კვირეულის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრამ საღვთო სჯულის მასწავლებელთან, ნანა არჩუაძესთან ერთად განახორციელა წმინდა ილია მართლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, მოსწავლეები გაეცნენ ილიას ცხოვრებას, მოღვაწეობას. მისი შემოქმედებიდან წარმოადგინეს ლექსები, გამონათქვამები, გამოცანები.
პირველ - მეორე კლასელებმა ილიას ლექსიდან მიღებული შთაბეჭდილებით შექმნეს ნახატები, დაამზადეს პლაკატი. ბოლოს კი მისდამი თავიანთი დამოკიდებულება მადლიერების წერილებით გამოხატეს.
#ილიას_კვირეული_გიმნაზიაში