მთავარი გვერდი
III - კლასი
საღვთო სჯულის გაკვეთილი #ბიბლიოთეკაში.
პედაგოგი: ნანი არჩუაძე
II - კლასი
საღვთო სჯულის გაკვეთილი ბიბლიოთეკაში.
პედაგოგი: ნანი არჩუაძე
4 ოქტომბერი
🕊 4 ოქტომბერს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში, აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის მოწვევით, საჯარო შეხვედრა "თბილისის პროტოკოლის სკოლის " ხელმძღვანელმა ნინო ახალაიამ გამართა.
🕊 შეხვედრის თემა _ "თანამედროვე ქცევის კულტურა” .
🕊 ინტერაქტიული ხასიათის ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და საუბარი შეეხო სოციალურ, კორპორატიულ და ბიზნეს ეტიკეტს .
თბილისის პროტოკოლის სკოლა გიმნაზიაში.
4 ოქტომბერს, 13:00 საათზე გიმნაზიის მოსწავლეები "თბილისის პროტოკოლის სკოლის " ხელმძღვანელს ნინო ახალაიას შეხვდებიან.საუბრის თემა : "თანამედროვე ქცევის კულტურა” .
2014 წლიდან ნინო ახალაია ხელმძღვანელობს თბილისის პროტოკოლის სკოლას. გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა გადამზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული ტრენერ-კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია “ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (British Accreditation Council for Independent Further & Higher Education (BAC) ), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.
სიახლე
გიმნაზიის გუნდში მიმდინარეობს გიმნაზიის მოსწავლეთა მიღება.
რეპეტიცია ჩატარდება
კვირას , 1ოქტომბერს, 14:00 საათზე .
ლოტბარი: მერაბ მაისურაძე
გუნდში ისწავლება: საგუნდო, ქალაქური და ხალხური სიმღერა.საეკლესიო გალობა.
გილოცავთ
#ქართველმა_ერმა გადაიხსნა გული და შიგ დაიმარხა ჯვარი პატიოსანი,
თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად დამარხული ჯვარი.
მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით,
ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა,
სისხლს ღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელით ვერავინ შეაცვლევინა.
გიმნაზიის ბიბლიოთეკა.
27 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში აფხაზეთის სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა.
სპორტული დღიური
⚽ ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ევროპული სპორტის კვირეულის ფარგლებში , 26 სექტემბერს გიმნაზიის ფეხბურთის გუნდმა სასკოლო მინი ფეხბურთის ტურნირში შთამბეჭდავად ითამაშა.
26/09/2023
👑 26 სექტემბერს, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, გიმნაზიის მოსწავალეები და წარმომადგენლები დედოფლის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს გრემის მთავარანგელოზთა სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებაში.
🕊️გილოცავთ წმინდა დეფოფლის ხსენების დღეს და მადლობას ვუხდით გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ იოანე (ბალიაშვილს) მასპინძლობისთვის.
რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლასის დამრიგებელს
🕊️ ძვირფასო გიმნაზიელებო,⚜️ 30 სექტემბერს, 14 : 00 საათზე გიმნაზიის შერეულ გუნდში სასწავლო პროცესი განახლდება.✨მიიღეთ მუსიკის ხელოვნებით განცდილი ბედნიერი დღეების გამოცდილება .⚜️ შეისწავლეთ: საგუნდო, ქალაქური და ხალხური სიმღერები, საეკლესიო გალობა.⚜️ მუსიკის თეორია.⚜️ ჩაერთეთ კონცერტებსა და სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებში. 🎙️ლოტბარი და მოწვეული სპეციალისტი მერაბ მაისურაძე ✨#დღესასწაულებს_ვქმნით_ერთად.
გიმნაზიელების წარმატებები
🕊 ახალი სასწავლო წლის პირველი სპორტული წარმატება გიმნაზიაში.
🏆 ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთში, პირველი და მეორე ადგილის დამადასტურებელი ჯილდო და გამარჯვების თასი გიმნაზიელებმა მოიპოვეს.
🥇 I -ადგილი ნიკა კაზარაშვილი🥈 II- ადგილი ნიკა ქებაძე
⚜️ ღონისძიების ორგანიზატორი ყვარლის მუნიციპალიტეტი
გილოცავთ
🕊️გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს.
⚜️დღეს, გიმნაზიის მოსწავლეები დღესასწაულთან დაკავშირებით ყვარელში ,VI საუკუნის დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს სტუმრობდნენ. სადღესასწაულო წირვაზე სასულიერო პირებმა გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები და თანამშრომლები დალოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
გილოცავთ
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის მიმართვა გიმნაზიის პირველკლასელებს: ძვირფასო პირველ კლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. თქვენმა მობრძანებამ გიმნაზიას სიხარული,ძალა და იმედი შემატა. გისურვებთ წარმატებას, ულევ სიხარულს და ბედნიერ დღეებს.გიმნაზიის დამფუძნებელის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის დარიგება გიმნაზიამ ანდერძად მიიღო და თქვენც გიზიარებთ. „დაიმახსოვრეთ : თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის გადახდა, თქვენ გექნებათ მშვიდობა. მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს. იშრომეთ, ირწმუნეთ ღმერთი, ილოცეთ და გიყვარდეთ.“მეუფე სერგის დადგენილი წესის თანახმად, გიმნაზიამ ყველა პირველ კლასელს , სასწავლო წიგნების სრული კრებული საჩუქრად გადაეცა.
ნეკრესის ეპარქიის სიახლენი
🕊️19 სექტემბერს, მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ხონაში აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეს , ნეკრესის ეპარქიაში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა და დიაკვნად ხელდასხმა შესრულდა.
🕊️წირვის დასასრულს ნეკრესელი მიტროპოლიტი სეგის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მეუფე სერგის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.
მიტროპოლიტი სერგი
19 სექტემბერი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლის ,ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების დღეა.
გიზიარებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია II_ის სამძიმრის წერილს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის #სამძიმარი ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო
გილოცავთ
14 სექტემბერი (ახ. სტ.) - დაწყება ინდიქტიონისა ანუ საეკლესიო ახალი წლისა.
🕊ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო.
#გვირგვინი_წელიწადისა
🕊️ბედნიერ მომენტებს ვქმნით ერთად!
✨საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის თანამშრომლების მოგზაურობა რუის-ურბნისის ეპარქიაში.
სპორტული სიახლენი გიმნაზიის მისწავლეებისთვის.
📣
⚽️ ახალი სასწავლო წლიდან ჩაერთე სასკოლო საფეხბურთო წრეში, დარეგისტრირდი , ივარჯიშე და მიიღე მონაწილეობა საფეხბურთო ტურნირებში. ⚽️ #მწვრთნელი ვანო უსეინაშვილი.
⚽️ საფეხბურთო მოედნის საფარის ბუნებრივად გამწვანებისთვის , არდადეგებზე გიმნაზიელებმა ერთად ვიზრუნეთ.ბიჭებმა საკუთარი ხელით მოაწესრიგეს მოედანი. შედეგი გაგახარებთ .
ზარის დროები
ორშაბათი 02/03/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად