გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს!04/12/2023
#გიმნაზია
#გიმნაზიის_ფოლკლორული_გუნდი
#დუბის_მონასტრის_იუბილე23
#დღესასწაულები
გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს!04/12/2023
#გიმნაზია
#გიმნაზიის_ფოლკლორული_გუნდი
#დუბის_მონასტრის_იუბილე23
#დღესასწაულები
🕊️23 წლის წინ ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ყვარელში სამონასტრო ცხოვრება განაახლა და დედათა მონასტერი დააფუძნა.
🕊️დღეს, მონასტერს დაარსების საიუბილეო დღე, გიმნაზიის ფოლკლორულმა გუნდმა მრავალჟამიერით მიულოცა.ლოტბარი მერაბ მაისურაძე.
🕊️ მონასტრის დედებს , წინამძღვარს იღუმენია თეკლას(კანანაძე) და ნეკრესის ეპარქიას სიყვარულით ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს.
4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები ნეკრესის ეპარქიის ტაძრებში წირვას დაესწრნენ და სადღესაწაულო მსახურებაში მიიღეს მონაწილეობა. გიმნაზიის გუნდმა წირვის დასრულების შემდგომ დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერს დაარსებიდან 23 წლის იუბილე მრავალჟამიერით მიულოცა.
30 ნოემბერს ფრენბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები გაიმართა.
🥈ოლიმპიადაში მონაწილე შვიდ გუნდს შორის გიმნაზიის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა წარმატება მოიპოვა.
🏐 შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2023#გიმნაზიის_წარმატება_სპორტში
სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️
30 ნოემბერს ფრენბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები გაიმართა.
🥈ოლიმპიადაში მონაწილე შვიდ გუნდს შორის გიმნაზიის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა წარმატება მოიპოვა.
🏐 შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2023
გიმნაზიის მოსწავლეები გაეცნენ ელისაბედ ორბელიანის ბიოგრაფიას და მის შემოქმედებას.
ვაჟა:
„რა მოვიგონო, ან რა დავწერო,
დღე და ღამ ვსტირი, გულსა მწვავს სევდა,
ერთი დარდი მაქვს, ერთი ნაღველი,
საგნის ნაღველი – ქართველი დედა,
იმასთან ერთად ივერის ბედი,
დღეს უპატრონო, – მას უნდა შველა
და ალბომებში ლექსების წერით
გახდება რამეს ვაჟა-ფშაველა?!“
აკაკი :
„თვალად, ტანად, მიხვრა-მოხვრით
პოეტურად შემკობილო,
მომღიმარო, უებარო
მოსაუბრე, ენა ტკბილო,
ვით ცის მნათობს, გულის გამთბობს
ვერ გაშორებ შორით თვალსა,
სანამ შენგან გამოველი
სანუგეშო მომავალსა.
გახსოვდეს, რომ ქართველი ხარ,
იმის ნიადაგზე მდგარი
და მხოლოდ ის აგამაღლებს,
ვით გაზრდილი მეგობარი“.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
XI - კლასი
პედაგოგი ეთერი რუსიაშვილი
ფილმის ,,Rotkappchen" ჩვენება მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
გაკვეთილის თემა: ვახტანგ გორგასალი
დამრიგებელი: ხატია ჭაღოშვილი
17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორები : ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და გიმნაზიის ბიბლიოთეკა.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს მიწვევისათვის.
16.11.2023
16 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება გაიმართა.
კრება წარმართა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი არჩუაძემ .
შეხვედრას ესწრებოდნენ გიმნაზიის მოძღვრები, მშობლები და მასწავლებლები. საუბრის თემა ეხებოდა მიმდინარე სასწავლო წლის პროცესებს, გიმნაზიის პედაგოგთა და მოსწავლეთა მიღწევებს, სასწავლო პროცესში მიმდინარე სიახლეებს და გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, სწავლის ხარისხის ამაღლების და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის წამატებით მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრის დასასრულს გიმნაზიის მოძღვრებმა დალოცეს შეკრებილი საზოგადოება და ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეების სულიერი განვითარების მნიშვნელობაზე.აღნიშნული კრებები გიმნაზიაში დადგენილი წესით და საჭიროებისამებრ სისტემატიურად იმართება .
მოგზაურობა ციფრების სოფელში
დამრიგებელი: ნანა ჯანიკაშვილი
უფლისციხესთან ..
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიარა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტიარ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტიარ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედიდა კითხვა: „ვინ ვის“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნაარ გამაჩნია!
14 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში საბავშო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა. 📚 მწერლის ბიოგრაფია, ნაწარმოებები და პერსონაჟები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზატორმა , ბიბლიოთეკარმა ნატალია იკოშვილმა გააცნო. მოსწავლეებთან ერთად წაიკითხა ავტორის ნაწარმოებებიდან ამონარიდები და საყვარელი გმირების შესახებ ერთად იმსჯელეს , თემატური ილუსტრაციები გააფერადეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს .
✨დღეს, ბავშვების საყვარელი მწერლის დაბადების დღემ გიმნაზიას პეპის და კარლსონის მოყვარული ბავშვების ჟრიამული ხალისიანი განწყობა და წარმატებული დღე აჩუქა.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა#საბავშვო_წიგნები
გიმნაზიის თანამშრომელს ხათუნა ავაზაშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს.
📚დღეს , გიმნაზიაში ღიმილის ორდერის კავალერის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე მხიარულად აღინიშნა.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა 📖📚
🕊🏆 10 ნოემბერს , საქართველოს საპატრიარქოს წინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებზე გოგონათა ფეხბურთში I ადგილი მოიპოვა.
🏆🥇გამარჯვებულ გუნდს თასი , მედალი და სიგელი გადაეცა.
#ყვარლის_მუნიციპალური_თამაშები
#გიმნაზია
კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრამ საღვთო სჯულის მასწავლებელთან, ნანა არჩუაძესთან ერთად განახორციელა წმინდა ილია მართლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, მოსწავლეები გაეცნენ ილიას ცხოვრებას, მოღვაწეობას. მისი შემოქმედებიდან წარმოადგინეს ლექსები, გამონათქვამები, გამოცანები.
პირველ - მეორე კლასელებმა ილიას ლექსიდან მიღებული შთაბეჭდილებით შექმნეს ნახატები, დაამზადეს პლაკატი. ბოლოს კი მისდამი თავიანთი დამოკიდებულება მადლიერების წერილებით გამოხატეს.
#ილიას_კვირეული_გიმნაზიაში
Powered by aSc EduPage