მთავარი გვერდი
ფეხბურთის წრე
დღეს 20 ივნისს 2- საათზეა ვარჯიში.
17/06/2023
გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები ,მწვრთნელი მანანა კოჭლამაზაშვილი და გიმნაზიის წარმომადგენლები თბილისში ევროპის ვერცხლის ლიგის თამაშებს ესწრებიან .
👩🦰ქალები🇬🇪 საქართველო VS პორტუგალია 🇵🇹
🧑მამაკაცები 🇬🇪 საქართველო VS უნგრეთი 🇭🇺 🗓 17 ივნისი 2023
.
2
🕊️ძვირფასო მშობლებო
16 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მშობელთა საერთო კრება ჩატარდება.
გელოდებით 🕊️
ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.
⚽️ 15 ივნისს, გიმნაზიის და გრემის მთავარანგელზთა სახელობის საკვირაო სკოლის ფეხბურთის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდა.
⚽️ მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.
პრაქტიკული სწავლება
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები მანანა სეფაშვილი და თამარ ავაზაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა პრაქტიკულ კვლევებში მიიღეს მონაწილეობა.
საკვლევ მასალას წყალი, ნიადაგი და ხილი წარმოადგენდა.
15.06.2023
გიმნაზიის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობენ
#გიმანზია #მეჯლისი #მათემატიკა
🕊 დღეს , მოსწავლეებმა გიმნაზიის "არითმეტიკის" დიდებულ დარბაზში მეჯლისი გამართეს.
🕊მოგზაურობა ღვთის ქმნილ სამყაროში სადაც წესრიგს, ოქროს კვეთას და მეცნიერებას ყოფით ცხოვრებაში დიდებულად წარმოაჩენს მათემატიკა_ სადღესასწაულო განწყობით დასრულდა .
🕊სასიამოვნო გარემო, მუსიკა, ცეკვა და რა თქმაუნდა მისი აღმატებულება არითმეტიკა, "პითაგორასთან" , პრინცესებთნ და "ნატურალურ რიცხვებთან" ერთად ზღაპრულ ემოციებს ქმნიდნენ...
16 ივნისს გიმნაზიაში მშობელთა კრებაა.
13:00 - საათზე.
დასწრება სავალდებულოა.
14.06.2023
"1912 წლის 1 (14) ივნისის საღამოს მოულოდნელად იაკობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. საღამოს მან ახლობლებს თავისი ანდერძი წააკითხა, უნდოდა შეემოწმებინა, ხომ არავინ გამორჩა ან "საზოგადოებას რაიმე ხომ არ დააკლო". "მოვრჩი ჩემი სამსახური ხალხის საქმისთვის, მისი სიკეთისთვის. რაც რჩება ჩემი სიკვდილის შემდეგ, დიდი ნაწილი ისევ ხალხსვე მოხმარდესო" - ასეთი ყოფილა დიდი იაკობის უკანასკნელი სიტყვები..."
14.06.2023
ღვთის შეწევნით , გიმნაზიაში 2022-2023 სასწავლო წელს მიღებული გამოცდილებისა და მიღწეული წარმატებებით გამოწვეული მადლიერების გრძნობით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა,მასწავლებლებმა და თანამშრომლება ლაგოდეხში, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი მოილოცეს და გიმნაზიის დამფუძნებლის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის საფლავზე ,მეუფის სულის მოსახსენებელი ლოცვა აღავლინეს.
V-კლასი
შემაჯამებელი გაკვეთილი
რუსულის პედაგოგი: ეთერი საქნელაშვილი
გიმნაზია რუსთაველის თეატრში
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის საზოგადოების ნაწილი _მასწავლებლები და თანამშრომლები მეუღლეებთან ერთად გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი არჩუაძის მიწვევით რუსთაველის ეროვნულ თეატრს სტუმრობდნენ .
🎭 ერლომ ახვლედიანის "ვანო და ნიკო" , რობერტ სტურუას რეჟისურამ და მსახიობთა მაღალმა ოსტატობამ მაყურებელში შთამბეჭდავი და დადებითი ემოციები გამოიწვია.
II კლასი
🕊 გიმნაზიის II კლასის მოსწავლეებმა , სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს მეფე-დედოფლების და საზოგადო მოღვაწეებიის შესახებ მოსმენილი ისტორიები მოწვეულ საზოგადოებას შთამბეჭდავად გააცნეს.
✨ კლასის ხელმძღვანელი ნინო ლომიძე.
სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე ⬇️
IV კლასი
🕊 ქართული დამწერლობის ისტორია, "აი ია" , საინტერესო ამბით "გაცოცხლებული " ცნობილი მხატვრები , ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი "წითელქუდა", სიმღერები, ლექსები , "ყვავილების ცეკვა" , ერთ საათში ჩატეული უამრავი თბილი ემოცია და სიყვარულით სავსე გარემო...
🕊 სწორედ ასეთი შთამბეჭდავი დღე გვაჩუქეს გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე და ოთხი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ნაყოფი შემოქმედებითად წარმოადგინეს.
III კლასი
⚜️"დათვის წვეულება"
III კლასი
ხელმძღვანელი პედაგოგი ხატია ჭაღოშვილი
ფიზიკის გაკვეთილი
VII კლასი პედაგოგი ლელა კუპრაშვილი
#გიმნაზია
#ლაბორატორია სწავლა-პრაქტიკით
4
06.06.2023
🕊 6 ივნისს საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.
🕊 საღამოს ,რომელსაც ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ გიმნაზიელებმა საგალობლები და ხალხური ფოლკლორის ნიმუშები შეასრულეს.
ვულოცავთ მათე ტურაშვილს მიღწეულ წარმატებებს
მიმდინარე წლის მაისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2023 წლის ბიოლოგიის 34-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის, საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი ტურები გაიმართა, რომლებშიც 18 მოსწავლე მონაწილეობდა მათშორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე მათე ტურაშვილი.
6 ივნისი
🕊 6 ივნისს საქათველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ნეკრესის ეპარქიაში მოღვაწე წმინდანებისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა.
🕊 მოსწავლეებმა წმინდათა ცხოვრების შესახებ არსებული ისტორიული ცნობები საინტერესოდ წარმოადგინეს.
🕊ღონისძიება 2019 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა.
ზარის დროები
ორშაბათი 02/03/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად