მთავარი გვერდი
17.05.2023
17 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში პარაკლისი აღევლინა.
16.05.2023
16 მაისს, გიმნაზიაში ოჯახის სიმტკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური გაკვეთილის ფარგლებში წმინდა ოჯახის ,
მშობლების მიმართ პატივისცემისა და მადლიერების შესახებ იმსჯელეს.
”მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე . ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით”
16.05.2023
შემაჯამებელი გაკვეთილი ფიზიკაში
XI - კლასი
ფიზიკის პედაგოგი: ლელა კუპრაშვილი
11.05.2023
🕊11 მაისს გიმნაზიაში, საბუნებუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა .
თემა: „ქვევრის ღვინო არამატერიალური კულტურული ძეგლი“
🍇 „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია და საქართველო მსოფლიო მასშტაბით უკვე აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, რომელსაც ღვინის დაყენების 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიცია აქვს.” –კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
საღვთოსჯულის კათედრა
🕊 გილოცავთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის და წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!
🕊 "მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.
გლობალური მოქმედების დღეები
🌏საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 18-28 აპრილს გლობალური მოქმედების დღეების საერთაშორისო კამპანიაში წელსაც ჩაერთო.
კამპანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული და კონცენტრირდა თემაზე LitterLessPlus -რაც ჩვენი პლანეტის დასაცავად, დაბინძურების ყველაფორმის შემცირებას გულისხმობს.
08.05.2023
2023 წლის 8 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე ეტაპი - „წერის დღე“.
🕊წარმატებას ვუსურვებთ ღონისძიებაში მონაწილე გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეს ანა-მარია ბურკიაშვილს.
30.04.05. 05.2023
📚გიმნაზიაში, ბიბლიოთეკარის პროფესიული დღის ფარგლებში სასკოლო ბიბლიოთეკის კვირეული აღინიშნა.
30.04-05.05.2023
06.05.2023
🕊️გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!”იმდენად დიდი იყო წმინდა გიორგის პატივი საქართველოში, რომ 12 მეფე იყო საქართველოსი გიორგი.”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
🕊️მხიარული აქტივობა გიმნაზიაში.
🎨გიმნაზიელებმა საკუთარი ხელით ფერადი ცარცები დაამზადეს.
წიგნის მეგობრები
დღეს, გიმნაზიის სასკოლო ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში წიგნის მეგობარი გამოვლინდა.
ბარბარე ყრინტაშვილს სამახსოვრო წიგნი გადაეცა.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
VI-კლასი
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა.
კომპლექსური დავალება- მოთხრობის შექმნა.
დამრიგებელი მაია ასაბაშვილი.
VI - კლასი
1
28.04.2023
სასკოლო კვირეულის ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" -ს ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა შინაარსის მაკეტები შექმნეს.
#აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში.
28.04.2023
28 აპრილს გიმნაზიაში #აფხაზეთის_კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა კონფერენცია "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" გაიმართება.
თემები და მონაწილეები:
1. "ისტორიული მიმოხილვა" - ბექა ბალიაური, დიანა ონიანი მარიამ მჭედლიშვილი, ლიზი შუხოშვილი, მარიამ ოსიაშვილი.
2. "აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა ,კლიმატი ფლორა და ფაუნა" _ მარიამ ბიბილაშვილი და ნინი ნასყიდაშვილი.
27 აპრილი
🕊️27 აპრილს, ისტორიკოსმა და საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციის დირექტორმა ნესტან ბაგაურმა გიმნაზიის მოსწავლეები ქართული კალიგრაფიული ხელოვნების საიდუმლოს აზიარა.
✍️ლექციის შემდგომ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.
🕊️შეხვედრის თემა:" აფხაზეთი
ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე."
27.04.2023
სასკოლო კვირეულის ,, ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" _ფარგლებში გიმნაზიაში კალიგრაფიის მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი ვაჟა ერემეიშვილი. კალიგრაფთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
#აფხაზეთის_კვირეული_გიმნაზიაში
აფხაეთის კვირეული გიმნაზიაში.
🕊️სასკოლო კვირეული ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი,,#საკონკურსო_ნამუშევარიII- კლასიდამრიგებელი ნინო ლომიძე
აფხაზეთის კვირეული გიმნაზიაში.
🎶სასკოლო კვირეული_ „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი „
#თემა: აფხაზური მუსიკის ფოლკლორი.
🎼მოსწავლეებს აფხაზური ფოლკლორის და აფხაზური ხალხური საკრავების მნიშვნელობაზე გიმნაზიის მუსიკის პედაგოგმა ირმა კანდელაკმა ესაუბრა.
⚜️შეხვედრის დასასრუს გიმნაზიის მოსწავლეებმა სახელწიფო ჰიმნი ქართულად და აფხაზურად შეასრულეს .
ზარის დროები
ორშაბათი 20/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად