მთავარი გვერდი
ნეკრესის ეპარქიის სიახლენი 2023
„კონფლიქტის ქცევითი სტრატეგიები“„ საზაფხულო ბანაკი 2023-ის “ მონაწილეებმა შემეცნებითი საუბრების ფარგელებში, მათი ასაკის გათვალისწინებით სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ეფექტური გზები და სტრატებიები განიხილეს.
პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის, სიტუაციის მრავალი კუთხით დანახვა-შეფასებისა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე_ რაც შემდგომ ადამიანის პიროვნულ განვითარებზე დადებითად აისახება_ მოწვეულმა სტუმარმა კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სპეციალისტმა , ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ვასაძემ ინტერაქტიურ ფორმატში ისაუბრა.
გილოცავთ
⛪️ გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს!
#ტროპარი:🌿 შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისაჲ, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
🇬🇪ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს საპატრიარქო გრემის სასულიერო სემინარია აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე :
✔ თეოლოგია (ვაჟებისათვის)ადგილმდებარეობა გრემი (ყვარლის რაიონი)
✔ ხელოვნების ისტორია და თეორია (გოგონებისათვის) ადგილმდებარეობა ქ. ლაგოდეხი.
⚜️ სწავლა სრულად დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ.
მილოცვა
დღეს , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევიდან 60 წელი შესრულდა.
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე პატრიარქო!
ნეკრესის ეპარქიის სიახლენი 2023.
#ნეკრესისეპარქიის_სიახლენი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ნეკრესის ეპარქიამ 3-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის 60 გოგონას უმასპინძლა.„საზაფხულო ბანაკში „ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძებების საშუალებით გაცნობოდნენ ქრისტიანული და ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქტიური დასვენების კულტურას, შეესწავლათ ხელსაქმე, სიმღერა, ძველ-ქართული დამწერლობა და გაეუმჯობესებინათ სოციალური უნარები.− „ შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი 2023 „- ის თემა : მეგობრობა
ნეკრესის ეპარქიის სიახლენი 2023.
🕊️🏆 ნეკრესის ეპარქიის შემეცნებით საზაფხულო ბანაკში მონაწილე გიმნაზიის მოსწავლეებმა მეუფე სერგის სახელობის ფრენბურთის ტურნირში წარმატებით ითამაშეს და ყოველწლიური ტურნირის მთავარი ჯილდო მოიპოვეს.
#ნეკრესისეპარქიის_სიახლენი2023წ.
საზაფხულო ბანაკი.
🌳ეკოტური ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში.
საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შემეცნებითი ბილიკი გაიარეს.
🌳ბუნების მეგობრებმა ისტორიასთან ერთად მრავალი საინტერესო ფაქტი და ამბავი შეიტყვეს ნაკრძალის ბინადართა შესახებ და გაეცნენ ეკოტურის მნიშვნელობას.
🌳 ტურის მასპინძელი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულამანიძე , დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ლაგოდეხის საკრებულოს თავჯდომარე კარლო ჯამბურია.
#ნეკრესის ეპარქიის სიახლენი
🕊ერთმანეთს საზაფხულო ბანაკში შეხვდენენ, გულები ღვთის სათნოდ აანთეს, დამეგობრდნენ და სამზარეულოში თავისი გუნდებით გალაქტიკა შექმნეს. 🍽ყველაზე გემრიელ კონკურსს და გონიერ კონკურსანტებს ჟიურიმ ობიექტური შეფასება მისცა.
#შემეცნებითი_საზაფხულო_ბანაკი 2023
#ნეეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
🕊️#ნეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
11აგვისტოს შემეცნებით საზაფხულო ბანაკში , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე: „ქართველ მეფე - დედოფალთა სამოსი“ გაიმართა.
შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
🎞️ იხ. #ამონარიდი⬇️
🕊როგორც ცნობილია ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერმა საზაფხულო ბანაკის ფარგლებში 7-დან -18 წლამდე ასაკის 60 გოგონას უმასპინძლა .
შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი 2023
🎼 მუსიკის გაკვეთილი.პედაგოგი ელენე ბერიძე
#ნეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
🕊ნეკრესის ეპარქიამ ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის 60გოგონას უმასპინძლა.
🕊 საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერია საქართველოს საპატრიარქო.
08/08/2023
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.
ღმერთმა აცხონოს სამშობლოს მშვიდობისა და ერთობისათვის მებრძოლი გმირები
გილოცავთ
✨გილოცავთ 18 ივლისი ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა.🕊️გიმნაზიის დამფუძნებელი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი მფარველი წმინდანის დღეს ყოველთვის სადღესასწაულო წირვით აღნიშნავდა მღვდელმთავრებთან, ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად . 🕊️ტრადიცია დღესაც გრძელდება.🕊️ შევთხოვთ ღირს წმინდა მამა სერგირადონეჟელს , მეუფე სერგის სულის საცხოვნელად მეოხ იყოს ღვთის წინაშე.#ლოცვა წმინდა სერგი რადონეჟელისადმი.ჵ, საჩინოო, ახოვანო სასწაულთმოქმედო და განსაცდელსა და მწუხარებათა შინა საკჳრველად მსწრაფლ შემწეო ჩუენო, ღირსო მამაო სერგი! აწ მოგუფინე ტკბილი მადლი ლოცვისა შენისაჲ და მოგუმადლე მცირე ჟამეული ესე ცხორებაჲ, უვნებელად წარვლოთ და სათნო ვეყუნეთ სამებასა ყოვლად წმიდასა. მოგუანიჭე აღსარებით შემუსრვაჲ სულისაჲ და სინანულით განწმედაჲ გულისაჲ, რაჲთა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა და შენთანა ვუგალობდეთ სამებასა წმიდასა: ალილუია
გილოცავთ
გილოცავთ წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს.
გაწმენდითი სამუშაოები ზეთისხილის ბაღში.
🌿დღეს, გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს.
🕊️ჩვენმა ვერცხლისფერმა ბაღმა ნაყოფის ნიშანი მოგვცა და გაგვახარა.
🌿დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობას გიხდით ერთსულოვნებისა და მხარდაჭერისთვის.#იხარეთდაგვახარეთ#ადმინისტრაცია
11
სიახლე ზეთისხილის ბაღში.
10 ივნისს , დილის 08:00 საათიდან - 11:00 საათამდე გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში გაწმენდითი სამუშაო ჩატარდება.
VII-XII კლასელ ბიჭებს ნერგების მოვლაში მონაწილეობის სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში გელოდებით ხვალ გიმნაზიაში.
📢აბიტურიენტების საყურადღებოდ
ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები.
ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.
ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს.......
საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე , ცენტრში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა აბიტურიენტებს მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 40% -იან საშეღავათო პირობას სთავაზობს.
ზარის დროები
სამშაბათი 03/03/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად