მთავარი გვერდი
#ნეკრესის ეპარქიის სიახლენი
🕊ერთმანეთს საზაფხულო ბანაკში შეხვდენენ, გულები ღვთის სათნოდ აანთეს, დამეგობრდნენ და სამზარეულოში თავისი გუნდებით გალაქტიკა შექმნეს. 🍽ყველაზე გემრიელ კონკურსს და გონიერ კონკურსანტებს ჟიურიმ ობიექტური შეფასება მისცა.
#შემეცნებითი_საზაფხულო_ბანაკი 2023
#ნეეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
🕊️#ნეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
11აგვისტოს შემეცნებით საზაფხულო ბანაკში , ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას ლექცია თემაზე: „ქართველ მეფე - დედოფალთა სამოსი“ გაიმართა.
შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
🎞️ იხ. #ამონარიდი⬇️
🕊როგორც ცნობილია ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერმა საზაფხულო ბანაკის ფარგლებში 7-დან -18 წლამდე ასაკის 60 გოგონას უმასპინძლა .
შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი 2023
🎼 მუსიკის გაკვეთილი.პედაგოგი ელენე ბერიძე
#ნეკრესის_ეპარქიის_სიახლენი
🕊ნეკრესის ეპარქიამ ლაგოდეხის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის დედათა მონასტერში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 7-დან -18 წლამდე ასაკის 60გოგონას უმასპინძლა.
🕊 საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერია საქართველოს საპატრიარქო.
08/08/2023
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.
ღმერთმა აცხონოს სამშობლოს მშვიდობისა და ერთობისათვის მებრძოლი გმირები
გილოცავთ
✨გილოცავთ 18 ივლისი ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეა.🕊️გიმნაზიის დამფუძნებელი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი მფარველი წმინდანის დღეს ყოველთვის სადღესასწაულო წირვით აღნიშნავდა მღვდელმთავრებთან, ეპარქიის სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად . 🕊️ტრადიცია დღესაც გრძელდება.🕊️ შევთხოვთ ღირს წმინდა მამა სერგირადონეჟელს , მეუფე სერგის სულის საცხოვნელად მეოხ იყოს ღვთის წინაშე.#ლოცვა წმინდა სერგი რადონეჟელისადმი.ჵ, საჩინოო, ახოვანო სასწაულთმოქმედო და განსაცდელსა და მწუხარებათა შინა საკჳრველად მსწრაფლ შემწეო ჩუენო, ღირსო მამაო სერგი! აწ მოგუფინე ტკბილი მადლი ლოცვისა შენისაჲ და მოგუმადლე მცირე ჟამეული ესე ცხორებაჲ, უვნებელად წარვლოთ და სათნო ვეყუნეთ სამებასა ყოვლად წმიდასა. მოგუანიჭე აღსარებით შემუსრვაჲ სულისაჲ და სინანულით განწმედაჲ გულისაჲ, რაჲთა სათნოებითა სრულსა საზომსა მიწევნილნი მივემთხვივნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა და შენთანა ვუგალობდეთ სამებასა წმიდასა: ალილუია
გილოცავთ
გილოცავთ წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს.
გაწმენდითი სამუშაოები ზეთისხილის ბაღში.
🌿დღეს, გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს.
🕊️ჩვენმა ვერცხლისფერმა ბაღმა ნაყოფის ნიშანი მოგვცა და გაგვახარა.
🌿დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეებს მადლობას გიხდით ერთსულოვნებისა და მხარდაჭერისთვის.#იხარეთდაგვახარეთ#ადმინისტრაცია
11
სიახლე ზეთისხილის ბაღში.
10 ივნისს , დილის 08:00 საათიდან - 11:00 საათამდე გიმნაზიის ზეთისხილის ბაღში გაწმენდითი სამუშაო ჩატარდება.
VII-XII კლასელ ბიჭებს ნერგების მოვლაში მონაწილეობის სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში გელოდებით ხვალ გიმნაზიაში.
📢აბიტურიენტების საყურადღებოდ
ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები.
ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.
ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს.......
საპატრიარქოს განათლების ცენტრისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე , ცენტრში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა აბიტურიენტებს მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურის 40% -იან საშეღავათო პირობას სთავაზობს.
ფეხბურთის წრე
დღეს 20 ივნისს 2- საათზეა ვარჯიში.
17/06/2023
გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები ,მწვრთნელი მანანა კოჭლამაზაშვილი და გიმნაზიის წარმომადგენლები თბილისში ევროპის ვერცხლის ლიგის თამაშებს ესწრებიან .
👩🦰ქალები🇬🇪 საქართველო VS პორტუგალია 🇵🇹
🧑მამაკაცები 🇬🇪 საქართველო VS უნგრეთი 🇭🇺 🗓 17 ივნისი 2023
.
2
🕊️ძვირფასო მშობლებო
16 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდება.
გელოდებით 🕊️
ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.
⚽️ 15 ივნისს, გიმნაზიის და გრემის მთავარანგელზთა სახელობის საკვირაო სკოლის ფეხბურთის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდა.
⚽️ მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.
პრაქტიკული სწავლება
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები მანანა სეფაშვილი და თამარ ავაზაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა პრაქტიკულ კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.
საკვლევ მასალას წყალი, ნიადაგი და ხილი წარმოადგენდა.
15.06.2023
გიმნაზიის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობენ
#გიმანზია #მეჯლისი #მათემატიკა
🕊 დღეს , მოსწავლეებმა გიმნაზიის "არითმეტიკის" დიდებულ დარბაზში მეჯლისი გამართეს.
🕊მოგზაურობა ღვთის ქმნილ სამყაროში სადაც წესრიგს, ოქროს კვეთას და მეცნიერებას ყოფით ცხოვრებაში დიდებულად წარმოაჩენს მათემატიკა_ სადღესასწაულო განწყობით დასრულდა .
🕊სასიამოვნო გარემო, მუსიკა, ცეკვა და რა თქმაუნდა მისი აღმატებულება არითმეტიკა, "პითაგორასთან" , პრინცესებთნ და "ნატურალურ რიცხვებთან" ერთად ზღაპრულ ემოციებს ქმნიდნენ...
ზარის დროები
პარასკევი 18/07/2025ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად