მთავარი გვერდი
14/01/2024
🇬🇪 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
🇬🇪 დროშაზე გამოსახული სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ბოლნურ-კაცხური ჯვრით, ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.
⤵️
შობის მახარობლები
🕊️ 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - “ალილო” გაიმართა.🕊️ სადღესასწაულო მსვლელობაში ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მოსახლეობა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები_ ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი , ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი მონაწილეობდნენ.🕊️ შობის მახარობელთა მსვლელობა გიმნაზიის გუნდის მიერ შესრულებული ქრისტეშობის საგალობლებით და მრავალჟამიერით წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძის) მონუმენტთან დასრულდა. მოსახლეობის მიერ „ალილოსთვის“ გაღებული შემოწირულობა სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცათ.
✨ 07/01/2024
🕊გიმნაზიის მგალობელთა გუნდმა ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მიიღო მონაწილეობა. 🕊ლოტბარი მერაბ მაისურაძე
#გიმნაზია#შობის_მახარობლები07. 01. 2024
⤵️✨
07/01/2024
🕊️ 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - “ალილო” გაიმართა.
🕊️ სადღესასწაულო მსვლელობაში ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მოსახლეობა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები_ ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი , ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი მონაწილეობდნენ.
ა ლ ი ლ ო
🕊 7 იანვარს ,12 საათზე ერთად ვახაროთ ქრისტეშობის დღესასწაული.
🕊ტრადიციული საზეიმო მსვლელობა _ "ალილო" დაიწყება ყვარელში "ბოგირის " სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან და დასრულდება წმ. ილია მართლის სახელობის მონუმენტთან.
⤵️✨
🕊️ მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე პატრიარქო, მრავალჟამიერ!
⛪ სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლისკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს 91 წლის იუბილეს.
🌿 ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს!
გილოცავთ. 01/01/2024
✨გილოცავთ ახალ 2024 წელს!
🕊️ვიქტორ დოლიძის ცეკვა "ქართული" ოპერიდან "ქეთო და კოტე".
ინსტრუმენტალური შესრულება.
პედაგოგები ირმა კანდელაკი; ლევან ბირთველიშვილი
#გიმნაზია
V- კლასი.
🕊️ #საშობაო_წვეულება
✨ Vკლასი
#გიმნაზია
#წინასადღესასწაულო_ღონისძიება
26.12.2023
⤵️✨
27.12.2023
🕊️27 დეკემბერი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ეპისკოპოსად კურთხევის დღეა.
⤵️🕊️
წინასადღესასწაულო საშობაო წვეულება.
🕊️ვიქტორ დოლიძის ცეკვა "ქართული" ოპერიდან "ქეთო და კოტე".
ინსტრუმენტალური შესრულება.პედაგოგები ირმა კანდელაკი; ლევან ბირთველიშვილი
#წინასადღესასწაულო_საშობაო_წვეულება#გიმნაზია
ვიდეოს სრულად სანახავად გახსენით ლინკი ⤵️
საშობაო წვეულება.
🕊️შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გიმნაზიაში წინასადღესასწაულო ღონისძება_ „საშობაო წვეულება“ გაიმართა.
🕊️🌲 საუფლო დღესასწაულის მნიშვნელობა, შობა- ახაწელთან დაკავშირებული ხალხური ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სიმღერების პოპური ქართული ანიმაციური ფილმებიდან. ქალაქური და ხალხური ფოლკლორი, ინსტრუმენტალური შესრულება, ცეკვა „აჭარული“, ვალსი, ფიფქების ცეკვა, გუნდურობა და მთავარი, 2023 წელს მიღებული გამოცდილებისა და წარმატებების გამო გულითადი მადლიერების გამოხატვა ღვთის, სკოლისა და გარშემომყოფთათვის .
II-კლასი
🎄საკლასო საახალწლო ღონისძიება მეორე კლასში.
მხიარული განწყობა და ცეკვა-თამაში.კლასის დამრიგებელი ნანა ლოლიაშვილი.
სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️
26.12.2023
🕊️ცეკვა „აჭარული“პედაგოგი ხვიჩა გოგიჩაძე
#წინასადღესასწაულო_საშობაო_წვეულება
#გიმნაზია
26.12.2023
ვიდეოს სანახავად გახსენით ბმული ⤵️
პროფორიენტაცია.
🐦🕊🐦🐦 ".. ნუ გეშინიათ, ჩიტუნიებო, თოვლი რომ მოვა, ცივი ქარი რომ აზუზუნდება და ცხელი ჩაი გაგემრიელდება, მურაბას გაჭმევთ..." რევაზ ინანიშვილი
🕊🐦ზამთრის ამ სუსხიან დღეებში, გიმნაზიის სადურგლოში მოსწავლეებმა ჩიტის ბუდეები საკუთარი ხელებით შექმნეს.
🕊🐦 მოსწავლეთა მიერ აღნიშნული სამუშაოს წარმატებით და უსაფრთხო შესრულების პროცესს დურგალი სიმა ბაჩაკაშვილი ხელმძღვანელობდა.
25.12.2023
სიყვარულით და მადლიერებით ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს აღსაყდრებიდან 46 წლისთავს!
ზარის დროები
ორშაბათი 02/03/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად