"ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა."წმინდა ილია მართალი
სიახლეები
#ილიაობა
ქართული ცეკვის წრე.
ხვალ, 6 ნოემბერს ცეკვის გაკვეთილი ჩატარდება მეექვსე გაკვეთილის შემდეგ, თან იქონიეთ ცეკვის ჩუსტები.
ქართული ცეკვის შემსწავლელი წრე იწყება....
3 ნოემბერს , 13 სთ-სა და 30წთ_ზე, გიმნაზიაში გაიმართება მოსწავლეთა შეხვედრა ქართული ცეკვის წრის ხელმძღვანელთან ხვიჩა გოგიჩაძესთან.
ქართული ცეკვის შემსწავლელი წრე გიმნაზის მოსწავლეებისთვის არის უფასო და მიზნად ისახავს ესთეტიკური აღზრდის ხელშეწყობას.
გილოცავთ 🏃
🕊️2 ნოემბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გეზრბენში გიმნაზიის გოგონათა გუნდის დებიუტი შედგა.
✨გილოცავთ წარმატებას!
#გეზრბენი
#გიმნაზია
#მუნიციპალური_თამაშები_ყვარელში 2023
2
🕊️27 ოქტომბერს გიმნაზიაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საშემოდგომო ზეიმი გამართეს. 🍁✨უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმიტომ, რომ ვენახს კრეფენ, ქვევრებს რეცხენ ღიპიანს; იმიტომ, რომ რაც ხილია, ყველა ხილი მწიფეა! უხარია შემოდგომა ყველას ასე ძალიან, იმიტომ, რომ სავსეა ბეღელი და ნალია. იმიტომ, რომ სავსეა კალათი და გოდორი, იმიტომ, რომ ირევა ცაში ოქროს ფოთოლი... მურმან ლებანიძე. 🕊️იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად შემოდგომის ზეიმი მოსწავლეების მიერ გაცოცხლებულმა მწერლის შექმნილმა ნაწარმოების გმირებმა გაალამაზეს. 🌼მუსიკალურმა ნომრებმა, ცეკვებმა,ლექსებმა თუ აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილმა სიმღერამ ღონისძიება განსაკათურებული გახადა . 🍁საშემოდგომო დეკორაციებმა, მოსწავლეებისთვის , მასწავლებლებისა და მშობლების ერთობით მომზადებულმა ფელამუშმა და ჩურჩხელების ამოვლებამ ზეიმს მხიარულთან ერთად გემრიელი წუთუბეც შემატა. ✨ გიმნაზიაში საშემოდგომო ზეიმი ზღაპრულად დაასრულა მონაწილეთათვის ანიმაციური გმირების მოულოდნელმა სტუმრობამ. ✨მადლობას ვუხდით გიმნაზიის საზოგადოებას საშემოდგომო ზეიმში ჩართულობისთვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის. #დღესასწაულს_ვქმნით_ერთად. #გიმნაზია 27.10.23
- 43
გილოცავთ
🕊🏆საქართველოს საპატრიარქოს წინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებზე მაგიდის ჩოგბურთში I ადგილი მოიპოვა.🏆🥇გამარჯვებულ გუნდს თასი , მედალი და სიგელი გადაეცა.
#ყვარლის_მუნიციპალური_თამაშები#გიმნაზია#სპორტი#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2023#გიორგობის_თვე
სრული ინფორმაციის სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე⤵️
მოულოდნელი სიხარულით სავსე წუთები გიმნაზიაში.
სრული ვიდეოს სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე
27/10/2023
დღეს , 27 ოქტომბერს გიმნაზიაში აფხაზური ენის დღე აღინიშნა.
შეკრებილ საზოგადოებას აფხაზური ენის შესახებ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი არჩუაძე ესაუბრა.
ღონისძების დასასრულს აფხაზეთის სახელობის დარბაზში მოსწავლეებმა აფხაზეთისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
გიმნაზიელებმა პედაგოგებს პროფესიული დღე სიმღერით და პერფომანსით მიულოცეს.
27/10/2023
1840 წლის 27 ოქტომბერს , ქართველი პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი , პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი დაიბადა.
#გიმნაზია
27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს გიმნაზიაში მოაღვაწე გარდაცვლილ პედაგოგთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
#გიმნაზია
გილოცავთ.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მასწავლებლის დღე აღინიშნა.
მედიაწიგნიერების დღე გიმნაზიაში
✅მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, გიმნაზიაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება.
🕊️კვირეულის ფარგლებში მასწავლებლებმა ნინო შუხოშვილმა და ეთერ რუსიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ იმსჯელეს.
✅საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით ჩატარდა შემეცნებითი აქტივობები, მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური დავალებები, რომლებიც ინფორმაციაზე კონტროლის დამყარების და ციფრული სამყაროს გამოწვევებზე პასუხის გაცემისათვის საჭირო უნარების განვითარებას გულისხმობდა.
✅ აღსანიშნავია ,რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) აქტიურად მონაწილეობს მედიაგანათლების ხელშეწყობაში და მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის განხორციელების ინიციატივაც მას ეკუთვნის.#გიმნაზია
@UNESCO
ანბანის შემობრძანება
24.10.2023
დაბადების დღეს ვულოცავთ გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მარინე მზექალაშვილს
ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
🕊️ გილოცავთ 🕊️
კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.
🕊️✈️🥰 #გიმნაზიის_მოძღვარი
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას სტუმრობა გიმნაზიაში
🕊️მეუფე საბას მიმართვა მოსწავლეებს:🕊️"ეცადეთ,თქვენ თავს ბავშვობა არ წაართვათ"
🕊️ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას სტუმრობა გიმნაზიაში.09.10.23
ჭადრაკის გაკვეთილი ტექნოლოგიების გამოყენებით.
II- კლასი
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
გილოცავთ
8 ოქტომბერი წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა. წმინდანის მადლი ფარავდეს ყველა მვედრებელს და მისი შემწეობით ღმერთმა აცხონოს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის სული.
სიახლეების არქივი
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- ოქტომბერი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- ყველა