მთავარი გვერდი
ზამთრის სკოლა
4 დეკემბერს #ზამთრის_სკოლის პროგრამის ფარგლებში, გიმნაზიაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
14:00 საათი - მუსიკის წრე საესტრადო და ხალხური ფოლკლორი .
პედაგოგი მერაბ მაისურაძე
15:30 სთ - სადილი
16:00 საათი- გამოყენებითი ხელოვნება-ხელნაკეთი ნივთების შექმნა,ქსოვა.
პედაგოგი მაიკო მჭედლიშვილი
17:00 საათი ანიმაციური ფილმის ჩვენება.
ფინალი
ამ წეთებში გურჯაანში
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირის ფინალური თამაში მიმდინარეობს.
🔴ყვარელი-🔵თელავი
✅ბიჭების გუნდი
#გიმნაზია
#ზამთრისსკოლა
ფინალი
#ზამთრისსკოლა
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი გურჯაანში.
🔴ყვარელი-🟣დედოფლისწყარო
#გიმნაზია
#ზამთრისსკოლა
#ზამთრისსკოლა
ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი გურჯაანში.
🔴ყვარელი-🔵ლაგოდეხი
გოგოების გუნდი
#ნახევარფინალი
#ზამთრისსკოლა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
დღეს, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ასაბაშვილის მიერ, ჩატარტა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ,,ბრბოს ფსიქოლოგია" გიორგი ლეონიძის მოთხრობის, ,,მარიტას" მიხედვით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ნაწარმოებში დასმულ პრობლემებზე, ეპიზოდი იყო უფრო მძაფრად გადმოცემული, გამოხატეს საკუთარი პოზიციები ტექსტში ასახული მორალურ, ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
სიახლე
🌲"ზამთრის_სკოლა" იწყება!
🕊️4 დეკემბრიდან -28 თებერვლის ჩათვლით
ყოველ შაბათ -კვირას
შემეცნებით, გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში
მონაწილეობისათვის ვიწვევთ
ყვარლის რაიონის სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის ფინალის გ ა ნ რ ი გ ი უკვე ცნობილია.
ქალაქ ყვარელში ოლიმპიადის ფინალი ჩატარდება შაბათს, 3 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის შენობაში 12 საათზე.
გელოდებთ ფინალურ ტურზე და გისურვებთ წარმატებას.
გლობალური მოქმედების დღეები 2022
ჩვენ ეს გავაკეთეთ!
3 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია მსოფლიო გლობალური ქმედების ესტაფეტას შეუერთდა.
გიმნაზია ,,სკოლების გლობალურ სამოქმედო დღის“ 105 ქვეყნის 2,230 სკოლიდან 776,611 მოსწავლეთა შორისაა.
ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის გიმნაზიას სერთიფიკატი გადაეცა.
ფინედუ გიმნაზიაში.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
შეხვედრაზე საქართველოს ბანკის ყვარლის სერვის ცენტრის მენეჯერმა ლია პართენიშვილმა მოსწავლეებს ფულის მნიშვნელობის, სწორად დაზოგვის, შენახვის ხერხებისა და დაზოგვის მსოფლიო დღის შესახებ ესაუბრა.
დერატიცაზია-დეზინსექცია
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიასა და
„ორკინი საქართველოს “ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე,
სეზონურად მავნებლების გავრცელების გაუნებელყოფისა და შემდგომში პრევენციის მიზნით (დერატიზაცია-დეზინსექცია),
კომპანიის პროფესიონალ სპეციალისტთა ჯგუფმა , გიმნაზიაში სამუშო ვიზიტი განახორციელა.
დღეს, ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა.
ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო, არადა სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს''
ჭაბუა ამირეჯიბი უნიკალური მოვლენაა არა მხოლოდ ლიტერატურაში შეტანილი წვლილითა და მრავალმხრივი საზოგადოებრივი ღვაწლით.
და მაინც, ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, უპირველესად, „დათა თუთაშხიას“ უკავშირდება - ეპოქალურ რომანს, რომელმაც ის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მთაწმინდის ბინადრად აქცია.
18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღეა.
სერგო ვარდოსანიძე
1940 წლის 18 ნოემბერს თბილისში ხელოვნების მუშაკთა სახლში დანიშნული იყო აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის საჯარო ლექცია,დარბაზი ხალხს ვერ იტევდა, მომხსენებელი თავაზიანად მიესალმა მსმენელებს და დაიწყო ლექციის კითხვა...ერთ მომენტში(21 საათსა და 40 წუთზე) წამიერად შეყოვნდა,თავი გადასწია და...მარადისობაში გადავიდა...
გალაკტიონის იუბილე გიმნაზიაში
📚დღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა, გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით,გენიალური პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ იმსჯელეს.
📚წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები, ოქროს ფონდის არქივიდან მოუსმინეს თავად პოეტს და მის ლექსზე შესრულებულ სიმღერას.
📚ღონისძიების ინიციატორი გიმნაზიის ბიბლიოთეკარი ნატალია იკოშვილი.
14 ნოემბერს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა შესანიშნავ ქართველ პოეტს, მთარგმნელს და ესეისტს მურმან ლებანიძეს.
დღეს, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა,
თანამედროვე ქართული პოეზიის კლასიკოსის მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს.
მოსწავლეები გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას.
გაიხსენეს მის მიერ დაწერილი ნაწარმოებები.
გიმნაზიის მოსწავლეებს მურმან ლებანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაია ასაბაშვილმა მოუთხრო.
კომპლექსური დავალება
ღია გაკვეთილი რუსულ ენასა და ლიტერატურაში
თემა: ცხოველები
პედაგოგი: ლილია გავაშელიშვილი
2
მემორენდუმი
აა(იპ) საქართველოს საპატრიარქოს წმ.ილია მართლის სახ. ყვარლის გიმნაზიის ხელმძღვანელობამ პროფესიულ კოლეჯთან „პრესტიჟი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გააფორმა. რომლის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეთა და მშობელთა ვიზიტი პროფესიულ სასწავლებელში და სხვადასხვა პროფესიის მოსინჯვა.
მემორანდუმის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია, მიიღონ სრული ინფორმაცია პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარები და უსაფრთხო გარემოში, რეალურ დროში მოსინჯონ გარკვეული პროფესიები და ხელი შევუწყოთ პროფესიასთან მიმართებაში მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები .
ევერესტი
ოლიმპიადის II-ტური დასრულებულია.
მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებებს.
წინ მესამე ტური გელოდებათ.
ევერესტი
სამტურიანი ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება შაბათს 12 ნოემბერს
12 საათზე
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში.
გისურვებთ წარმატებებს.
სიმულაციური სწავლება!
3 ნოემბერს , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია ჭავჭავაძის სახ. ყვარლის გიმნაზიაში სიმულაციური სწავლება ჩატარდა. სწავლებას შრომის უსაფრთოხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მოწვეული სპეციალისტი და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ .
სიმულაციური სწავლების მიზანს განგაშის ზარზე სწრაფი, ოგანიზებული, უსაფრთხო რეაგირება, შენობიდან მოსწავლეთა ევაკუაცია და თანამშრომელთათვის ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა.
ზარის დროები
ხუთშაბათი 06/11/2025კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად