის გააზრების,საყვარელი ლიტერატურული გმირების აღმოჩენისა და დიდი მეგობრობის დღეა. #სკოლის_ბიბლიოთეკა #ხუთშაბათობა #ემეგობრეწიგნს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ნეკრესის ეპარქიის მმართველს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის დირექტორს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ვულოცავთ ლაგოდეხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას.
#შრომის_გაკვეთილები ყვარლის #სკოლა-გიმნაზიაში. 🕊️გიმნაზიის V-VIII კლასის მოსწავლეები სათბურის მოწყობისა და მცენარეების გამოყვანის ძირითად ეტაპებს პრაქტიკულად სწავლობენ. #შრომის_გაკვეთილების მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ: ✅ ეკოლოგიური ცნობიერება, ✅ პასუხისმგებლობა ; ✅გუნდური მუშაობის უნარები ; ასევე შეიძინონ აგრარული და პრაქტიკული ცოდნა. 🕊️ ამ დროისთვის მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით განხორციელებულია სათბურის მოწყობის მოსამზადებელი ეტაპი: ✅ ადგილის შერჩევა, ✅ ტერიტორიის მოსწორება, ✅კარკასის აწყობა, ✅ ნიადაგის მომზადება; #შრომის გაკვეთილი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიცნონ სხვადასხვა პროფესიები და გააცნობიერონ პროფესიული ინტერესები. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წელი.
🕊️ 10 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პირველ კლასელებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა. 🍇 მოსწავლეებმა ყურძენი გიმნაზიის საკოლექციო ვენახში საკუთარი ხელით დაკრიფეს . ✨ბავშვები რთველს შემოქმედებითად მიუდგნენ იმღერეს, იცეკვეს,ლექსი წაიკითხეს და კარგად მოილხინეს. 🍇ღონისძიება 2017 წლიდან ყოველ ღვინობის თვეს , სასკოლო პროექტის "#ვაზის_ქომაგების" ფარგლებში ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით და სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის ინიციატივით ხორციელდება. #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წელი
📚გაკვეთილის თემა: ✨,,ძვირფასი ყუთი" ✅გაკვეთილის მსვლელობისას ხატია მასწავლებელმა მოსწავლეებს ალექსანდრე მაკედონელის და ჰომეროსის ბიოგრაფია გააცნო . საუბარი ჰქონდათ ბერძნული ლიტერატურის უძველეს ნიმუშზე _"ილიადა". 🙋 გაკვეთილი საინტერესო მსჯელობით დასრულდა . 📚მოსწავლეებმა სხვადასხვა ვერსიები გააჟღერეს იმის შესახებ თუ რა შეიძლება ჩაედო ალექსანდრე მაკედონელს ძვირფას ყუთში. მასწავლებელი ხატია ჭაღოშვილი #ყვარლის_სკოლა_გიმნაზია 2025-2026 სასწავლო წელი.
#სახალისო თავგადასავლები და ახალი გამოცდილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. #სკოლა_გიმნაზია
#შრომის_გაკვეთილები სკოლა-გიმნაზიაში. გაკვეთილების მიზანია, მოსწავლეებს დაეხმაროს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში რომლებიც ყოფით ცხოვრებაში პრაქტიკულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. #2025_2026
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელს #ნათელა_წიქარიშვილს ვულოცავთ დამსახურებულ აღიარებას. ⚜️ მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოების ცერემონია ა. წ. 2 ოქტომბერს ყვარელში ჩატარდა. ⚜️აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურს ცენტრის ჩართულობით გაიმართა.
🕊️ #პირველიკლასი #მათემატიკა #ციფრი1 #ჩვენითავგადასავლიიწყებააქ 👇🏻 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის #სკოლა_გიმნაზია . #გაკვეთილის მიზანი: ✨ციფრ 1-ის გაცნობა და წერის ტექნიკის შესწავლა; ✍️ნატიფი მოტორული უნარების განვითარება; ✨რაოდენობების ამოცნობა და დათვლით ანგარიშზე გადასვლა. ⚜️#დამრიგებელი და მასწავლებელი ნინო ლომიძე
⚜️#საგანი მათემატიკა #თემა: ფულის ერთეულების გაცნობა. 🌸თიკო მასწავლებელმა მეორე კლასელებს ფულის ერთეული გააცნო, პატარა გიმნაზიელები საკითხს შემოქმედებითად მიუდგნენ . როლური თამაშის პრინციპით "პატარა კახელების ბაზრობა" მოაწყეს და მინიჭებულ როლებს თავი შესანიშნავად გაართვეს. #მეორე_კლასი #დამრიგებელი თიკო ყულიჯანიშვილი #სკოლა_გიმნაზია #ჩვენ♥️მათემატიკა
🕊️📢🏆🏓⚽ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სპორტულ კვირეულში, ყვარლის მუნიცაპილეტეტში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიამ 3 თასი და საპრიზო ადგილები მოიპოვა. 🏆 ⚜️წარმოგიდგენთ თამაშებში წარმატებით მოასპარეზე გიმნაზიელებს, რომლებმაც სკოლის გუნდს ქულები და წარმატება მოუტანეს მაგიდის ჩოგბურთი: #გუნდური თამაში პეტრე ჯანგიძე;საბა ტატურაშვილი: #ინდივიდუალური თამაში : ნიკოლოზ სოლომნიშვილი; ილია არჩუაძე. ⚽#მინი_ფეხბურთი: #ლექსო სისაური -5 გოლი; #ნიკოლოზ ყველაიძე-1 გოლი #ილია არჩუაძე-1გოლი #გიორგი ბაიდოშვილი- 1 გოლი (პენალი) #გოგონათა_გუნდი გამორჩეული მოთამაშე #ნია ბაზანაშვილი-1გოლი. ევროპის სასკოლო სპორტის თამაშები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება. "🏅 რა არის ევროპის სასკოლო სპორტის დღე? 🏅 👉ევროპის სასკოლო სპორტის დღე (European School Sport Day - ESSD) არის მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც საქართველო ყოველწლიურად აქტიურად ერთვება. ის სექტემბრის ბოლოს აღინიშნება. 📢მისი მთავარი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის დანერგვა. 👉📅 ყოველწლიურად მასში მონაწილეობს ათასობით სკოლა ევროკავშირის მასშტაბით. 🙌ეს არ არის მხოლოდ ერთი დღე, ეს არის მოწოდება, რომ სპორტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს და სიმბოლურია, რომ სწორედ ევროპის სასკოლო სპორტის დღეს იხსნება ახალი სასკოლო სპორტის სეზონი. 🤔 რატომ არის ევროპის სასკოლო სპორტის დღე მნიშვნელოვანი? ▪️სეზონის გახსნა - ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან ერთად სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი სეზონი იხსნება ▪️ჯანმრთელობა - რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ▪️განათლება - სპორტი გვასწავლის დისციპლინას, გუნდურ მუშაობას, გამძლეობას და მიზნის მიღწევის მნიშვნელობას ▪️მეგობრობა - სპორტული აქტივობები აძლიერებს მეგობრულ კავშირებს, ხელს უწყობს კომუნიკაციას და გვეხმარება ახალი უნარების შეძენაში 🔊ეს დღე ერთგვარი შეხსენებაა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისა და მასწავლებლებისთვის, რომ ჯანსაღი სხეული ჯანსაღი გონების საფუძველია." #ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. მ ხ ა რ დ ა მ ჭ ე რ ე ბ ი: საქართველოს სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee #სასკოლო_სპორტის_კვირეული_2025 #ევროპის_სასკოლო_სპორტის_დღე #BeActive #ESSD2025
#გილოცავთ! 🥇🏆 ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში სკოლა- გიმნაზიის გოგონათა გუნდმა ყვარლის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. #მასწავლებელი_ვანო_უსეინაშვილი
#გილოცავთ ევროპის სასკოლო სპორტის კვრეულის ფარგლებში სკოლა-გიმნაზიამ მაგიდს ჩოგბურთში წარმატება მოიპოვა. #გამარჯვება #გიმნაზია
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი არჩუაძე მოსწავლეებთან ერთად ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. "იუბილე თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ახალმა პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს სამხედრო ფიცი. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. " აღსანიშნავია, რომ გიმნაზიელთა გასვლითი ღონისძიება მშობელთა ჩართულობით გაიმართა რაც მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ერთობისა და მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებისათვის.
სიახლეების არქივი