მთავარი გვერდი
მასტერკლასი
11 დეკემბერს, 13:00 საათზე
#ზამთრის_სკოლა გიწვევთ მასტერკლასზე #სუფრის_ეტიკეტი
✅სუფრასთან ქცევის კულტურა
✅ საბავშვო ეტიკეტი
✅რესტორნის ეტიკეტი
სერვირება
შეკვეთის შერჩევა
მოლოდინი
#ზამთრისსკოლის მიზანია მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების ხელშეწყობა და შაბათ-კვირას შემეცნებითი, სახალისო,კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობა.
06.12.2022
პირველ თოვლთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში ანიმაციურ ფილმს უყურეს.,,გოგონა და თოვლის გუნდა"
VII- კლასი
ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში
თემა: ობის სოკოები
პედაგოგი: მანანა სეფაშვილი
5
4 დეკემბერი
ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი: დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმამაღლად: გიხაროდენ, განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.
4 დეკემბერი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ(ტატო) ბარათაშვილის დაბადების დღეა. მისი დაბადებიდან 205 წელი გავიდა.
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი...........
ზამთრის სკოლა
4 დეკემბერს #ზამთრის_სკოლის პროგრამის ფარგლებში, გიმნაზიაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
14:00 საათი - მუსიკის წრე საესტრადო და ხალხური ფოლკლორი .
პედაგოგი მერაბ მაისურაძე
15:30 სთ - სადილი
16:00 საათი- გამოყენებითი ხელოვნება-ხელნაკეთი ნივთების შექმნა,ქსოვა.
პედაგოგი მაიკო მჭედლიშვილი
17:00 საათი ანიმაციური ფილმის ჩვენება.
ფინალი
ამ წეთებში გურჯაანში
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირის ფინალური თამაში მიმდინარეობს.
🔴ყვარელი-🔵თელავი
✅ბიჭების გუნდი
#გიმნაზია
#ზამთრისსკოლა
ფინალი
#ზამთრისსკოლა
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი გურჯაანში.
🔴ყვარელი-🟣დედოფლისწყარო
#გიმნაზია
#ზამთრისსკოლა
#ზამთრისსკოლა
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი გურჯაანში.
🔴ყვარელი-🔵ლაგოდეხი
გოგოების გუნდი
#ნახევარფინალი
#ზამთრისსკოლა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
დღეს, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ასაბაშვილის მიერ, ჩატარტა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ,,ბრბოს ფსიქოლოგია" გიორგი ლეონიძის მოთხრობის, ,,მარიტას" მიხედვით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე, ეპიზოდი იყო უფრო მძაფრად გადმოცემული, გამოხატეს საკუთარი პოზიციები ტექსტში ასახული მორალურ, ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
სიახლე
🌲"ზამთრის_სკოლა" იწყება!
🕊️4 დეკემბრიდან -28 თებერვლის ჩათვლით
ყოველ შაბათ -კვირას
შემეცნებით, გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში
მონაწილეობისათვის ვიწვევთ
ყვარლის რაიონის სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის ფინალის გ ა ნ რ ი გ ი უკვე ცნობილია.
ქალაქ ყვარელში ოლიმპიადის ფინალი ჩატარდება შაბათს, 3 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის შენობაში 12 საათზე.
გელოდებთ ფინალურ ტურზე და გისურვებთ წარმატებას.
გლობალური მოქმედების დღეები 2022
ჩვენ ეს გავაკეთეთ!
3 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია მსოფლიო გლობალური ქმედების ესტაფეტას შეუერთდა.
გიმნაზია ,,სკოლების გლობალურ სამოქმედო დღის“ 105 ქვეყნის 2,230 სკოლიდან 776,611 მოსწავლეთა შორისაა.
ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის გიმნაზიას სერთიფიკატი გადაეცა.
ფინედუ გიმნაზიაში.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
შეხვედრაზე საქართველოს ბანკის ყვარლის სერვის ცენტრის მენეჯერმა ლია პართენიშვილმა მოსწავლეებს ფულის მნიშვნელობის, სწორად დაზოგვის, შენახვის ხერხებისა და დაზოგვის მსოფლიო დღის შესახებ ესაუბრა.
დერატიცაზია-დეზინსექცია
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიასა და
„ორკინი საქართველოს “ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე,
სეზონურად მავნებლების გავრცელების გაუნებელყოფისა და შემდგომში პრევენციის მიზნით (დერატიზაცია-დეზინსექცია),
კომპანიის პროფესიონალ სპეციალისტთა ჯგუფმა , გიმნაზიაში სამუშო ვიზიტი განახორციელა.
დღეს, ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა.
ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო, არადა სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს''
ჭაბუა ამირეჯიბი უნიკალური მოვლენაა არა მხოლოდ ლიტერატურაში შეტანილი წვლილითა და მრავალმხრივი საზოგადოებრივი ღვაწლით.
და მაინც, ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, უპირველესად, „დათა თუთაშხიას“ უკავშირდება - ეპოქალურ რომანს, რომელმაც ის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მთაწმინდის ბინადრად აქცია.
18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღეა.
სერგო ვარდოსანიძე
1940 წლის 18 ნოემბერს თბილისში ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის საჯარო ლექცია,დარბაზი ხალხს ვერ იტევდა, მომხსენებელი თავაზიანად მიესალმა მსმენელებს და დაიწყო ლექციის კითხვა...ერთ მომენტში(21 საათსა და 40 წუთზე) წამიერად შეყოვნდა,თავი გადასწია და...მარადისობაში გადავიდა...
გალაკტიონის იუბილე გიმნაზიაში
📚დღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა, გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით,გენიალური პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იმსჯელეს.
📚წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები, ოქროს ფონდის არქივიდან მოუსმინეს თავად პოეტს და მის ლექსზე შესრულებულ სიმღერას.
📚ღონისძიების ინიციატორი გიმნაზიის ბიბლიოთეკარი ნატალია იკოშვილი.
ზარის დროები
შაბათი 18/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად