მთავარი გვერდი
მისაწვევი
ღონისძიების დასაწყისი 11:00 საათი
თარიღი 26.12.2023
20/12/2023
შემაჯამებელი პრეზენტაცია ბიოლოგიაში.
თემა: "ტანდგომის დარღვევები მოზარდებში"
კლასი - VIII
მასწავლებელი: მანანა სეფაშვილი
I-კლასი
🕊️ 20 დეკემბერს , გიმნაზიაში პირველმა კლასმა წინა საახალწლო ღონისძიება გამართა.
✨ პატარებმა ტყის ბინადართა როლი მოირგეს, მეგობრობის მაგალითები გვიჩვენეს და სადღესასწაულო განწყობით შეკრებილ საზოგადოებას სიხარული მოჰფინეს.
🕊️ კლასის ხელმძღვანელი __ მასწავლებელი ნანა ჯანიკაშვილი.
🕊️მასწავლებლები: თიკო ყულიჯანიშვილი ,ირმა კანდელაკი.
ნიკოლოზობას გილოცავთ.
🕊️საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს.
გიმნაზიის მოსწავლეები გაეცნენ წმინდანის ცხოვრებას და მოღვაწეობას.
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის განცხადება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით (15.12.2023)
დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.
რა? სად? როდის?
✨14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის ? გაიმართა.
🦉მონაწილე 6 გუნდს შორის პირველი ადგილი
მოიპოვა გუნდმა "ინტელექტი"
✨⤵️
13 დეკემბერი
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის და წმ. მეფე ვახტანგ I გორგასლის ხსენების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით გიმნაზიის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საღვთო სჯულსა და ისტორიაში.
გაკვეთილის თემა: ანდრია პირველწოდებული და ვახტანგ გორგასალი.
კლასი: IX - X
#გიმნაზიის_ბიბლიოთეკა
გიმნაზია 8.12.2023
✨ 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის და კოლეჯი "პრესტიჟის" თანამშრომლობით , Erasmus + პროექტის ფარგლებში ესტონეთის ქ. ოდა-ვირუმას პროფესიული სასწავლებლის პედაგოგმა და სტუდენტებმა გიმნაზიის მოსწავლეებისათვის საშობაო ორცხობილების მასტერკლასი გამართეს.
8.12.2023
🎄✨საშობაო ორცხობილების მასტერკლასი გიმნაზიაში
#გიმნაზია#კოლეჯიპრესტიჟი კოლეჯი "პრესტიჟი"#პროფორიენტაციაკოლეჯი "პრესტიჟი"
ვიდეოს სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️✨
ცეკვის წრე ➡️ გიმნაზიაში
#რეპეტიცია✨შობა-ახალი წლის სამზადისი გიმნაზიაში.ცეკვის წრის ხელმძღვანელი ხვიჩა გოგიჩაძე
#გიმნაზია
⤵️
🎄საშობაო ორცხობილები
9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის და კოლეჯი "პრესტიჟის" თანამშრომლობის ფარგლებში , ესტონეთის ქ. ოდა-ვირუმას პროფესიული სასწავლებლის პედაგოგები და სტუდენტები Erasmus + პროექტის ფარგლებშიგიმნაზიის V-XII კლასის მოსწავლეებისათვის საშობაო ორცხობილების მასტერკლასს წარმართავენ.
✨🖌️🎨✏️
🎨 გიმნაზიაში შობა-ახალი წლის შესახვედრად მზადება დაიწყო.✨7 დეკემბერს გიმნაზიელებს მხატვარი-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური ეწვია და საახალწლო თემატიკის მასტერკლასი გამართა.სიხრულით სავსე სასწავლო დღე ერთობლივი ფოტოებით და მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრებით დასრულდა.
სურათების სრულად სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე ⤵️
07/12/2023
🎨🖌️✏️✨
#საახალწლო_მასტერკლასი_ზალიკოსგან
#გიმნაზია
ვიდეოს სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე
სპორტი
✨ფრენბურთელები ევროპას თელავში თამაშობენ.🏐გიმნაზიის გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები დღეს საქართველო -ესტონეთის თამაშს ესწრებიან.
ვიდეოს სანახავად გადადით მითითებულ ლინკზე ⤵️
🕊️ დღესასწაული
გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს!04/12/2023
#გიმნაზია
#გიმნაზიის_ფოლკლორული_გუნდი
#დუბის_მონასტრის_იუბილე23
#დღესასწაულები
9
ზარის დროები
ორშაბათი 02/03/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად